სამშაბათი, მაისი 20, 2025
spot_img
მთავარიპირადი ისტორიები"მეუღლეს ფული ჰქონდა, მაგრამ მისგან არაფერს ვთხოვდი... ერთხელ ვყავდი სამოგზაუროდ"

“მეუღლეს ფული ჰქონდა, მაგრამ მისგან არაფერს ვთხოვდი… ერთხელ ვყავდი სამოგზაუროდ”

კირა ან­დრო­ნი­კაშ­ვი­ლი ყვე­ლა დრო­ის უმ­შვე­ნი­ე­რე­სი ქალ­ბა­ტო­ნია. თუ რო­გო­რია იხ­სე­ნებს წარ­სულს, რო­გო­რია მისი დღე­ვან­დე­ლო­ბა, ამის შე­სა­ხებ ვრცელ ინ­ტერ­ვი­უ­ში თა­ვად კირა ან­დრო­ნი­კაშ­ვი­ლი გვე­სა­უბ­რა…

– რა თქმა უნდა სირ­თუ­ლე­ე­ბი იყო და ამის გა­რე­შე ადა­მი­ა­ნი ვერც იქ­ნე­ბა… არ მიყ­ვარს ჩემი პრობ­ლე­მე­ბით ვინ­მეს დამ­ძი­მე­ბა… ვარ­სკვლა­ვი არც არა­სო­დეს ვყო­ფილ­ვარ, ჩვე­უ­ლებ­რი­ვად ვცხოვ­რობ­დი! ახლა მო­ი­გო­ნეს ეგ სი­ტყვა, თო­რემ ჩვენს დროს სულ იმას ვფიქ­რობ­დით, გვეშ­რო­მა, ბევ­რი წიგ­ნი წაგ­ვე­კი­თხა, კარგ ადა­მი­ა­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა გვქო­ნო­და… ნატო ვაჩ­ნა­ძე და თა­მარ ცი­ციშ­ვი­ლი არ იბ­რა­ლებ­დნენ, ვარ­სკვლა­ვე­ბი ვარ­თო… ყო­ფილ საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში არ ყო­ფი­ლა ნა­ტო­ზე დიდი ვარ­სკვლა­ვი! სა­ზღვარ­გა­რეთ ამ წო­დე­ბის ადა­მი­ა­ნე­ბი დიდ ანა­ზღა­უ­რე­ბას იღე­ბენ, იმი­ტო­მაც აქვს იქ აზრი, მერე ქველ­მოქ­მე­დე­ბა გა­წი­ონ, ბევ­რი სა­სი­კე­თო რამ გა­ა­კე­თონ.

ჩვენ­თან ძა­ლი­ან კარ­გი მსა­ხი­ო­ბე­ბი და ასე­ვე კარ­გი ადა­მი­ა­ნე­ბი იყ­ვნენ. ბევრ მათ­გან­თან ერ­თად გა­და­ღე­ბა­ზე ვყო­ფილ­ვარ. ვხე­დავ­დი, რო­გორ იტან­დნენ სი­ცი­ვეს, მძი­მე პი­რო­ბებს. რა­მაზ ჩხიკ­ვა­ძეს­თან ერ­თად ჯერ “მთვა­რის მო­ტა­ცე­ბა­ზე” ვი­ყა­ვი, შემ­დეგ დათო ცინ­ცა­ძემ რომ – ნო­ვე­ლა სიყ­ვა­რულ­ზე გა­და­ი­ღო… ლი­კან­ში მი­ხა­ილ რო­მა­ნოვ­მა რომ სა­სახ­ლე აა­შე­ნა, ამ სა­სახ­ლე­ში გა­და­ღე­ბა იყო, იქა­უ­რო­ბა არ თბე­ბო­და, უზარ­მა­ზა­რი ჭერი იყო, ძვე­ლი ნა­გე­ბო­ბა და ამ ყინ­ვა­ში მოთ­მი­ნე­ბით ის­ხდნენ ეს გე­ნი­ა­ლუ­რი მსა­ხი­ო­ბე­ბი, არა­ნა­ი­რი პრე­ტენ­ზი­ე­ბი არ ჰქონ­დათ… “მთვა­რის მო­ტა­ცე­ბის” გა­და­ღე­ბა­ზე სკო­ლის შე­ნო­ბა­ში ვცხოვ­რობ­დით, ერო­სი გვერ­დით ფლი­გელ­ში იყო და ერთხელ რომ მი­ვე­დი, თოკი ჰქონ­და გაბ­მუ­ლი, ტან­საც­მელს იშ­რობ­და… ყვე­ლა სა­ოც­რად დახ­ვე­წი­ლი იყო… ზუ­რაბ ქა­ფი­ა­ნი­ძე მა­გა­ლი­თად როხ­რო­ხა იყო, მაგ­რამ უსაყ­ვარ­ლე­სი…

