ორშაბათი, მაისი 19, 2025
spot_img
მთავარიინტერვიუ"მაინც მგონია, რომ საიდანღაც შემოხტები და დაიძახებ: - ჰა, დამპლებო, რა გატირებთ,...

“მაინც მგონია, რომ საიდანღაც შემოხტები და დაიძახებ: – ჰა, დამპლებო, რა გატირებთ, ქეიფია!” ყველას თავისი ბერიკა ჰყავდა…”

“იცი ყველაზე ძალიან რა მახარებს? ამ თეატრში ჩემზე მეტად ზურიკო უყვართ”,

– მითხრა ერთხელ გივი ბერიკაშვილმა. თეატრში და არა მხოლოდ თეატრში, ყველას თავისი ბერიკა ჰყავდა: უზომოდ თბილი, მზრუნველი და მოსიყვარულე. მისი გარდაცვალება არ ყოფილა მოულოდნელი ამბავი, მაგრამ არის შეუგუებელი ტკივილით სავსე.

 

“ცხრა თვე მოდიოდი ამქვეყნად და პრაქტიკულად, 9 თვე დაგჭირდა იმაშიც, ამ ქვეყანას რომ გასცლოდი. გგონია შევეგუე უშენობას? ვერა! და ვერც ვერასოდეს შევეგუებით. ძალიან დიდი ტკივილი ხარ, ძმაო, ძალიან დიდი! უსაშველო და მოუშუშებელი!!! ეს არ უნდა მომხდარიყო! არა და არა! ახლა რა ვქნათ? როგორ ვიყოთ ასე ფრთამოტეხილნი? ჩემო მეგობრებო, კოლეგებო, არტისტთა დიდ ამქარს მივმართავ! ასეთ კაცს მე სხვას არ ვიცნობდი და მეეჭვება, რომ დარჩენილ წლებში ვინმე გავიცნო. სულით სპეტაკი და სულით ლამაზი კაცი დადიოდა ჩვენ გვერდით და ეს სისპეტაკე გარეგნულადაც ალამაზებდა. მსგავსი თავმდაბლობის, კეთილშობილების, ადამიანთა მოყვარულ, უკიდურესად ზრდილ, კეთილგანწყობილ, ღიმილიან კაცს არ ეკუთვნოდა ასე წასვლა”… – წერს სოციალურ ქსელში რეჟისორი დიმიტრი ხვთისიაშვილი.

თამარ მაყაშვილი, მსახიობი:

– მე და ბერიკა ერთად გავიზარდეთ, ჩემზე ერთი წლით პატარა იყო. ბერიკა გახლდათ ჩემი ბავშვობა, ჩემი ყრმობა, ახალგაზრდობა, ერთად სიბერე არ დაგვცალდა. სხვასთან ძალიან მორიდებული იყო, მაგრამ ახლობლებთან საოცრად თბილი და ხალისიანი. ბოლო პერიოდი ბათუმში ვარ, ხვალ რომ ჩავალ თბილისში და ჩემს ეზოში შევალ, ვერაფრით წარმომიდგენია, რომ იქ ბერიკა აღარ იქნება. ისე არ გაივლიდა, რომ არ შემოეძახა; მაყაშ, როგორ ხარო? საოცარი იუმორი ჰქონდა. რაც შეიძლება დადებითი ადამიანმა ადამიანზე თქვას, ყველა სიტყვას იმსახურებს. სხვანაირი შეხვედრა იცოდა, სხვანაირად მოგიკითხავდა, სხვანაირად ჩაგეხუტებოდა… ჩემი ბავშვობა წავიდა.

– ბავშვობაშიც ასეთი თვისებებით გამოირჩეოდა?

– სულ ასეთი იყო: მშვიდი, წყნარი, გაწონასწორებული. ფეხბურთსაც ერთად ვთამაშობდით, სულ ერთად ვიყავით. მერე სტუდენტობის წლები დაიწყო და… საოცრად დახვეწილი იუმორი ჰქონდა, ეს მისი უდიდესი ინტელექტის მაჩვენებელი იყო. იმდენად ახლობელი გახლდათ ბერიკა ჩემთვის, რომ გამომხედავდა, უკვე ვიცოდი, რა უნდა ეთქვა. ბავშვობაშიც კი არასდროს გვიჩხუბია, ერთმანეთის უსიტყვოდ გვესმოდა. ჩვენს ეზოში ძალიან კარგი ხალხი ცხოვრობდა. ბერიკები, ვასო კიკნაძე, კახი კავსაძე სულ ჩვენს ეზოში იყვნენ. კორიფეები ცხოვრობდნენ, მაგრამ ჩვენთვის ისინი ჩვეულებრივი ადამიანები გახლდნენ. ზურას ძალიან უყვარდა შინ გამასპინძლება. მეგობრებს სულ გვეპატიჟებოდა, – წამოდი, ჩემთან ავიდეთ, ჩავუსხდეთ, ვიცინოთ, ვიმხიარულოთ… სანამ ცუდად გახდებოდა, რამდენიმე დღით ადრე ეზოში შემხვდა და მითხრა; მაყაშ, სახლში არც ჭიქა შემრჩა, არც თეფში და მივდივარ, ახლა უნდა ვიყიდოო. ადამიანი მარტო ვერ ისვენებდა, მარტო ყოფნა არ უყვარდა, სულ გაიძახოდა: “წამო, კარგი ღვინო მაქვს, გივის აჩუქეს”, “წამო, “კალბასი” დავჭრათ”… რეკვას რომ დაიწყებდა მეგობრებთან და თავისთან მოპატიჟებას, ეგ ერთი სანახაობა იყო. ისეთ დროს მოგწერდა, ისეთ დროს გეტყოდა თბილ სიტყვებს, წამალივით მოგარჩენდა, უდიდეს მოტივაციას მოგცემდა. ნახეთ სრულად

author avatar
SheniGanatleba.ge
#drpkhakadze
READ  „ყველაფერი აქ დაიწყო… როგორც მოდელი მილანში ისე ჩამოვედი, მერე გავიცანი კახა, შევხვდით... ეს არის ის სახლი, სადაც ვცხოვრობდით“ – ანუკი არეშიძის და კახა კალაძის გაცნობის ისტორია
მსგავსი პოსტები

[fetch_posts]

spot_img

ხშირად ნახვადი