“მეუღლეს ფული ჰქონდა, მაგრამ მისგან არაფერს ვთხოვდი… ერთხელ ვყავდი სამოგზაუროდ”

“მეუღლეს ფული ჰქონდა, მაგრამ მისგან არაფერს ვთხოვდი… ერთხელ ვყავდი სამოგზაუროდ” | შენი განათლება
3 წუთიანი წაკითხვა

კირა ან­დრო­ნი­კაშ­ვი­ლი ყვე­ლა დრო­ის უმ­შვე­ნი­ე­რე­სი ქალ­ბა­ტო­ნია. თუ რო­გო­რია იხ­სე­ნებს წარ­სულს, რო­გო­რია მისი დღე­ვან­დე­ლო­ბა, ამის შე­სა­ხებ ვრცელ ინ­ტერ­ვი­უ­ში თა­ვად კირა ან­დრო­ნი­კაშ­ვი­ლი გვე­სა­უბ­რა…

– რა თქმა უნდა სირ­თუ­ლე­ე­ბი იყო და ამის გა­რე­შე ადა­მი­ა­ნი ვერც იქ­ნე­ბა… არ მიყ­ვარს ჩემი პრობ­ლე­მე­ბით ვინ­მეს დამ­ძი­მე­ბა… ვარ­სკვლა­ვი არც არა­სო­დეს ვყო­ფილ­ვარ, ჩვე­უ­ლებ­რი­ვად ვცხოვ­რობ­დი! ახლა მო­ი­გო­ნეს ეგ სი­ტყვა, თო­რემ ჩვენს დროს სულ იმას ვფიქ­რობ­დით, გვეშ­რო­მა, ბევ­რი წიგ­ნი წაგ­ვე­კი­თხა, კარგ ადა­მი­ა­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა გვქო­ნო­და… ნატო ვაჩ­ნა­ძე და თა­მარ ცი­ციშ­ვი­ლი არ იბ­რა­ლებ­დნენ, ვარ­სკვლა­ვე­ბი ვარ­თო… ყო­ფილ საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში არ ყო­ფი­ლა ნა­ტო­ზე დიდი ვარ­სკვლა­ვი! სა­ზღვარ­გა­რეთ ამ წო­დე­ბის ადა­მი­ა­ნე­ბი დიდ ანა­ზღა­უ­რე­ბას იღე­ბენ, იმი­ტო­მაც აქვს იქ აზრი, მერე ქველ­მოქ­მე­დე­ბა გა­წი­ონ, ბევ­რი სა­სი­კე­თო რამ გა­ა­კე­თონ.

ჩვენ­თან ძა­ლი­ან კარ­გი მსა­ხი­ო­ბე­ბი და ასე­ვე კარ­გი ადა­მი­ა­ნე­ბი იყ­ვნენ. ბევრ მათ­გან­თან ერ­თად გა­და­ღე­ბა­ზე ვყო­ფილ­ვარ. ვხე­დავ­დი, რო­გორ იტან­დნენ სი­ცი­ვეს, მძი­მე პი­რო­ბებს. რა­მაზ ჩხიკ­ვა­ძეს­თან ერ­თად ჯერ “მთვა­რის მო­ტა­ცე­ბა­ზე” ვი­ყა­ვი, შემ­დეგ დათო ცინ­ცა­ძემ რომ – ნო­ვე­ლა სიყ­ვა­რულ­ზე გა­და­ი­ღო… ლი­კან­ში მი­ხა­ილ რო­მა­ნოვ­მა რომ სა­სახ­ლე აა­შე­ნა, ამ სა­სახ­ლე­ში გა­და­ღე­ბა იყო, იქა­უ­რო­ბა არ თბე­ბო­და, უზარ­მა­ზა­რი ჭერი იყო, ძვე­ლი ნა­გე­ბო­ბა და ამ ყინ­ვა­ში მოთ­მი­ნე­ბით ის­ხდნენ ეს გე­ნი­ა­ლუ­რი მსა­ხი­ო­ბე­ბი, არა­ნა­ი­რი პრე­ტენ­ზი­ე­ბი არ ჰქონ­დათ… “მთვა­რის მო­ტა­ცე­ბის” გა­და­ღე­ბა­ზე სკო­ლის შე­ნო­ბა­ში ვცხოვ­რობ­დით, ერო­სი გვერ­დით ფლი­გელ­ში იყო და ერთხელ რომ მი­ვე­დი, თოკი ჰქონ­და გაბ­მუ­ლი, ტან­საც­მელს იშ­რობ­და… ყვე­ლა სა­ოც­რად დახ­ვე­წი­ლი იყო… ზუ­რაბ ქა­ფი­ა­ნი­ძე მა­გა­ლი­თად როხ­რო­ხა იყო, მაგ­რამ უსაყ­ვარ­ლე­სი…

