კვირა, მაისი 24, 2026
Google search engine
მთავარიგანათლებაროგორ და როდის აირჩევენ ახალ პატრიარქს

როგორ და როდის აირჩევენ ახალ პატრიარქს

საქართველოში საპატრიარქო ტახტი 141-ედ დაქვრივდა. ილია მეორეს თითქმის ნახევარ საუკუნოვანი მმართველობის ეპოქის დასრულების შემდეგ, ახლა საქართველოს ეკლესიის საჭე უსათუოდ სხვამ უნდა ჩაიბაროს.

მართლმადიდებელ ეკლესიაში კანონიკური სამართლის აღსრულების ყველაზე მნიშვნელოვანი პროცესი იწყება. ახალი პატრიარქი, მე-14 საეკლესიო კრებამ, წმინდა სინოდმა, დამოუკიდებლად უნდა აირჩიოს.

საქართველოს ისტორიაში ბოლოს პატრიარქი 1977 წელს, 1945 წლის დებულების რედაქციის მიხედვით, 49 წლის წინ აირჩიეს. მაშინ, როდესაც გარდაიცვალა პატრიარქი დავით მეხუთე. ის ისე აღესრულა, რომ მოსაყდრე არ დაუსახელებია.

ილია მეორეს აღსრულების შემდეგ, გარდამავალ პერიოდში ახალი პატრიარქის არჩევამდე ეკლესიის მართვის გადაბარების პროცედურა იმ გარემოებამ გაამარტივა, რომ მოსაყდრედ შიო მუჯირი უწმინდესმა სიცოცხლეშივე დაასახელა. მისი გარდაცვალების მეორე დღესვე შეიკრიბა წმინდა სინოდი და მოსაყდრედ ის ყველა წესის დაცვით აირჩია.

მიტროპოლიტი შიო, ერისკაცობაში – ელიზბარ მუჯირი, დაიბადა 1969 წლის პირველ თებერვალს, თბილისში. დაამთავრა თბილისის 53-ე საშუალო სკოლა. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში ვიოლონჩელოს კლასში.

1991 წელს ის დამკვიდრდა შიომღვიმის მონასტერში. 1993 წლის 5 თებერვალს აღიკვეცა ბერად და ეწოდა შიო.

ამის შემდეგ მისი სასულიერო გზა ეტაპობრივად განვითარდა. სასულიერო სემინარიის სტუდენტობიდან სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიის მმართველ მღვდელმთავრობამდე.

მიუხედავად ტახტის მოსაყდრეობისა, ეს არ არის უსათუო წინაპირობა იმისა, რომ პატრიარქად შიო მუჯირი აირჩიონ, თუმცა, მას აქვს პატივი მოიწვიოს საეკლესიო კრება მომდევნო პატრიარქის ასარჩევად.

ბოლოს გასულ საუკუნეში ჩატარებული პროცედურა, ამ საუკუნეში განსხვავებული წესებით ჩატარდება.

ახლა უკვე წმინდა სინოდის მიერ ოფიციალურად აღიარებულმა მოსაყდრემ, პატრიარქის გარდაცვალებიდან 40 დღის შემდეგ, არაუგვიანეს 2 თვისა, პარასკევ დღეს, საპატრიარქოში ქართული ეკლესიის წინამძღვრის ასარჩევად  წმინდა სინოდი უნდა შეკრიბოს – 39 მღვდელმთავრის შემადგენლობით.

ეკლესიური კანონიკის პროტოკოლის მიხედვით, პირველ ეტაპზე მოხდება ფარული კენჭისყრით 3 კანდიდატის შერჩევა.

სინოდი 3 კანდიდატიდან ხმათა უმრავლესობით შეარჩევს ორს, ამის შემდეგ იქნება გაფართოებული კრება კანდიდატების განხილვისთვის.

პატრიარქად ჩაითვლება ის არჩეული კანდიდატი, რომელიც  მღვდელმთავართა ხმების ნახევარზე მეტს, ანუ მინიმუმ 20 ხმას მიიღებს.

READ  სტუდენტებისთვის გაზაფხულის სემესტრის სწავლის დაფინანსების მიზნით განცხადებების მიღება იწყება - ნახეთ ვის დააფინანსებს მერია

არჩეული პატრიარქის აღსაყდრება, ანუ ინტრონიზაცია ხდება არჩევიდან 2 დღეში, აუცილებლად კვირა დღეს და ტრადიციულად სვეტიცხოვლის ტაძარში.

არჩეული კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ქართული ეკლესიის უმაღლესი იერარქი წოდების პარალელურად მიიღებს ისტორიულ ატრიბუტიკასაც. ახლად არჩეულ პატრიარქს ასევე გადაეცემა ჯვარ-პანაღია, 4 კილოგრამიანი ოქროს მიტრა და კვერთხი.

მართლმადიდებლური ტრადიციის თანახმად, პატრიარქი ირჩევა სამუდამოდ – სიცოცხლის ბოლომდე.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
author avatar
SheniGanatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
SheniGanatleba.ge
SheniGanatleba.gehttps://sheniganatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები

[fetch_posts]

spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.