ხუთშაბათი, ნოემბერი 28, 2024
spot_img
მთავარიპირადი ისტორიები„კაცები ელოდებიან როდის გაუგზავნიან ფულს ცოლები, ეს უკვე ბეზრდებათ ქალებს…“ - ემიგრანტის...

„კაცები ელოდებიან როდის გაუგზავნიან ფულს ცოლები, ეს უკვე ბეზრდებათ ქალებს…“ – ემიგრანტის ემოციური ამბავი

ემიგრანტ ქართველ ქალებზე ბევრი დაწერილა და თქმულა. ბევრი თავად აქვეყნებს ემოციურ წერილებს. ნაწილს სამშობლოში დაბრუნება უნდა, ოჯახთან ცხოვრება. ნაწილი კი ფიქრობს რომ სამშობლოში არა მას, არამედ მის მიერ გამოგზავნილ თანხას ელოდებიან.

ნახეთ მცირე ამონარიდი ემიგრანტის ინტერვიუდან:

92 წლის ბებიას ვუვლი. სრულიად დამოუკიდებელია, მაგრამ შინ რომ მარტო არ იყოს და გაუკონტროლონ წამლებს დროულად სვავს თუ არა, მაგის გამო ვცხოვრობ მასთან ერთად. ჩემთან კარგი დამოკიდებულება აქვს, თუ ვინმეს ხვდება, ჩემი ქების გარდა არაფერზე ესაუბრება. მგონი, კარგად გავუგეთ ერთმანეთს. ცოტა-ცოტა ენაც მასწავლა. აქაურები ხათუნას ვერ ამბობენ და კატერინას მეძახიან.

– საქართველოზე რა იციან?

– ბებიას საქართველოს ფოტოებს ვათვალიერებინებ ხოლმე და რომ უყურებს „ბელლა! ბელისიმა!” – გაიძახის. ნათესაობასთან მისვლა-მოსვლა, მოლხენა, დოლი, გიტარა, ცეკვა, სიმღერა იტალიელებმაც ჩვენსავით იციან.

მიჭირს აქ ყოფნა, მენატრება ჩემი სახლი, შვილი, შვილიშვილები. ყოველ ღამე ვიძინებ და ვიღვიძებ მათ მონატრებაში და ვფიქრობ, ხომ შეიძლება საქართველოშიც იყოს ისეთი სამსახური, რომ უზრუნველყოფილი იყო, ნორმალური ანაზღაურება გქონდეს და ქვეყნიდან სამუშაოდ გაქცევაზე არ ფიქრობდე! იმდენი ხალხი ჩამოდის ყოველდღიურად, რომ არ ვიცი საქართველოში დარჩა თუ არა ვინმე. აქ იმედი მაინც არის რომ მშიერს არ დატოვებ შვილს. სხვათა შორის, დღეს წავიკითხე, საქართველოდან აქ ჩამოსული ქალბატონი წერდა – სხვის შვილს ვუვლი ჩემი შვილის სარჩენადო. აქ უმეტესობა მართლა ეგრეა. სხვებს ვუვლით იმიტომ, რომ ოჯახები შევინახოთ, წავეშველოთ. დღეს თუ ვინმე საზღვარგარეთიდან არ გეხმარება, შეუძლებელია რომ საქართველოში ნორმალურად კი არა – ელემენტარულად იყო უზრუნველყოფილი.

ფასები გარბის ყოველდღიურად, რომ ველაპარაკები ჩემს შვილს, შოკში ვარ, კიდევ როგორ წვდებიან ბავშვები რომ ჰყავთ ოჯახში, რამდენი რამ სჭირდებათ. ჩაცმაზე აღარაა ლაპარაკი, – კვება, სკოლაში უნდა იაროს, წიგნი სჭირდება, სათამაშო უნდა და ა.შ. ყველაფერზე უარს ხომ ვერ ეტყვი ბავშვს?!

