პარლამენტმა „ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“ კანონპროექტს 79 ხმით, მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა.
კანონპროექტის მიხედვით, ერთჯერადი დროებითი და განსაკუთრებული ღონისძიების სახით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის დადებული ადმინისტრაციული სახდელის − ჯარიმის (მათ შორის, გასამმაგებული და გასამმაგებულის გასამმაგებული ჯარიმის) ან/და შესაბამისი საურავის აღუსრულებელი ნაწილისგან გათავისუფლდება პირი, რომელმაც დედაქალაქში მსუბუქი ავტომობილით − ტაქსით (M1 კატეგორია) საქმიანობა სანებართვო პირობების დარღვევით ან შესაბამისი ნებართვის გარეშე განახორციელა 2025 წლის 1-ელ ნოემბრამდე.
პროექტი “ქართული ოცნების“ დეპუტატებმა წარადგინეს. ინიციატორთა ინფორმაციით, 2025 წლის ოქტომბრის სტატისტიკური მონაცემებით, თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ დარიცხულმა სანქციებმა მნიშვნელოვანი მასშტაბი შეიძინა. კერძოდ, საუბარია ათასობით ადმინისტრაციულ საქმეზე, რომელთა ჯამური ვალდებულება 8 მილიონ ლარამდეა.
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkim
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი განათლება. (2025). „ჯამური ვალდებულება 8 მლნ ლარამდეა“ – ვინ გათავისუფლდება ჯარიმა/საურავებისგან. 19 დეკემბერი, 2025. https://sheniganatleba.ge/ჯამური-ვალდებულება-8-მლნ/
