მსოფლიო პატრიარქი სამების ტაძარში მივიდა

Georgian update logo: white 'ag60' icon inside a rounded white square on an orange background, with the Georgian word 'განახლება' beneath.
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

კონსტანტინოპოლის – ახალი რომის მთავარეპისკოპოსი და მსოფლიო პატრიარქი, ყოვლადუწმინდესი ბართლომეოს I სამების საპატრიარქო ტაძარში მივიდა.

მსოფლიო პატრიარქი სრულიად საქართველოს კათოლიკოს – პატრიარქ ილია II-ის დაკრძალვის ცერემონიასთან დაკავშირებით გამართულ ღვთისმსახურებაში მიიღებს მონაწილეობას.

ამასთან, მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოს I მიტროპოლიტ შიოსა და წმინდა სინოდის წევრებთან ერთად უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის წესის აგების მსახურებას შეასრულებს.

ბართლომეოს I საქართველოში თბილისის დროით 11:00 საათზე ჩამოფრინდა.

- Advertisement -
shenivacancia.geshenivacancia.ge

სამების საკათედრო ტაძარში, წირვა დილის 09:00 საათზე დაიწყო და მას სრულიად საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის წევრებთან ერთად აღასრულებს.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის