98-ე სკოლის შემდეგ, სამართალდამცველებმა 146-ე სკოლაშიც დაასრულეს მუშაობა

SheniGanatleba.ge
1 წუთიანი წაკითხვა
განათლების სამინისტრომ დაამტკიცა საჯარო სკოლების დირექტორობის კონკურსის განახლებული წესი. ცვლილებები მიზნად ისახავს პროცესის გამარტივებას და ხარისხის გაუმჯობესებას.

სამართალდამცველებმა მუშაობა დაასრულეს ვარკეთილში, 146-ე საჯარო სკოლაშიც. როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, ადგილზე იმყოფებოდნენ კინოლოგებიც.

განცხადება გაავრცელა 146-ე სკოლამაც. როგორც სკოლაში აცხადებენ, სკოლის მიმდებარე ტერიტორია და შენობა დეტალურად შემოწმდა და ორშაბათიდან სკოლა ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს სასწავლო პროცესს.

„გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ უსაფრთხოების მიზნით სკოლის მიმდებარე ტერიტორია და შენობა დეტალურად შემოწმდა შესაბამისი უწყების მიერ და ორშაბათიდან სკოლა ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს სასწავლო პროცესს“, – ნათქვამია 146-ე საჯარო სკოლის განცხადებაში.

მანამდე სამართალდამცველები მუშაობდნენ ავლაბარში, 98-ე საჯარო სკოლაშიც.

- Advertisement -
shenivacancia.geshenivacancia.ge

როგორც სუს-ში განაცხადეს, ოპერატიული სამძებრო-საგამოძიებო მოქმედებები რამდენიმე სკოლაში მიმდინარეობს და ამ დროისთვის საეჭვო არაფერია აღმოჩენილი.

ოპერატიული სამძებრო-საგამოძიებო მოქმედებები ტელეგრამარხებით გავრცელებულ მუქარის შემცველ შეტყობინებებს უკავშირდება.

READ  რა არის ვიტაგამა D3 დუო და თუ არის რეკომენდირებული მისი მიღება
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის