“ჩემი პატარა შვილი მეკითხებოდა, დე, ხომ იქნები ცოცხალიო…” – ნინო ხაჟომიას სიმსივნესთან ბრძოლის ამბავი

“ჩემი პატარა შვილი მეკითხებოდა, დე, ხომ იქნები ცოცხალიო…” – ნინო ხაჟომიას სიმსივნესთან ბრძოლის ამბავი | შენი განათლება
2 წუთიანი წაკითხვა
#image_title

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ნინო ხაჟომია მძიმე სენს ებრძვის. “კიბო არ არის განაჩენი! ეს უბრალოდ ცხოვრების ერთი თავია და ამ თავს მე დავწერ – ჩემებურად! თუ ყველა გამოწვევიდან რაიმე არ ვისწავლე, დრო ტყუილად დამიკარგავს“, – დაწერა მან.

ამჯერად ნინო ხაჟომია რადიო „ფორტუნა პლუსის“ გადაცემა, „ვიზიტორის“ სტუმარია, სადაც განვლილ გზასა და ცხოვრების რთულ პერიოდზე ისაუბრა:

“თითქოს მთელი ცხოვრება ველოდებოდი ამას, შოკი არ მქონია, დედას და დეიდას კიბო ჰქონდათ, მოულოდნელი არაფერი ყოფილა, მქონდა გაბრაზება, – რატომ მე. მე მართლა მაინტერესებს, მარტოხელა დედები, რომლებიც სრულ განაკვეთზე მუშაობენ, თან ებრძვიან ასეთ დიაგნოზს, როგორ ახერხებენ ყველაფერს, კიბოსთან თანაცხოვრებას როგორ ახერხებენ. ჩემი მთელი დრო მიჰქონდა მხოლოდ კიბოს.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

ახლა ვჩქარობ რეაბილიტაციას, ჩემი მთაში წასვლის დროა, ჩემი ბიზნესი ზამთარში იწყება. ახლა დავასრულე ბოლო ქიმია, დასხივებას ვიკეთებ და საკუთარ სხეულს ვეუბნები, ფეხზე წამოდექი-მეთქი, იმიტომ, რომ ბევრი საქმე მაქვს. ჩემი პატარა შვილი მეკითხებოდა, დე, ხომ იქნები ცოცხალიო, ბავშვმა იმხელა ემპათია მაჩვენა, არ ვიცოდი, კაცებს ახელა თანაგრძნობა თუ შეეძლოთ. ღამ-ღამობით მამოწმებდა, ცოცხალი ვიყავი თუ არა. უცბად 10-იანებზე დაიწყო სწავლა. ამით მაინც გაგახარებო. კიბომ იმხელა ტრანსფორმაცია მოახდინა ჩემში, რაღაც მომენტში ბედნიერიც კი ვარ, რომ ეს დამემართა, იმიტომ, რომ რაღაც ისეთი მაჩვენა, რასაც აქამდე ვერ ვხედავდი”, – თქვა ნინო ხაჟომიამ.

- Advertisement -
shenivacancia.geshenivacancia.ge
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
სკანირება
QR კოდი
სტატიის ციტირება · HOW TO CITE

შენი განათლება. (2025). “ჩემი პატარა შვილი მეკითხებოდა, დე, ხომ იქნები ცოცხალიო…” – ნინო ხაჟომიას სიმსივნესთან ბრძოლის ამბავი. 20 დეკემბერი, 2025. https://sheniganatleba.ge/ჩემი-პატარა-შვილი-მეკითხ/

© 2025 შენი განათლება  ·  Public Health Institute of Georgia (PHIG)  ·  კონფიდენციალობა  ·  Cookie
სკანირება
QR კოდი
sheniganatleba.ge

სტატიის ციტირება

READ  მაქვს სურვილი, ჩავიდე მოსკოვში და ვცადო ფილმში ბედი, ან მე დავდგა სპექტაკლი

შენი განათლება. (2025). “ჩემი პატარა შვილი მეკითხებოდა, დე, ხომ იქნები ცოცხალიო…” – ნინო ხაჟომიას სიმსივნესთან ბრძოლის ამბავი. 20 დეკემბერი, 2025. https://sheniganatleba.ge/ჩემი-პატარა-შვილი-მეკითხ/

სტატიის ციტირება
შენი განათლება. “ჩემი პატარა შვილი მეკითხებოდა, დე, ხომ იქნები ცოცხალიო…” – ნინო ხაჟომიას სიმსივნესთან ბრძოლის ამბავი [Internet]. თბილისი: Sheniganatleba.ge; 2025 [ციტირებულია: 2026 სექ 15]. ხელმისაწვდომია: https://sheniganatleba.ge/%e1%83%a9%e1%83%94%e1%83%9b%e1%83%98-%e1%83%9e%e1%83%90%e1%83%a2%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%90-%e1%83%a8%e1%83%95%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%9b%e1%83%94%e1%83%99%e1%83%98%e1%83%97%e1%83%ae/
sheniganatleba.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი განათლება — სწავლა და სკოლები · PHIG · Sheni Network