ხუთშაბათი, დეკემბერი 25, 2025
spot_img
მთავარიგანათლებაირაკლი კობახიძე: სახელმწიფო უნივერსიტეტებში გაიზრდება მისაღები სტუდენტების რაოდენობა, სტუდენტებს არ გაურთულდებათ ​უნივერსიტეტებში...

ირაკლი კობახიძე: სახელმწიფო უნივერსიტეტებში გაიზრდება მისაღები სტუდენტების რაოდენობა, სტუდენტებს არ გაურთულდებათ ​უნივერსიტეტებში მოხვედრა, კვოტები განისაზღვრება შესაბამისად

ჩვენ ვფიქრობთ, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტებში გაიზრდება მისაღები სტუდენტების რაოდენობა, კვოტები განისაზღვრება მოლოდინის გათვალისწინებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, მიმდინარეობს შრომის ბაზრის ანალიზი და შრომის ბაზრის ანალიზის საფუძველზე გადანაწილდება კვოტები უშუალოდ ფაკულტეტებს შორის.

„რაც შეეხება სტუდენტების რაოდენობას, პირიქით, ამ გადაწყვეტილების შედეგად, სახელმწიფო უნივერსიტეტებში სტუდენტების რაოდენობა უნდა გაიზარდოს. წელს მიღებული იქნა დაახლოებით 31 000 სტუდენტი ყველა უნივერსიტეტში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მთლიანობაში გაიზრდება სახელმწიფო უნივერსიტეტებში მისაღები სტუდენტების რაოდენობა, კვოტები განისაზღვრება მოლოდინის გათვალისწინებით. ანუ, პირიქით, რაოდენობის ზრდა გვექნება. მოვისმინეთ უამრავი სპეკულაცია იმასთან დაკავშირებით, თითქოს შემცირდება ადგილების რაოდენობა. რეალურად, არავითარი ფორმით კვოტები არ შემცირდება. ერთადერთი, რაც შეიძლება, მოხდეს, ჩვენ ვაწარმოებთ შრომის ბაზრის ანალიზს და შრომის ბაზრის ანალიზის საფუძველზე გადანაწილდება კვოტები უშუალოდ ფაკულტეტებს შორის, მაგრამ ჯამურად, სახელმწიფო უნივერსიტეტებში არ შემცირდება, პირიქით, გაიზრდება კვოტები სტუდენტების მისაღებად. იმიტომ, რომ მოლოდინი გვექნება, რომ მეტი წამოვა სახელმწიფო უნივერსიტეტებისკენ იმ პირობებში, როდესაც სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა იქნება უფასო როგორც ბაკალავრიატის, ისე მაგისტრატურის სტუდენტებისთვის. ზრდა გვექნება ისე, რომ რამდენიც აბარებდა უნივერსიტეტებში წელს, იმდენივეს შეეძლება უნივერსიტეტებში ჩაბარება. შეიძლება, თეორიულად, მთლიანად სახელმწიფომაც აითვისოს ეს რესურსი. მთავარი ჩვენთვის არის ის, რომ არავითარი ფორმით არ გაურთულდებათ სტუდენტებს უნივერსიტეტებში მოხვედრა. იქნება ეს სახელმწიფო თუ კერძო უნივერსიტეტი. კვოტები განისაზღვრება ამის შესაბამისად“, – განაცხადა პრემიერმა.

ასევე ნახეთ:

როდის ენიშნება არასრულწლოვანს პენსია და ვინ ითვლება მარჩენალდაკარგულად

ქალი მასწავლებელი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
author avatar
SheniGanatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
READ  “ურთულესი პერიოდი გვაქვს, იმედს არ ვკარგავთ”– ზურა ბერიკაშვილის შესახებ ახალი ინფორმაცია ვრცელდება
SheniGanatleba.ge
SheniGanatleba.gehttps://sheniganatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები

[fetch_posts]

spot_img

ხშირად ნახვადი