იცოდით, რატომ ასმევდნენ ფრანგულ სკოლებში მოზარდებს ალკოჰოლურ სასმელებს?

იცოდით, რატომ ასმევდნენ ფრანგულ სკოლებში მოზარდებს ალკოჰოლურ სასმელებს? | შენი განათლება
2 წუთიანი წაკითხვა
ღვინო და ლუდი სკოლებში

მსოფლიოს უმეტეს ქვეყანაში ალკოჰოლის მიღება მოზარდებისთვის აკრძალულია და მათ კანონი ალკოჰოლური სასმელის მიღების უფლებას 18 ან 21 წლამდე არ აძლევს.

დღეს ერთ ძალიან უცნაურ მოვლენაზე მოგიყვებით, რომელიც გასულ საუკუნეში საფრანგეთში მოხდა. საფრანგეთი ღვინის ყველაზე მსხვილი მწარმოებელი და ექსპორტიორია და ამ ქვეყანაში ღვინოს უდიდეს პატივს სცემენ. თავად ფრანგები არც მალავენ ამ სასმელის სიყვარულს, თუმცა ერთხელ საქმე იქამდე მივიდა, რომ სკოლებში ბავშვებს რთავდნენ ნებას, შესვენებებზე ღვინო დაელიათ.

ალკოჰოლი ფრანგულ სკოლებში 1956 წლამდე სრულიად მიღებული იყო, 1956 წლის შემდეგ კი, მხოლოდ 14 წლამდე ბავშვებისთვის აიკრძალა. ამ ასაკზე უფროს ბავშვებს, ლიცეუმის მოსწავლეებს, უფლება ჰქონდათ, მიეღოთ მსუბუქი ალკოჰოლური სასმელი.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

იმ დროში მშობლები შვილებს, სადილთან ერთად, კალათით ნახევარ ლიტრ ღვინოს ან ლუდს ატანდნენ. ფრანგ გლეხებს სწამდათ, რომ ღვინო არა მხოლოდ ძალას აძლევდა, ათბობდა და განწყობას ამაღლებდა, არამედ ჯანმრთელობისთვის სასარგებლოც იყო. მათ სჯეროდათ, რომ ღვინო ბაქტერიებთან და ვირუსებთან ბრძოლაშიც გამოდგებოდა.

- Advertisement -
shenivacancia.geshenivacancia.ge

მე-20 საუკუნის ნებისმიერი ასაკის მოსწავლეს დღეში 4 ჭიქამდე სასმლის დალევის უფლება ჰქონდა: სიდრის, ღვინის ან ლუდის. რა თქმა უნდა, სასმელს წყლით აზავებდნენ, რომ ბავშვებს ყელი არ ჩასწვოდათ და მშვიდად დაელიათ. ყველა შესვენებაზე სასადილოებში თბილ სასმელს არიგებდნენ, ჩაისა და კომპოტის ნაცვლად.

გარკვეული დროის შემდეგ მასწავლებლებმა დაიწყეს ჩივილი ბავშვების ქცევასთან დაკავშირებით: ისინი კარგავდნენ კონტროლს, გაკვეთილებზე იძინებდნენ და საერთოდ არ აინტერესებდათ არაფერი. ნელ-ნელა ზოგიერთი სკოლის დირექტორმა აკრძალა სპირტიანი სასმელის დარიგება მოსწავლეებისთვის.

ახალი კანონის შემდგომ, მშობლები ღელავდნენ, რომ მათ შვილებს სხვადასხვა ავადმყოფობა ემუქრებოდათ და გადაწყვიტეს: ვინაიდან 14 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის არ შეიძლებოდა ღვინის დალევა სკოლაში, მშობლები მათ ერთ ჭიქას დილით, სკოლაში წასვლამდე ასმევდნენ.

შედეგად, სკოლის დირექტორები ჩიოდნენ, რომ ბავშვები სკოლაში აწითლებული სახეებით და მოთენთილები მოდიოდნენ.

რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, მხოლოდ 1981 წლის სექტემბერში, ფრანსუა მიტერანის არჩევის შემდეგ, ალკოჰოლური სასმელები საშუალოა სკოლაში სრულიად აიკრძალა.

- Advertisement -
SheniAmbebi.geSheniAmbebi.ge

ერთი ჩვევა რომ აღმოფვრა, ის მეორით უნდა ჩაანაცვლო. ასე შეიქმნა მთელი რიგი სარეკლამო კამპანიისა რძის პროდუქტების ლოზუნგებით: “იმისათვის, რომ იყო ბეჯითი, ძლიერი და მხნე, დალიე რძე!”

სკანირება
QR კოდი
სტატიის ციტირება · HOW TO CITE

შენი განათლება. (2024). იცოდით, რატომ ასმევდნენ ფრანგულ სკოლებში მოზარდებს ალკოჰოლურ სასმელებს?. 16 სექტემბერი, 2024. https://sheniganatleba.ge/იცოდით-რატომ-ასმევდნენ-ფ/

© 2024 შენი განათლება  ·  Public Health Institute of Georgia (PHIG)  ·  კონფიდენციალობა  ·  Cookie
სკანირება
QR კოდი
sheniganatleba.ge

სტატიის ციტირება

READ  „ღმერთო, არ გადის ეს დალოცვილი ზარი​“ – შინდისის გმირი ნათლია-ნათულის ამბავი

შენი განათლება. (2024). იცოდით, რატომ ასმევდნენ ფრანგულ სკოლებში მოზარდებს ალკოჰოლურ სასმელებს?. 16 სექტემბერი, 2024. https://sheniganatleba.ge/იცოდით-რატომ-ასმევდნენ-ფ/

სტატიის ციტირება
შენი განათლება. იცოდით, რატომ ასმევდნენ ფრანგულ სკოლებში მოზარდებს ალკოჰოლურ სასმელებს? [Internet]. თბილისი: Sheniganatleba.ge; 2024 [ციტირებულია: 2026 სექ 14]. ხელმისაწვდომია: https://sheniganatleba.ge/%e1%83%98%e1%83%aa%e1%83%9d%e1%83%93%e1%83%98%e1%83%97-%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%a2%e1%83%9d%e1%83%9b-%e1%83%90%e1%83%a1%e1%83%9b%e1%83%94%e1%83%95%e1%83%93%e1%83%9c%e1%83%94%e1%83%9c-%e1%83%a4/
sheniganatleba.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი განათლება — სწავლა და სკოლები · PHIG · Sheni Network