ვიკა ბუკიას გადაცემის ბოლო ნაწილი სტუმრებისთვის 3 განსაკუთრებულ ნივთს ეთმობა – რესპონდენტებს სტუდიაში მიაქვთ მათთვის საყვარელი, ძვირფასი სამი ნივთი და მაყურებელს მათთან დაკავშირებულ ისტორიებს უზიარებენ. ინგა გრიგოლიამ ამ რუბრიკაში ცხოვრების რთული პერიოდი და ამ პერიოდიდან შემორჩენილი თილისმა გაიხსენა:
„ამაზე არ მიყვარს პირდაპირ ეთერში საუბარი, ძალიან პირადი თემაა, მაგრამ ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ნივთია ჯვარი.
2005 წლიდან მაქვს და გამოსაჩენადაც კი არ ვიკეთებ. ვკვდებოდი, ბედისწერის ნებით, ღმერთის ნებით გადავრჩი – ექიმის კაბინეტში ვიყავი და იმ მომენტში დამემართა… ფილტვის მძიმე პრობლემა მქონდა და მართლა შემთხვევით გადავრჩი. ხომ არის გამოთქმა, ღმერთს არ უნდოდა, რომ მომკვდარიყო.. გარეთ რომ ვყოფილიყავი, უბრალოდ ვერ გადავრჩებოდი. როცა ოპერაციის შემდეგ პირველად თვალი გავახილე, ერთ-ერთმა სასულიერო პირმა, ჩემმა ახლობელმა, მაჩუქა ეს ჯვარი და მითხრა, ღმერთს ჰყვარებიხარო. უძვირფასესი ნივთია, ჩემი გადარჩენის სიმბოლოა. არ ვლაპარაკობ ჩემს დამოკიდებულებასა და რწმენაზე. ღმერთის სახელით ისეთი ფარისევლები გველაპარაკებიან, არ მინდა, მათ დავემსგავსო, ძალიან ჩემია და არ მიყარს კამერების წინ ამაზე ლაპარაკი, თუმცა ძალიან მორწმუნე ვარ”, – თქვა ინგა გრიგოლიამ.
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkim


