„მაპატიე, რომ დობა საერთოდ ვერ გაგიწიე…“ – ნუცა ბუზალაძე გარდაცვლილ ძმაზე

„მაპატიე, რომ დობა საერთოდ ვერ გაგიწიე…“ – ნუცა ბუზალაძე გარდაცვლილ ძმაზე | შენი განათლება
1 წუთიანი წაკითხვა

რამდენიმე წუთის წინ, მომღერალმა ნუცა ბუზალაძემ სამწუხარო ინფორმაცია გაგვიზიარა. ამერიკაში, ავტომობილში მისი  ძმის ცხედარი იპოვეს. ნუცამ ძმასთან ერთად გადაღებული ფოტოც გამოაქვეყნა

დღეს ჩემი ყველაზე სიმპათიური ძმა დათო გარდაცვლილი იპოვეს მანქანაში, ამერიკაში. ამაზე დიდი უბედურება, ამაზე დიდი ტკივილი რა შეიძლება ადამიანმა იგრძნოს, არ ვიცი… თითქოს, ჩემი გულის ნაწილიც გაჰყვა მას, ასე ვგრძნობ. ჩემს თავს ვერ ვპატიობ იმ ფაქტს, რომ ახლო ურთიერთობა არ მქონდა მასთან, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, მაგრამ ისე მიყვარდა ყოველთვის, ბავშვობიდან, როგორც გულის ნაწილი, ძალიან მწყდება გული და ძალიან განვიცდი იმას, რომ ფაქტობრივად, დაკარგული მქონდა მასთან ურთიერთობა, რატომ, მე თვითონაც ვერ ვხვდები…

ეს ტანჯვა გამყვება ცხოვრების ბოლომდე და ეს გულის ტკივილი, რასაც დღეს ვგრძნობ, არ გამინელდება არასდროს! დათო, შენ ძალიან კარგი ძმა იყავი, კარგი მეგობარი, კარგი შვილი, კარგი მეუღლე, კარგი მამა და შენი ქვეყნის დიდი პატრიოტი! მადლობა ამისთვის, მოგვენატრები ყველას და მაპატიე, გთხოვ, მაპატიე, რომ დობა საერთოდ ვერ გაგიწიე. მიყვარხარ და მეყვარები მუდამ,“ – წერს ნუცა ბუზალაძე.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network
სკანირება
QR კოდი
sheniganatleba.ge

სტატიის ციტირება

შენი განათლება. (2024). „მაპატიე, რომ დობა საერთოდ ვერ გაგიწიე…“ – ნუცა ბუზალაძე გარდაცვლილ ძმაზე. 25 მარტი, 2024. https://sheniganatleba.ge/მაპატიე-რომ-დობა-საერთო/

სტატიის ციტირება
შენი განათლება. „მაპატიე, რომ დობა საერთოდ ვერ გაგიწიე…“ – ნუცა ბუზალაძე გარდაცვლილ ძმაზე [Internet]. თბილისი: Sheniganatleba.ge; 2024 [ციტირებულია: 2026 სექ 17]. ხელმისაწვდომია: https://sheniganatleba.ge/%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%9e%e1%83%90%e1%83%a2%e1%83%98%e1%83%94-%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%9b-%e1%83%93%e1%83%9d%e1%83%91%e1%83%90-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%97%e1%83%9d/
sheniganatleba.ge
READ  "ხუთ წე­ლი­წადს ვი­ყა­ვით შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბი მე და ფლო­რა. მა­მა­მი­სს არ მოვ­წონ­დი, რად უნ­დო­და ამ­ნა­ი­რი სა­სი­ძო. მე­რე კი უთხ­რა ქა­ლიშ­ვილს, რომ..."
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი განათლება — სწავლა და სკოლები · PHIG · Sheni Network