კვირა, ოქტომბერი 19, 2025
spot_img
მთავარიპირადი ისტორიები„იქით სიკვდილი იყო და აქეთ სიცოცხლე.. ნინიმ სიკვდილს გამომგლიჯა ხელიდან“

„იქით სიკვდილი იყო და აქეთ სიცოცხლე.. ნინიმ სიკვდილს გამომგლიჯა ხელიდან“

ხათუნა ჟორდანია სტუმრობდა გადაცემა „დღის პოსტს“, სადაც კიდევ ერთხელ გაიხსენა ის რთული პერიოდი, რომლის გადატანაც ჯანმრთელობის პრობლემების შექმნის დროს მოუხდა.

მან იმ ადამიანებზეც ისაუბრა, რომლებიც ცხოვრების რთულ ეტაპზე გვერდში დაუდგნენ, განსაკუთრებით კი შვილზე – ნინი ქარსელაძესა და მეუღლეზე – ზურა ხაჩიძეზე გაამახვილა ყურადღება.

„გარდა იმისა, რომ ნინი ძალიან ყოჩაღია, ძალიან ჭკვიანია. ისე გაერკვა ონკოლოგიაში, რომ ბევრი ექიმის კონსულტანტობა შეითავსა.

სულ ვამბობ: იქით სიკვდილი იყო და აქეთ – სიცოცხლე, ნინიმ სიკვდილს ხელიდან გამომგლიჯა და ეს დიდწილად ნინის დამსახურებაა. ისე მითმენდა, ისეთ რაღაცებს უძლებდა, გაბობოქრებული, ურჩი პაციენტი ვიყავი და მას ძალიან ვებრძოდი, მაგრამ გაუძლო..

ზურა, მიუხედავად იმისა, რომ ყველანაირად ცდილობდა, ყველაფერი გაეკეთებინა, მეუბნებოდა, ნეტავ ეს მე დამმართნოდა, შენ ისეთი მაგარი ხარ, მე ხომ გამომაძვრენდი ამ მდგომარეობიდანო“, – აღნიშნა ხათუნა ჟორდანიამ.

author avatar
SheniGanatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
READ  „წინაპრების სურნელი იგრძნობა“ – „აზნაურის სახლის“ მფლობელი 130 წლის სახლის ვიდეოს აქვეყნებს
SheniGanatleba.ge
SheniGanatleba.gehttps://sheniganatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები

[fetch_posts]

spot_img

ხშირად ნახვადი