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

მას­ზე სა­სა­ცი­ლო ამ­ბავს გი­ა­ბობთ: მძღოლს გა­და­ღე­ბბ­ზე ცოტა გვი­ან მივ­ყავ­დი, იქ სა­ნამ კი­ნოს გა­და­ღე­ბე­ბი აე­წყო­ბო­და. ზუ­რაბ ქა­ფი­ა­ნი­ძე მან­ქა­ნი­დან გად­მო­სულს რომ და­მი­ნა­ხავ­და, ყვი­რო­და – კი­რი­ლე მო­ვი­და ხალხნო, კი­რი­ლეო… ყვე­ლა გაშ­ტე­რე­ბუ­ლი მი­ყუ­რებ­და და გა­გი­ჟე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, კი­რი­ლე არ ვარ-მეთ­ქი…გა­და­ღე­ბე­ბი რომ მორ­ჩა, ხალ­ხიც ცოტა და­ი­ფან­ტა, ვუ­თხა­რი, ზურა ძა­ლი­ან გთხოვ, კი­რი­ლე არ და­მი­ძა­ხო, ძა­ლი­ან კარ­გი სა­ხე­ლი მაქვს – კირა-თქო… დამ­პირ­და, აუ­ცი­ლებ­ლად შე­გის­რუ­ლებ თხოვ­ნას და აღარ და­გი­ძა­ხე­ბო… ცოტა ხნის მერე ისევ დიდ, მა­სი­ურ გა­და­ღე­ბა­ზე ვი­ყა­ვით და ხალ­ხში ისევ აყ­ვირ­და, ხალხნო კი­რი­ლე მო­ვი­დაო… ახლა სულ არ მი­ვაქ­ცევ­დი ყუ­რა­დღე­ბას, მაგ­რამ ახალ­გაზ­რდა ყვე­ლა­ფერს სხვა­ნა­ი­რად აღიქ­ვამ­დი. ძა­ლი­ან ვბრაზ­დე­ბო­დი, მა­შინ სულ რა­ღაც 27 წლის ვი­ყა­ვი…

- Advertisement -
shenivacancia.geshenivacancia.ge

ანაკ­ლი­ა­ში “მთვა­რის მო­ტა­ცე­ბის გა­და­ღე­ბი­სას”, უცებ გა­მოგ­ვი­ცხა­დეს ბუ­ღალ­ტე­რი­ამ ფული ვე­ღარ გად­მო­რი­ცხა, თბი­ლის­ში უნდა წახ­ვი­დე­თო და თვითმფრი­ნა­ვის ბი­ლე­თე­ბი აგ­ვი­ღეს… მე, ზურა ქა­ფი­ა­ნი­ძე, გე­ი­დარ ფა­ლა­ვან­დიშ­ვი­ლი, ოთარ მეღ­ვი­ნე­თუ­ხუ­ცე­სი თვითმფრი­ნა­ვით წა­მო­ვე­დით… ჩემს ჭკუ­ა­ში ზუ­რას არ ვე­ლა­პა­რა­კე­ბო­დი, რად­გან კი­რი­ლეს მე­ძახ­და… უცებ თვითმფრი­ნა­ვის პი­ლოტ­მა გა­მო­ა­ცხა­და, არ შე­გე­შინ­დეთ, მაგ­რამ ძა­ლი­ან ცუდ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში აღ­მოვ­ჩნდით, თვითმფრი­ნა­ვი გა­ფუჭ­და, მაგ­რად მო­ე­ჭი­დე­თო… წარ­მო­იდ­გი­ნეთ მა­მი­და – ნატო ვაჩ­ნა­ძე ხომ მაგ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, სა­მეგ­რე­ლო­ში და­ი­ღუ­პა და ბავ­შვო­ბი­დან­ვე ძა­ლი­ან შიში ჩამ­რჩა. ნატა რომ მო­ას­ვე­ნეს, იმ დღეს სი­ცხე­მაც მომ­ცა, რად­გან მა­მი­და ჩემ­ზე ყო­ველ­თვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ზრუ­ნავ­და… თვითმფრი­ნავ­ში შევ­ხე­დე ზურა რო­გორ იდგა და ეჭი­დე­ბო­და, რო­გორ წვა­ლობ­და… ვი­ფიქ­რე უკვე ვი­ღუ­პე­ბით-მეთ­ქი, ზუ­რას და­ვუ­ძა­ხე, გინდ კი­რი­ლე, რაც გინ­დო­დეს მე­ძა­ხე-მეთ­ქი… სა­ბედ­ნი­ე­როდ პი­ლოტ­მა თვითმფრი­ნა­ვი დას­ვა და რომ გად­მოგ­ვიყ­ვა­ნეს, იქვე სა­ხან­ძრო და სას­წრა­ფო იდგა. სრულად

სკანირება
QR კოდი
სტატიის ციტირება · HOW TO CITE

შენი განათლება. (2024). “მეუღლეს ფული ჰქონდა, მაგრამ მისგან არაფერს ვთხოვდი… ერთხელ ვყავდი სამოგზაუროდ”. 16 აპრილი, 2024. https://sheniganatleba.ge/მეუღლეს-ფული-ჰქონდა-მაგრ/

© 2024 შენი განათლება  ·  Public Health Institute of Georgia (PHIG)  ·  კონფიდენციალობა  ·  Cookie
სკანირება
QR კოდი
sheniganatleba.ge

სტატიის ციტირება

READ  ინფორმაცია მათთვის, ვინც სვეტიცხოველში წასვლას გეგმავს

შენი განათლება. (2024). “მეუღლეს ფული ჰქონდა, მაგრამ მისგან არაფერს ვთხოვდი… ერთხელ ვყავდი სამოგზაუროდ”. 16 აპრილი, 2024. https://sheniganatleba.ge/მეუღლეს-ფული-ჰქონდა-მაგრ/

სტატიის ციტირება
შენი განათლება. “მეუღლეს ფული ჰქონდა, მაგრამ მისგან არაფერს ვთხოვდი… ერთხელ ვყავდი სამოგზაუროდ” [Internet]. თბილისი: Sheniganatleba.ge; 2024 [ციტირებულია: 2026 სექ 13]. ხელმისაწვდომია: https://sheniganatleba.ge/%e1%83%9b%e1%83%94%e1%83%a3%e1%83%a6%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%a1-%e1%83%a4%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%b0%e1%83%a5%e1%83%9d%e1%83%9c%e1%83%93%e1%83%90-%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%92%e1%83%a0/
sheniganatleba.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი განათლება — სწავლა და სკოლები · PHIG · Sheni Network