მას­ზე სა­სა­ცი­ლო ამ­ბავს გი­ა­ბობთ: მძღოლს გა­და­ღე­ბბ­ზე ცოტა გვი­ან მივ­ყავ­დი, იქ სა­ნამ კი­ნოს გა­და­ღე­ბე­ბი აე­წყო­ბო­და. ზუ­რაბ ქა­ფი­ა­ნი­ძე მან­ქა­ნი­დან გად­მო­სულს რომ და­მი­ნა­ხავ­და, ყვი­რო­და – კი­რი­ლე მო­ვი­და ხალხნო, კი­რი­ლეო… ყვე­ლა გაშ­ტე­რე­ბუ­ლი მი­ყუ­რებ­და და გა­გი­ჟე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, კი­რი­ლე არ ვარ-მეთ­ქი…გა­და­ღე­ბე­ბი რომ მორ­ჩა, ხალ­ხიც ცოტა და­ი­ფან­ტა, ვუ­თხა­რი, ზურა ძა­ლი­ან გთხოვ, კი­რი­ლე არ და­მი­ძა­ხო, ძა­ლი­ან კარ­გი სა­ხე­ლი მაქვს – კირა-თქო… დამ­პირ­და, აუ­ცი­ლებ­ლად შე­გის­რუ­ლებ თხოვ­ნას და აღარ და­გი­ძა­ხე­ბო… ცოტა ხნის მერე ისევ დიდ, მა­სი­ურ გა­და­ღე­ბა­ზე ვი­ყა­ვით და ხალ­ხში ისევ აყ­ვირ­და, ხალხნო კი­რი­ლე მო­ვი­დაო… ახლა სულ არ მი­ვაქ­ცევ­დი ყუ­რა­დღე­ბას, მაგ­რამ ახალ­გაზ­რდა ყვე­ლა­ფერს სხვა­ნა­ი­რად აღიქ­ვამ­დი. ძა­ლი­ან ვბრაზ­დე­ბო­დი, მა­შინ სულ რა­ღაც 27 წლის ვი­ყა­ვი…

READ  თურქი ვარსკვლავის, ემრე კიზილირმაკის მიერ შესრულებული "ცეკვა ქართული" - "როგორ მოუხდა ქართული ცეკვა..."

ანაკ­ლი­ა­ში “მთვა­რის მო­ტა­ცე­ბის გა­და­ღე­ბი­სას”, უცებ გა­მოგ­ვი­ცხა­დეს ბუ­ღალ­ტე­რი­ამ ფული ვე­ღარ გად­მო­რი­ცხა, თბი­ლის­ში უნდა წახ­ვი­დე­თო და თვითმფრი­ნა­ვის ბი­ლე­თე­ბი აგ­ვი­ღეს… მე, ზურა ქა­ფი­ა­ნი­ძე, გე­ი­დარ ფა­ლა­ვან­დიშ­ვი­ლი, ოთარ მეღ­ვი­ნე­თუ­ხუ­ცე­სი თვითმფრი­ნა­ვით წა­მო­ვე­დით… ჩემს ჭკუ­ა­ში ზუ­რას არ ვე­ლა­პა­რა­კე­ბო­დი, რად­გან კი­რი­ლეს მე­ძახ­და… უცებ თვითმფრი­ნა­ვის პი­ლოტ­მა გა­მო­ა­ცხა­და, არ შე­გე­შინ­დეთ, მაგ­რამ ძა­ლი­ან ცუდ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში აღ­მოვ­ჩნდით, თვითმფრი­ნა­ვი გა­ფუჭ­და, მაგ­რად მო­ე­ჭი­დე­თო… წარ­მო­იდ­გი­ნეთ მა­მი­და – ნატო ვაჩ­ნა­ძე ხომ მაგ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, სა­მეგ­რე­ლო­ში და­ი­ღუ­პა და ბავ­შვო­ბი­დან­ვე ძა­ლი­ან შიში ჩამ­რჩა. ნატა რომ მო­ას­ვე­ნეს, იმ დღეს სი­ცხე­მაც მომ­ცა, რად­გან მა­მი­და ჩემ­ზე ყო­ველ­თვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ზრუ­ნავ­და… თვითმფრი­ნავ­ში შევ­ხე­დე ზურა რო­გორ იდგა და ეჭი­დე­ბო­და, რო­გორ წვა­ლობ­და… ვი­ფიქ­რე უკვე ვი­ღუ­პე­ბით-მეთ­ქი, ზუ­რას და­ვუ­ძა­ხე, გინდ კი­რი­ლე, რაც გინ­დო­დეს მე­ძა­ხე-მეთ­ქი… სა­ბედ­ნი­ე­როდ პი­ლოტ­მა თვითმფრი­ნა­ვი დას­ვა და რომ გად­მოგ­ვიყ­ვა­ნეს, იქვე სა­ხან­ძრო და სას­წრა­ფო იდგა. სრულად

author avatar
SheniGanatleba.ge
#drpkhakadze
მსგავსი პოსტები

[fetch_posts]

spot_img

ხშირად ნახვადი