„მარტო არასოდეს იქნები, შენი ქართველები შენთან ვართ“ – ქართველი ემიგრანტები თეკლა ჭელიძის გამოსაშვებ საღამოს დაესწრნენ

„მარტო არასოდეს იქნები, შენი ქართველები შენთან ვართ“ – ქართველი ემიგრანტები თეკლა ჭელიძის გამოსაშვებ საღამოს დაესწრნენ | შენი განათლება
2 წუთიანი წაკითხვა

თეკლა ჭელიძემ, რომელიც თავისი ოცნების საქმეს, მედიცინას ეუფლება ამერიკის შეერთებულ შტატებში, უნივერსიტეტის გამოსაშვებ საღამოზე ქართველი ემიგრანტები დაპატიჟა. ამერიკაში მცხოვრებმა ქართველებმა ამ მნიშვნელოვან დღეს ის მარტო არ დატოვეს და ქართული დროშებით მივიდნენ საგულშემატკივროდ. თეკლას მშობლები, ოჯახის წევრები ამ დღეს მის გვერდით არ იყვნენ, მაგრამ საქართველო იქ იყო. „შენი ქართველები შენთან ვართ“ – ამბობდნენ იქ მისული ქართველები.

-ჩემი ოჯახის წევრებს, მეგობრებს და გულშემატკუვრებს მინდა, მივმართო: ახლა ამ მოედანზე ქართული რომ ისმის, ეს არა მარტო ჩემი, თქვენი დამსახურებაც არის. მიყვარხართ და მენატრებით. და, რა თქმა უნდა, არა რუსულ კანონს, – თქვა გამოსვლის დასასრულს თეკლა ჭელიძემ.

„რამდენიმე კვირის წინ ერთ-ერთ ჯგუფში პოსტს გადავაწყდი, სადაც ჩემთვის უცნობი გოგონა შემდეგი შინაარსის ტექსტს აქვეყნებდა: მეგობრებო, რას აკეთებთ 15 მაისს? გეპატიჟებით ჩემი უნივერსიტეტის გამოსაშვებ საღამოზე. ამდენი სტუდენტიდან მხოლოდ ერთადერთი ქართველი მე ვიქნები Valedictorian და ძალიან გამიხარდება, ვინმე ქართველი თუ მაინც გაიგებს ჩემი სფიჩიდან რამდენიმე ქართულ ენაზე წარმოთქმულ წინადადებას. არც ერთი ჩემი ოჯახის წევრი არ მყავს აქეთ. მე მარტო ვიქნები“. ჩვენ მას დავპირდით, რომ მარტო არ დავტოვებდით. დღეს ჩვენ მისი ოჯახის წევრები ვიყავით. თეკლა, შენი ხმა არა მხოლოდ ჩვენ, ძალიან ბევრმა გაიგო. მარტო არასოდეს იქნები. გვეამაყები და გვეამაყება თითოეული ქართველი. მადლობა შენს მშობლებს, პირველ რიგში და მადლობა შენ. ჩვენ აქ ვართ“, – დაწერა ამერიკაში მცხოვრებმა მზია წულუკიძემ და ფოტოები და ვიდეოები გამოაქვეყნა.
ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network
სკანირება
QR კოდი
sheniganatleba.ge

სტატიის ციტირება

შენი განათლება. (2024). „მარტო არასოდეს იქნები, შენი ქართველები შენთან ვართ“ – ქართველი ემიგრანტები თეკლა ჭელიძის გამოსაშვებ საღამოს დაესწრნენ. 27 მაისი, 2024. https://sheniganatleba.ge/მარტო-არასოდეს-იქნები-შ/

სტატიის ციტირება
შენი განათლება. „მარტო არასოდეს იქნები, შენი ქართველები შენთან ვართ“ – ქართველი ემიგრანტები თეკლა ჭელიძის გამოსაშვებ საღამოს დაესწრნენ [Internet]. თბილისი: Sheniganatleba.ge; 2024 [ციტირებულია: 2026 სექ 21]. ხელმისაწვდომია: https://sheniganatleba.ge/%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%a2%e1%83%9d-%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%a1%e1%83%9d%e1%83%93%e1%83%94%e1%83%a1-%e1%83%98%e1%83%a5%e1%83%9c%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98-%e1%83%a8/
sheniganatleba.ge
READ  „სამაგისტრო პროგრამებზე ევროპის 5-მა უნივერსიტეტმა მიიღო“ – გაიცანით კიდევ ერთი წარმატებული ქართველი სტუდენტი
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი განათლება — სწავლა და სკოლები · PHIG · Sheni Network