შაბათი, აპრილი 12, 2025
spot_img
მთავარისაკითხავი ისტორიებიიცით, რატომ არის თვითმფრინავის ფანჯრები მრგვალი და რა დანიშნულება აქვს ილუმინატორის ქვევით...

იცით, რატომ არის თვითმფრინავის ფანჯრები მრგვალი და რა დანიშნულება აქვს ილუმინატორის ქვევით მდებარე პატარა ხვრელს?

ილუმინატორის მომრგვალებული ფორმა უკვე იმდენად ჩვეული გახდა, რომ კითხვებსაც კი აღარ ბადებს, თუმცა ყოველთვის ასე როდი იყო. გასული საუკუნის შუა პერიოდის ფოტოებზე შეგიძლიათ იხილოთ თვითმფრინავები კვადრატული ან მართკუთხა ფანჯრებით, რომლებიც სარკმელს უფრო წააგავდა. ავიაციის განვითარების იმ ეტაპზე ეს იყო სტანდარტი, თუმცა დროთა განმავლობაში ფრენის სიმაღლე და სიჩქარე გაიზარდა, თვითმფრინავის კორპუსი კი სულ უფრო მეტ დატვირთვას განიცდიდა, რის გამოც ლითონმა დაზიანება უფრო სწრაფად დაიწყო.

სამწუხაროდ, ინჟინრებს რამდენიმე ტრაგიკული მოვლენა დასჭირდათ იმისთვის რომ თვითმფრინავის ფანჯრების დიზაინისთვის ახლებურად შეეხედათ. ეს იყო 1950-იან წლებში, როდესაც კომერციულმა ავიალაინერებმა ზრდა დაიწყეს, თუმცა ამავდროულად ჰაერში დაშლაც. 1950-იანი წლების დასაწყისში ბრიტანულმა თვითმფრინავების მწარმოებელმა კომპანია “de Havilland”-მა წარმოადგინა რეაქტიული ავიალაინერი სახელად “კომეტა”.

თვითმფრინავი, ავიაციის ნამდვილ სასწაულად ითვლებოდა, თუმცა ერთი წლის შემდეგ ის ჰაერში ნაწილებად დაიშალა. რამდენიმე თვის შემდეგ იგივე განმეორდა კომპანიის კიდევ ორ თვითმფრინავთან დაკავშირებით. ინჟინრებმა თვითმფრინავის თითოეული ხრახნის დიაგნოსტიკა ჩაატარეს და პრობლემაც აღმოაჩინეს.

კატასტროფის მიზეზი თვითმფრინავის კვადრატული ფანჯრები აღმოჩნდა. საქმე იმაშია, რომ ფანჯრების კუთხეებზე დიდი დატვირთვა მოდის, რომელიც ფრენის დროს კიდევ უფრო იზრდება. ინჟინრებმა პრობლემა ფანჯრების კუთხეების დამრგვალებით გადაჭრეს. ამის წყალობით, ფრენა ახლა უკვე ბევრად უფრო უსაფრთხო გახდა.

1950-იანი წლისთვის “DeHavilland Comet”-ის მსგავსი თვითმფრინავები თავის წინამორბედებთან შედარებით გაცილებით უფრო სწრაფად და მაღლა დაფრინავდნენ, რაც იმას ნიშნავს, რომ რამდენიმე რეისის შესრულებისა და წნევის მრავალჯერადად მომატების შემდეგ, ეს კვადრატული ფანჯრები პრაქტიკულად წნევისგან იშლებოდა.

მომრგვალებულ ფანჯრებს კი შეუძლიათ თანაბრად გაანაწილონ წნევა, მრგვალი ფანჯრის ფორმები დეფორმაციის მიმართაც ასევე უფრო ძლიერი და მდგრადია, რაც მათ საშუალებას აძლევს გაუძლოს წნევის განმეორებით ცვლილებას როგორც თვითმფრინავის შიგნით, ასევე გარეთაც.

