პარასკევი, დეკემბერი 26, 2025
spot_img
მთავარიინტერვიუ„იმდენად მინდოდა შვილები, ასაკზე არ მიფიქრია. თუ უფალი გაძლევს, იმის უნარსაც მოგცემს,...

„იმდენად მინდოდა შვილები, ასაკზე არ მიფიქრია. თუ უფალი გაძლევს, იმის უნარსაც მოგცემს, რომ შვილებს მიხედო… “

მომღერალი თამუნა ამონაშვილი 16-წლიანი ლოდინის შემდეგ ტყუპის დედა გახდა. მას და მის მეუღლეს, რეზიკო არჩვაძეს, ქალ-ვაჟი შეეძინათ. თამუნა გადაცემაში “ჩვენი ოჯახი” დედობისა და საკუთარი ემოციების შესახებ საუბრობს:

– ჩემი ცხოვრება აბსოლუტურად შეიცვალა. იმდენად აფორიაქებულები ვართ, რომ მავიწყდება რაღაცები… საოცარი რაღაც მოხდა. ეს იმდენად დიდი საჩუქარია უფლისგან, რომ ამის იქით აღარ მინდა ხოლმე რაღაცებზე საუბარი. ძალიან ბევრს ვლოცულობდი, ძალიან ბევრი თხოვნა მქონდა უფალთან… ტაძარშიც ვგალობ და ეს ძალიან მეხმარებოდა. ალბათ, დამეხმარა ისიც, რომ ბევრი ადამიანი ლოცულობდა. ბევრი მწერდა იმიტომ, რომ ინტერვიუებში ხშირად ვამბობდი, რომ შვილი არ მყავდა და ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი რაღაც, რაც ცხოვრებაში არ მქონდა. სხვა დანარჩენი აბსოლუტურად ყველაფერი ამისრულდა, თუ რამ მინდოდა ცხოვრებაში. ძალიან ბევრი ადამიანი მწერდა, რომ ჩემთვის ლოცულობდა. რამდენჯერმე გავაჟღერე და ადამიანებს ვთხოვე, რომ ჩემთვის ელოცათ. ძალიან დიდი მადლობა მინდა, გადავუხადო ადამიანებს საოცარი მესიჯებისთვის და საოცარი გამოხმაურებისთვის. ყველა ადამიანში დევს ის მარცვალი, რასაც შვილის სიყვარული, ოჯახის სიყვარული ჰქვია. ეს ვინც განიცადა და ვინც მიიღო, ასეთი ადამიანებისათვის ჩვეულებრივი მომენტია, რომ სხვა დალოცოს და სხვა რაღაცებს არ მიაქციოს ყურადღება. უბრალოდ, დალოცოს, რომ მას შვილი ეყოლა და ბედნიერი დედა იყოს, შვილებთან ერთად… ვთვლი, რომ საქართველოში ძალიან ბევრი კარგი ადამიანია, რაც ჩვენს ქვეყანას გადაარჩენს.

შეგნებულად გადავწყვიტეთ, რომ ძიძა არ გვყოლოდა იმიტომ, რომ მე და რეზიკოს გვინდოდა, რომ ეს მთლიანად ჩვენ შეგვეგრძნო. ამდენი ხნის ნანატრი ბავშვები გვყავს. რომ ვერ შეიგრძნობ ჭამას, გამოცვლას, მოფერებას, ჩახუტებას და ამას რომ სხვა გაგიკეთებს… ვთვლი, რომ ეს არ მომეწონებოდა. ჩვენ ძიძის აყვანას ვაპირებთ, მაგრამ 5 თვის შემდეგ. 5 თვემდე ჩვენ უნდა გავიჭირვოთ და ეს სიყვარული მივიღოთ.

იმდენად მინდოდა შვილები, ასაკზე არ მიფიქრია. თუ უფალი გაძლევს, ესე იგი იმის უნარსაც გაძლევს, რომ შენ შენს შვილებს მიხედო. ადამიანი რომ იბადება, უფალი მას არასდროს ტოვებს. არავინ ვიცით, ვინ რამდენ ხანს ვიქნებით ამ ქვეყანაზე, მაგრამ სანამ ვიქნები, ყველაფერს გავიღებ იმისთვის, რომ ჩემი შვილები კარგ ადამიანებად აღიზარდონ, საზოგადოებისთვისაც, საკუთარი თავისთვისაც და ჩვენთვისაც ბედნიერების მომტანი იყვნენ. მე ამას გავაკეთებ და დანარჩენი უფლის ნებაა ყველაფერი.

READ  „სამწუხაროდ, უნდა ვთქვა, რომ არავის არ მოვუკითხივარ არასდროს, ღვთის ძალამ და მცხეთის მადლმა გადამარჩინა...“ - თათა ვარდანაშვილი დიდხნიანი პაუზის შემდეგ სიახლეებზე საუბრობს

author avatar
SheniGanatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
SheniGanatleba.ge
SheniGanatleba.gehttps://sheniganatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები

[fetch_posts]

spot_img

ხშირად ნახვადი