„ლოგინს მიჯაჭვულ მოხუცთან დავდივარ ხოლმე საზიარებლად. ბოლოს რომ ვაზიარე, ხელები ძალიან ცივი ჰქონდა…“ – მამა დავით ოქრუაშვილის ემოციური ჩანაწერი

„ლოგინს მიჯაჭვულ მოხუცთან დავდივარ ხოლმე საზიარებლად. ბოლოს რომ ვაზიარე, ხელები ძალიან ცივი ჰქონდა…“ – მამა დავით ოქრუაშვილის ემოციური ჩანაწერი | შენი განათლება
1 წუთიანი წაკითხვა
მამა დავითი

მამა დავით ოქრუაშვილი მოხუც ქალბატონზე წერს, რომელიც სხვა ადამიანებისთვის ლოცულობს და ამით ადამიანებს „ხიფათსა და განსაცდელს არიდებს“.

მამა დავით ოქრუაშვილი წერს, რომ „შეუმჩნევლად, არა ერთი ადამიანის სიყვარულს დავატარებთ ჩვენსავე გზებზე და ეს ლოცვითი ჯავშანი ჩვენი უმთავრესი ძალა მგონია!“.

„ერთ-ერთ სოფელში ლოგინს მიჯაჭვულ მოხუცთან დავდივარ ხოლმე საზიარებლად. ღრმად მორწმუნე და მოაზროვნე ქალბატონია, ყოფილი პედაგოგი, თითქმის 90 წლის…

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

ბოლოს რომ ვაზიარე, ხელები ძალიან ცივი ჰქონდა და დამშვიდობებისას ვთხოვე, საბანი დაეფარებინა. არა, ლოცვა მაქვს წასაკითხიო… მეგონა, ზიარების შემდგომ ლოცვას გულისხმობდა. ვუთხარი, მერე წაიკითხე, ცოტა რომ გათბები-მეთქი… არა, სამგზავრო ლოცვა უნდა წაგიკითხოო… და დაიწყო ჩუმი, მიმქრალი ხმით ვედრება… ზოგიერთი სიტყვა არც ისმოდა… მხოლოდ მავედრებელი თვალები, რომელიც ისედაც ათეული წელია, ჭერსაა მიჩერებული, უფრო შორს, ღრმად იხედებოდა და გზას მილოცავდა…

- Advertisement -
shenivacancia.geshenivacancia.ge

წამოვედი გულაჩუყებული… არა მხოლოდ მისი საქციელის გამო, ღვთის გულმოწყალებით შეძრული… მთელი ეს პერიოდი ისე ჩანდა, რომ ნუგეშს მე ვაძლევდი უმწეო მოხუცს და სინამდვილეში ვინ იცის, მისმა გულითადმა მოხსიებამ რამდენ ხიფათსა და განსაცდელს ამარიდა…

შეუმჩნევლად, არა ერთი ადამიანის სიყვარულს დავატარებთ ჩვენსავე გზებზე და ეს ლოცვითი ჯავშანი ჩვენი უმთავრესი ძალა მგონია!“, – წერს მამა დავით ოქრუაშვილი.

სკანირება
QR კოდი
sheniganatleba.ge

სტატიის ციტირება

შენი განათლება. (2024). „ლოგინს მიჯაჭვულ მოხუცთან დავდივარ ხოლმე საზიარებლად. ბოლოს რომ ვაზიარე, ხელები ძალიან ცივი ჰქონდა…“ – მამა დავით ოქრუაშვილის ემოციური ჩანაწერი. 31 ოქტომბერი, 2024. https://sheniganatleba.ge/ლოგინს-მიჯაჭვულ-მოხუცთა/

სტატიის ციტირება
შენი განათლება. „ლოგინს მიჯაჭვულ მოხუცთან დავდივარ ხოლმე საზიარებლად. ბოლოს რომ ვაზიარე, ხელები ძალიან ცივი ჰქონდა…“ – მამა დავით ოქრუაშვილის ემოციური ჩანაწერი [Internet]. თბილისი: Sheniganatleba.ge; 2024 [ციტირებულია: 2026 სექ 17]. ხელმისაწვდომია: https://sheniganatleba.ge/%e1%83%9a%e1%83%9d%e1%83%92%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%a1-%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%af%e1%83%90%e1%83%ad%e1%83%95%e1%83%a3%e1%83%9a-%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%ae%e1%83%a3%e1%83%aa%e1%83%97%e1%83%90/
sheniganatleba.ge
READ  რა უნდა გააკეთოთ, რომ ოჯახში კეთილდღეობა და სიმშვიდე გქონდეთ
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი განათლება — სწავლა და სკოლები · PHIG · Sheni Network