 

ასევე შეგიძლიათ შეამჩნიოთ, რომ თქვენსა და თვითმფრინავის გარე ნაწილს შორის არის აკრილის (არა მინის) რამდენიმე ფენა. ეს ფენები უზრუნველყოფს დამატებით დაცვას ამინდის პირობებისგან, როგორიცაა წვიმა, ქარი და ნისლი.

READ  ნიშნობა და დაწინდვა - როგორ ემზადებოდნენ ჩვენი წინაპრები ქორწილისთვის

 

ის თუ იცით რა მნიშვნელობის მატარებელია ილუმინატორის ქვევით მდებარე ეს პატარა ხვრელი?

მას “გამწოვს” უწოდებენ, რომელიც დაცვის კიდევ ერთ დონეს ქმნის, რაც ხელს უწყობს ბორტზე ჰაერის წნევის შენარჩუნებას შედარებით მუდმივ დონეზე, გარდა ამისა ის ასევე საშუალებას აძლევს ჰაერს გაიაროს ფანჯრის სხვადასხვა ფენაშიც. წყარო

#drpkhakadze #sheniambebi #sheniganatleba #shenihoroskopi

 

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
საუკეთესო აქტივობები ნაგოიაში, იაპონიაში

საუკეთესო აქტივობები ნაგოიაში, იაპონიაში

11 April, 2025
24-25 აპრილს თბილისში იგეგმება 2 დღიანი საერთაშორისო ტურნირი „თბილისის გრან-პრი“ სპორტის 2 სახეობაში

24-25 აპრილს თბილისში იგეგმება 2 დღიანი საერთაშორისო ტურნირი „თბილისის გრან-პრი“ სპორტის 2 სახეობაში

აპრილი 11, 2025
ეთერზეთი სახისთვის! როგორ გავიქროთ ნაოჭები სახლის პირობებში

ეთერზეთი სახისთვის! როგორ გავიქროთ ნაოჭები სახლის პირობებში

11 აპრილი 2025
პრაქტიკული და სასარგებლო თვისებები, რაც ხალიჩის შესახებ არ იცოდით

პრაქტიკული და სასარგებლო თვისებები, რაც ხალიჩის შესახებ არ იცოდით

აპრილი 1, 2025
“ყვარლის ბაგა” მიზნობრივი ჯგუფებისთვის ღია კარის დღეებს მოაწყობს – განცხადება

“ყვარლის ბაგა” მიზნობრივი ჯგუფებისთვის ღია კარის დღეებს მოაწყობს – განცხადება

აპრილი 4, 2025
სად გავისეირნოთ, ბავშვებთან ერთად თბილისში?

სად გავისეირნოთ, ბავშვებთან ერთად თბილისში?

აპრილი 3, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
როგორ შევინახოთ ხილი და ბოსტნეული რათა დარჩეს სუფთა და გემრიელი?

როგორ შევინახოთ ხილი და ბოსტნეული რათა დარჩეს სუფთა და გემრიელი?

აპრილი 4, 2025
როგორ დავთრგუნოთ შიმშილი? – როცა წონის დაკლება გინდათ

როგორ დავთრგუნოთ შიმშილი? – როცა წონის დაკლება გინდათ

აპრილი 4, 2025
საუკეთესო ქართული ემიგრანტული ჯგუფები და ფორუმები

საუკეთესო ქართული ემიგრანტული ჯგუფები და ფორუმები

3 აპრილი 2025
ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტი თბილისში — ბილეთების გაყიდვა იწყება

ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტი თბილისში — ბილეთების გაყიდვა იწყება

აპრილი 4, 2025
როგორია ვალუტის კურსი დღეს — დოლარი, ევრო, გირვანქა სტერლინგი, ლირა და სხვა ვალუტები

როგორია ვალუტის კურსი დღეს — დოლარი, ევრო, გირვანქა სტერლინგი, ლირა და სხვა ვალუტები

აპრილი 4, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
spot_img

ხშირად ნახვადი