“კართან ჩემოდანი დაახვედრა და გააგდო. ძალიან ინანებო, უთხრა იპოლიტემ…” – იპოლიტესა და თამარა ჯობაძის სიყვარულის უცნობი ისტორია

SheniGanatleba.ge
2 წუთიანი წაკითხვა
#image_title

თამარა ჯობაძე – ჩვენს მეხსიერებაში ოლია მათხოვრის როლით შემორჩა ნანა მჭედლიძის დაუვიწყარი კინო ფილმიდან – “იმერული ესკიზები”. მეგობარს ეს როლი რომ შესთავაზა, რეჟისორმა უარი მიიღო, თუმცა არ დანებდა, გადაგიღებ და შენი სახე შემორჩება ეკრანსო, ურჩია თამარას და მართლაც ასე მოხდა. ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატული თეატრის მსახიობს, ქართულ კინოში სხვა როლი აღარც შეუსრულებია. ალბათ, არ სთავაზობდნენ, ან ვინ იცის, სხვა შემთხვევაშიც ცივი უარით ისტუმრებდა რეჟისორებს…

თამარა ჯობაძე ქართველი კომიკოსისა და კინოს კაშკაშა ვარსკვლავის – იპოლიტე ხვიჩიას პირველი ცოლი გახლდათ…

თამარა ჯობაძე

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

ვებპორტალი “ზმნა” სრულიად ექსკლუზიურ ინფორმაციას გაწვდით; იპოლიტეს პირველი ქორწინება და სიყვარულის ისტორია, პირველად ჩვენთან ქვეყნდება. მანამდე მხოლოდ მშრალად იყო ცნობილი ის ფაქტი, რომ თამარა ჯობაძე და იპოლიტე ხვიჩია ცოლ-ქმარი იყვნენ.

თამარ ჯობაძეზე მედიაში პირველად ჰყვებიან…

გთავაზობთ ინტერვიუს მსახიობის დისშვილთან, ვახტანგ ლომიძესთან, რომელიც დეიდისა და ბიძის ცხოვრებაზე ბევრ საინტერესო დეტალს გვიყვება.

ვახტანგ ლომიძე: ძალიან დიდებული ქალბატონი იყო დეიდაჩემი. ლამაზი ქალი იყო და პირველი, რაც მისი თვისებებიდან შეიძლება გამოვყო, არის მისი პრინციპულობა.

დეიდა ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრის მსახიობი გახლდათ და იქვე ცხოვრობდა ბაზართან, მსახიობების სახლში.

სანამ იპოლიტე და თამარა ცნობილები გახდებოდნენ, კოლეგები იყვნენ, ერთი დასის მსახიობები; დადიოდნენ რაიონებში და სპექტაკლებს თამაშობდნენ. შემდეგ უკვე პოპულარობაც მოვიდა. იპოლიტე ძალიან ცნობილი გახდა. სპექტაკლებმა დიდი პოპულარობა მოუტანა, განსაკუთრებით დიდ ინტერესს მის მიმართ ქალბატონები იჩენდნენ. სპექტაკლი რომ დასრულდებოდა, გამოსასვლელ კარებში ხვდებოდნენ და პირდაპირ იქიდან იტაცებდნენ. წარმოიდგინეთ, რა პოპულარული იყო და რა ხდებოდა თეატრის უკანა გასასვლელთან, სადაც ჩასაფრებული ელოდებოდნენ იპოლიტეს!…განაგრძეთ კითხვა

ასევე ნახეთ:

როდის ენიშნება არასრულწლოვანს პენსია და ვინ ითვლება მარჩენალდაკარგულად

ქალი მასწავლებელი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა

- Advertisement -
shenivacancia.geshenivacancia.ge
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB

READ  ნანიკოს ბლოგი: მე ყოველთვის ვიცავდი მამაკაცს, ჩემზე ძლიერს და ამას წესები მავალდებულებდა

Android: https://play.google.com/store/apps/details…

Telegram არხი: https://t.me/SheniEkim

📍 ქუთაისი

© OpenStreetMap contributors · PHIG

სტატიის ციტირება
SheniGanatleba.ge. “კართან ჩემოდანი დაახვედრა და გააგდო. ძალიან ინანებო, უთხრა იპოლიტემ…” – იპოლიტესა და თამარა ჯობაძის სიყვარულის უცნობი ისტორია [Internet]. თბილისი: Sheniganatleba.ge; 2025 [ციტირებულია: 2026 სექ 4]. ხელმისაწვდომია: https://sheniganatleba.ge/%e1%83%99%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%97%e1%83%90%e1%83%9c-%e1%83%a9%e1%83%94%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%93%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%98-%e1%83%93%e1%83%90%e1%83%90%e1%83%ae%e1%83%95%e1%83%94%e1%83%93/
sheniganatleba.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი განათლება — სწავლა და სკოლები · PHIG · Sheni Network