– თვეში 2 დღე რომ გაქვთ დასასვენებლად, ალბათ ამ დღეს იკრიბებით ქართველები…

– რა თქმა უნდა. ენატრებათ საქართველო, ოჯახი, ყველა ოცნებობს, საბუთი აიღოს და წასვლა-წამოსვლა შეძლოს, რომ შვილების გვერდით იყოს. მეტი რა უნდა ილაპარაკონ, ქართველის გაჭირვება ერთი ეგაა რომ მოსანახულებლად ჩავიდეს საქართველოში. საბუთიანები ვინც არიან, იმათაც ის უჭირთ, რომ ამხელა თანხა უნდა მოაგროვონ, უნდა გააგზავნონ, აქ ვეღარ აგროვებენ იმდენს რომ წავიდნენ და წამოვიდნენ. რამდენისგან გამიგია 2 წლით ჩამოვედი და უკვე 10 წელი გავიდა აქ ვარო. იმიტომ, რომ უკეთესობა არაფერი არაა. თორემ არიან ისეთები, ვალი რომ გაისტუმრეს, მაგრამ ახლა შვილებმა უნდა ისწავლონ, იქ შვილიშვილები წამოეწიათ და ჩარჩნენ აქ. ასე გადის ცხოვრება მოხუცებთან ცხოვრებაში. ძალიან ბევრი ოჯახი დაინგრა, ბევრიც აირია… აქ ქალები მარტო რჩებიან, თავის ტკივილი აქვთ, უნდათ ეს ტკივილი ვიღაცას გაუზიარონ, კაცები ელოდებიან როდის გაუგზავნიან ფულს, ეს კი უკვე ჰბეზრდებათ ქალებს… სრულად

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniGanatleba.ge
#drpkhakadze
მსგავსი პოსტები
11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

25 November, 2024
ხელებსა და ფეხებში მგრძნობელობის დაკარგვა, რაც უნდა იცოდეთ – მნიშვნელოვანი სიმპტომები და რისკები

ხელებსა და ფეხებში მგრძნობელობის დაკარგვა, რაც უნდა იცოდეთ – მნიშვნელოვანი სიმპტომები და რისკები

ნოემბერი 27, 2024
რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

25 ნოემბერი 2024
3 იდეა როგორ გავაფორმოთ მაგიდა საახალწლოდ

3 იდეა როგორ გავაფორმოთ მაგიდა საახალწლოდ

ნოემბერი 27, 2024
თბილისში საახალწლო ღონისძიებები 13 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით გაიმართება

თბილისში საახალწლო ღონისძიებები 13 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით გაიმართება

ნოემბერი 27, 2024
იანვრიდან, სესხის აღების პირობები იცვლება – ნახეთ, დეტალები

იანვრიდან, სესხის აღების პირობები იცვლება – ნახეთ, დეტალები

ნოემბერი 27, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ხამანწკების იმპორტი ისტორიულ მაჩევნებელზეა

ხამანწკების იმპორტი ისტორიულ მაჩევნებელზეა

ნოემბერი 27, 2024
ინტერვიუ ცნობილ მევიოლინე ბელა მახარაძესთან, რომელიც 18 დეკემბერს საქართველოში საქველმოქმედო კონცერტს გამართავს

ინტერვიუ ცნობილ მევიოლინე ბელა მახარაძესთან, რომელიც 18 დეკემბერს საქართველოში საქველმოქმედო კონცერტს გამართავს

ნოემბერი 28, 2024
3 ქვეყანა, რომელიც ზამთარში ულამაზესია

3 ქვეყანა, რომელიც ზამთარში ულამაზესია

27 ნოემბერი 2024
საახალწლო განათებების მონტაჟი რუსთაველის გამზირზე —დროებითი საგზაო შეზღუდვები

საახალწლო განათებების მონტაჟი რუსთაველის გამზირზე —დროებითი საგზაო შეზღუდვები

ნოემბერი 27, 2024
Nexia Georgia 800 ოფისს შორის “წლის კომპანიად” დასახელდა

Nexia Georgia 800 ოფისს შორის “წლის კომპანიად” დასახელდა

ნოემბერი 27, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

spot_img

ხშირად ნახვადი