მნიშვნელოვანი ინფორმაცია სკოლის მოსწავლეებისთვის

ირინა დათაშვილი
1 წუთიანი წაკითხვა
საქართველოს პარლამენტში განხილული კანონპროექტი საბაზო განათლების საფეხურის გაძლიერებას ითვალისწინებს. რეფორმის შედეგად საბაზო საფეხური ოთხწლიანი გახდება, ხოლო საშუალო განათლება ორწლიანი იქნება.

2024-2025 ეროვნული სასწავლო ოლიმპიადისათვის რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია ონლაინ, ინტერნეტში ჩართული ნებისმიერი კომპიუტერის გამოყენებით 24 ოქტომბრის 11:00 საათიდან 14 ნოემბრის 18:00 საათამდე.

ოლიმპიადაში მონაწილეობა შეუძლია თითოეულ საგანში/საგნებში განსაზღვრული კონკრეტული ასაკობრივი ჯგუფის (X-XII კლასები) მოსწავლეს, თუმცა, სურვილის შემთხვევაში, საბაზო საფეხურის ნებისმიერ მოსწავლესაც.

რეგისტრაციის გასავლელად მოსწავლეს დასჭირდება მხოლოდ პირადი თერთმეტნიშნა ნომერი. ოლიმპიადაში მონაწილეობის მსურველებმა, რომლებსაც ესაჭიროებათ ცენტრის მხრიდან სპეციფიკური გარემოს/პირობების შექმნა, უნდა წარმოადგინონ შესაბამისი სამედიცინო ცნობა (ფორმა №100) ცენტრში 14 ნოემბრის  18:00 საათამდე.  ოლიმპიადა სამ ტურად ტარდება. პირველ ტურს მონაწილეები ელექტრონულად გადიან.

ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველ ტურზე რეგისტრირებულ მოსწავლეებს ცენტრი შესაძლებლობას აძლევს ონლაინ რეჟიმში გაიარონ საცდელი ტესტირება. აპლიკანტს საშუალება ექნება ყოველგვარი შეფასების გარეშე ივარჯიშოს და წინასწარ გაეცნოს იმ ელექტრონულ პროგრამას, რომლითაც ჩატარდება ტესტირება. პრეტესტში მონაწილეობა ნებაყოფლობითია.

- Advertisement -
shenivacancia.geshenivacancia.ge

დეტალური ინსტრუქცია გამოქვეყნდება ოლიმპიადის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე. 2024-2025 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა ჩატარდება შემდეგ საგნებში: ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ქართულ ენაში (არაქართულენოვანი სკოლების მოსწავლეებისათვის), მათემატიკაში, ისტორიაში, გეოგრაფიაში, ფიზიკაში, ქიმიაში, ბიოლოგიაში და  უცხოურ ენაში.

გაუზიარეთ ეს სტატია
განათლების მიმოხილვის რედაქტორი. სწავლობდა თსუ-ში ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე. შენი განათლების გამომცემლობის დამფუძნებელი ჟურნალისტი.
კომენტარები ჯერ არ არის