სამშაბათი, ოქტომბერი 21, 2025
spot_img
მთავარისაკითხავი ისტორიებილონდონის მეფის სასახლეში ყოფნისას ტელემაკის ,,შავი სუროსავით” თმას ,,მოთელილ ნაბადსავით” რომ ადგა...

ლონდონის მეფის სასახლეში ყოფნისას ტელემაკის ,,შავი სუროსავით” თმას ,,მოთელილ ნაბადსავით” რომ ადგა თავზე, თურმე ხელით სინჯავდნენ – თმაა თუ არაო”

პოეტი მამია გურიელის ერთი ძმა ისე იყო გატაცებული ანტიკური პერიოდის ლიტერატურით, რომ სახელი ალექსანდრე ტელემაქით შეიცვალა (ოდისევსის შვილის სახელი), ხოლო მის ერთადერთ ქალიშვილს იუნონა (იუპიტერის მეუღლე) დაარქვა სახელად.

ტელემაქი ტანმორჩილი, კოხტა კაცი იყო. მუდამ ჩოხას ატარებდა. ქუდს არ იხურავდა, მის მაგივრობას უწევდა საუცხოო გრუზა თმა, რომელიც გვირგვინივით აჯდა თავზე. გარდა რუსულისა იცოდა ინგლისური და ფრანგული ენები.

ცნობილი მარჯორი უორდროპი ასე გვიხატავს ტელემაქ გურიელის პორტრეტს: `…გურიელები იშვიათად იხურავენ ქუდს, რადგან კულულები ჯეროვნად იცავთ ზაფხულის სიცხისა და ზამთრის სუსხისაგან. მათ ძალიან ლამაზი, სწორი ნაკვთები და გულუბრყვილო გამოხედვა აქვთ, მაგრამ ამავე დროს, ინტელიგენტურები და ფიცხები არიან”. ვლასა მგელაძის მოგონებით, ლონდონის მეფის სასახლეში ყოფნისას ტელემაკის ,,შავი სუროსავით” თმას ,,მოთელილ ნაბადსავით” რომ ადგა თავზე, თურმე ხელით სინჯავდნენ – თმაა თუ არაო”.

სუფსაში ტელემაქისა და მისი მეუღლის ნინო ბერიძის ლიტერატურულ სალონში თავს იყრიდა იმდროინდელი მოწინავე ქართული ინტელიგენცია. ეს ოჯახი სტუმრობდა გურიაში ჩასული და-ძმა უორდროპებსაც.

წყარო: „ლანჩხუთი და ლანჩხუთელები” – ავტორები: ირაკლი მახარაძე,ნონა იმნაძე

 

#drpkhakadze  #sheniganatleba

author avatar
SheniGanatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
READ  შანტაჟი დედისგან, სექსუალური ძალადობა და წონის პრობლემა - მარია კალასის ცხოვრების უცნობი დეტალები
SheniGanatleba.ge
SheniGanatleba.gehttps://sheniganatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები

[fetch_posts]

spot_img

ხშირად ნახვადი