“მინდა, მოგიყვე როგორ ვიცვლები და ვბერდები, როგორ ვერავინ შეძლო შენნაირი სიყვარული” – ნატო გელაშვილის წერილი

Georgian update logo: white 'ag60' icon inside a rounded white square on an orange background, with the Georgian word 'განახლება' beneath.
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

„დაბადების დღეს გილოცავ, ჩემო ერთადერთო. რამდენი რამ მინდა, რომ გითხრა… ჩემი სიხარული და ტკივილი გაგიზიარო… მინდა, მოგიყვე, როგორი გაუსაძლისი 12 წელი გავიარე უშენოდ, როგორ ვიცვლები და ვბერდები, როგორ აკლია უშენობა ჩემს სულს, როგორ ვერავინ შეძლო შენნაირი სიყვარული, როგორ გეძახი ყოველ ღამე ჩუმად, როგორ გელაპარაკები ცაში საათობით, როგორ მიყვარხარ შენ იცი მარტო. ჩემს მამუკა გელაშვილს გაუმარჯოს – 56″, – წერს ნატო გელაშვილი საკუთარ გვერდზე და ძმის ფოტოებს აქვეყნებს.

მამუკა გელაშვილი 2013 წელს 43 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა. იმ პერიოდში ნატომ დაკარგა მშობლები… სამ წელში, ოჯახის წევრების გარეშე დარჩენილი მუსიკოსი, დეპრესიამ მოიცვა. როგორც ინტერვიუებში ამბობდა, არ სურდა არაფერი, საწოლიდან წამოდგომაც კი.

გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის