ორშაბათი, აპრილი 7, 2025
spot_img
მთავარისაკითხავი ისტორიებილუი ანდერსონის მამა ცოლ-შვილს სცემდა და ალკოჰოლზე დამოკიდებული იყო - სევდიანი სიმართლე...

ლუი ანდერსონის მამა ცოლ-შვილს სცემდა და ალკოჰოლზე დამოკიდებული იყო – სევდიანი სიმართლე სახალისო ანიმაციის მიღმა, რომლის შესახებაც ბევრმა არ იცის

ალბათ ყველას გახსოვთ პოპულარული მულტფილმი- Life with Louie, რომელიც წლების წინ ყოველ დილით გადიოდა და ბავშვების უსაყვარლეს ანიმაციას წარმოადგენდა. ის ამერიკაში 1994-94 წლებში გამოვიდა.

მულტფილმი ეფუძნება კომიკოს ლუი ანდერსონის ბავშვობას, რომელიც ოჯახთან ერთად უისკონსინში იზრდებოდა. ანიმაციურ გმირ ლუის თავად ლუი ანდერსონი ახმოვანებდა… აღნიშნული შესრულებისთვის კომიკოსმა ორი ემის ჯილდოც დაიმსახურა.

დღევანდელ სტატიაში არა ლუიზე, არამედ მის მამაზე მოგიყვებით, რომელიც მულტფილმის პერსონაჟისგან საკმაოდ განსხვავებული პიროვნება იყო. როგორც აღმოჩნდა, უჩვეულო იუმორით გამორჩეულ ენდის საკმაოდ მძიმე ცხოვრება ჰქონდა გამოვლილი, რაც მის ოჯახთან ურთიერთობაზე დრამატულად აისახა.

რეალურ ცხოვრებაში ენდი ანდერსონი, რომელსაც სინამდვილეში შვილის მსგავსად ლუი ანდერსონი ერქვა, ომის ვეტერანი იყო. სამხედრო სამსახურის შემდეგ ის ორ სამსახურში მუშაობდა საკმაოდ დაბალ ანაზღაურებაზე. ამის გამო დროთა განმავლობაში ალკოჰოლის სმა დაიწყო. მან ომში ბევრი მეგობარი დაკარგა და ძალიან ბევრი ცუდი რამ ნახა, რამაც მის ფსიქიკაზეც იმოქმედა.

ლუი იხსენებდა, რომ მამამისი მუდმივად დაღლილი იყო და ამის გამო მუდამ ცუდ ხასიათზე იყო. მისი თქმით, ოჯახში პრობლემები მხოლოდ მაშინ ხდებოდა, როდესაც მამამისი ალკოჰოლს სვამდა. სხვა დროს კი, მამამისი საკმაოდ ნორმალური ადამიანი იყო.

ლუი ანდერსონის თქმით, მამამისს მასზე ფიზიკურად არასოდეს უძალადია, თუმცა იყო შემთხვევები, როდესაც ის დედამისზე და უფროს და-ძმებზე ძალადობდა. ასევე ხშირად დასცინოდა ლუის წონის გამო, დილით ხშირად აღვიძებდა და ვარჯიშს აძალებდა.

ლუი იხსენებდა, რომ დედამისი, ლორა ანდერსონი მუდმივად იცავდა შვილებს და ცდილობდა ისინი კონფლიქტური გარემოდან აერიდებინა.

ლუის მშობლები- ლუი და ლორა ანდერსონები

ლუი ჰყვებოდა, რომ დედამისი ძალიან გემრიელ საჭმელებს ამზადებდა და ამით ცდილობდა ბავშვების გახალისებას. ხშირად ლუისთვის გემრიელი საჭმელები რეალობისგან თავის დაღწევის ერთადერთი საშუალება იყო და მოგვიანებით, წონაში მატებას სწორედ ამ გარემოებას უკავშირებდა.

ლუი უილიამ ანდერსონი უფროსი

ლუიმ მხოლოდ წლების შემდეგ გაიგო, რომ მამამისს ძალიან რთული ბავშვობა ჰქონდა და აღნიშნა, რომ მან ათჯერ უფრო მძიმე ცხოვრება გაიარა, ვიდრე თავად ჰქონდა.

READ  როდიდან დაიწყება ჩიპების ადამიანის ტვინში ჩადგმა? - მასკიმა ნებართვა უკვე მიიღო

როგორც ის ჰყვება ლუი ანდერსონი უფროსი (მულტფილმში ენდი ანდერსონი) ბავშვობაში ოჯახიდან წამოიყვანეს დასთან ერთად და გააშვილეს. 50 წელზე მეტი და-ძმა ერთმანეთს ვერ პოულობდა. მოგვიანებით კი, ამ ყველაფერს ჯარში გატარებული მძიმე წლები დაემატა. ლუის მამა 70-იან წლებში გარდაიცვალა.

ანდერსონების ოჯახი

მოგვიანებით ლუიმ მამაზე წიგნიც დაწერა. მიუხედავად ყველაფრისა, მან მამამისს ძალადობა აპატია. რამდენიმე წლის წინ მან პოსტიც კი დაწერა, სადაც მამას მამების საერთაშორისო დღეს ულოცავდა.

ლუი 2022 წელს დაიღუპა. მსახიობი, 68 წლის ასაკში სიმსივნით ლას-ვეგასის საავადმყოფოში გარდაიცვალა. მას ოჯახი არასოდეს შეუქმნია და შთამომავლობა არ დარჩა.

#drpkhakadze #sheniambebi #sheniganatleba #shenihoroskopi

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
იბიცის განსხვავებული მხარე: ევროპის ხმაურიანი კუნძულის მშვიდი არეალი

იბიცის განსხვავებული მხარე: ევროპის ხმაურიანი კუნძულის მშვიდი არეალი

6 April, 2025
ანიზაკიდოზი – ეს არის მძიმე პარაზიტული ინფექცია, რომელიც ადამიანს შეიძლება დაემართოს უმი ან არასათანადოდ დამუშავებული თევზის მიღებით

ანიზაკიდოზი – ეს არის მძიმე პარაზიტული ინფექცია, რომელიც ადამიანს შეიძლება დაემართოს უმი ან არასათანადოდ დამუშავებული თევზის მიღებით

აპრილი 7, 2025
სად გავა მე-3 ხაზი – თბილისის მერია მეტროს მე-3 ხაზის პროექტზე მუშაობს

სად გავა მე-3 ხაზი – თბილისის მერია მეტროს მე-3 ხაზის პროექტზე მუშაობს

7 აპრილი 2025
პრაქტიკული და სასარგებლო თვისებები, რაც ხალიჩის შესახებ არ იცოდით

პრაქტიკული და სასარგებლო თვისებები, რაც ხალიჩის შესახებ არ იცოდით

აპრილი 1, 2025
“ყვარლის ბაგა” მიზნობრივი ჯგუფებისთვის ღია კარის დღეებს მოაწყობს – განცხადება

“ყვარლის ბაგა” მიზნობრივი ჯგუფებისთვის ღია კარის დღეებს მოაწყობს – განცხადება

აპრილი 4, 2025
სად გავისეირნოთ, ბავშვებთან ერთად თბილისში?

სად გავისეირნოთ, ბავშვებთან ერთად თბილისში?

აპრილი 3, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
როგორ შევინახოთ ხილი და ბოსტნეული რათა დარჩეს სუფთა და გემრიელი?

როგორ შევინახოთ ხილი და ბოსტნეული რათა დარჩეს სუფთა და გემრიელი?

აპრილი 4, 2025
როგორ დავთრგუნოთ შიმშილი? – როცა წონის დაკლება გინდათ

როგორ დავთრგუნოთ შიმშილი? – როცა წონის დაკლება გინდათ

აპრილი 4, 2025
საუკეთესო ქართული ემიგრანტული ჯგუფები და ფორუმები

საუკეთესო ქართული ემიგრანტული ჯგუფები და ფორუმები

3 აპრილი 2025
ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტი თბილისში — ბილეთების გაყიდვა იწყება

ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტი თბილისში — ბილეთების გაყიდვა იწყება

აპრილი 4, 2025
როგორია ვალუტის კურსი დღეს — დოლარი, ევრო, გირვანქა სტერლინგი, ლირა და სხვა ვალუტები

როგორია ვალუტის კურსი დღეს — დოლარი, ევრო, გირვანქა სტერლინგი, ლირა და სხვა ვალუტები

აპრილი 4, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
spot_img

ხშირად ნახვადი