პარასკევი, აპრილი 18, 2025
spot_img
მთავარიUncategorizedკლინიკის დირექტორმა და ფარმაცევტმა, სამედიცინო მომსახურების ხელოვნურად გაზრდილი ფასების შედეგად, 108 ათასი...

კლინიკის დირექტორმა და ფარმაცევტმა, სამედიცინო მომსახურების ხელოვნურად გაზრდილი ფასების შედეგად, 108 ათასი ლარი მიითვისეს

ქვემო ქართლში, ერთ-ერთ სამედიცინო ცენტრში, დირექტორი და ფარმაცევტი ხელოვნურად ზრდიდნენ გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულებას. ისინი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ამხილა.

სამედიცინო ცენტრში, 2021 წლის 1 აგვისტოდან 2022 წლის 1 იანვრამდე, კორონავირუსით ინფიცირებულებს მკურნალობდნენ. დირექტორმა და ფარმაცევტმა, ხელოვნურად გაზრდილი ფასების შედეგად, ჯამში, 108 032 ლარი მიითვისეს.

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9-წლამდე.

#drpkhakadze #sheniambebi

READ  ნახეთ, ვინ მიიღებს მერიისგან 450 ლარს საჩუქრად
მსგავსი პოსტები

[fetch_posts]

spot_img

ხშირად ნახვადი