შაბათი, იანვარი 18, 2025
spot_img
მთავარიგანათლებამეცნიერებმა ღორის ტვინი სიკვდილიდან ერთი საათის შემდეგ გააცოცხლეს

მეცნიერებმა ღორის ტვინი სიკვდილიდან ერთი საათის შემდეგ გააცოცხლეს

ჩინელმა მეცნიერებმა ღორის ტვინის აქტივობა ცირკულაციის შეწყვეტიდან თითქმის ერთი საათის შემდეგ ხელახლა გააცოცხლეს. ზოგიერთ შემთხვევაში, ფუნქციონირება საათობით შეინარჩუნეს.

მიღწევა წარმოადგენს უზარმაზარ ნაბიჯს იმის გასარკვევად, თუ როგორ მოხდეს თავის ტვინის ფუნქციის აღდგენა პაციენტებში გულის უცაბედად გაჩერების შემდეგ. აღმოჩენა მიუთითებს, რომ ექიმებს შეიძლება დროის უფრო დიდი ფანჯარა მიეცეთ გულის გაჩერების შემდეგ პაციენტის ორგანიზმის წარმატებით გასაცოცხლებლად (რეანიმაცია).

როგორ მოხერხდა? პაციენტის დაუზიანებელი ღვიძლის (ორგანო, რომელსაც სხეული სისხლის გასაწმენდად იყენებს) ჩართვით სიცოცხლის მხარდამჭერ იმ სისტემაში, რომელსაც დროის გასვლის შემდეგ ტვინის გამოსაცოცხლებლად იყენებენ.

გულის უცაბედი გაჩერება სხეულში ბევრ პრობლემას იწვევს, რადგან ამ დროს წყდება სისხლის მიმოქცევა. ამის შედეგად სხეულის ნაწილებში ცირკულირებაში გამოწვეულ ვარდნას იშემიას უწოდებენ და როდესაც ეს თავის ტვინში ხდება, შეიძლება სულ რამდენიმე წუთში გამოიწვიოს სერიოზული, გამოუსწორებელი დაზიანება. სწორედ ამიტომ არის გულის გაჩერების შემდეგ ტვინის გაცოცხლების დროის ფანჯარა ასეთი ხანმოკლე.

ცნობილია, რომ მრავალორგანული იშემია გარკვეულ როლს ასრულებს ტვინის უნარში, აღდგეს გულის გაჩერების შემდეგ, მაგრამ ინდივიდუალური ორგანოები სრულად შესწავლილი არ არის.

ბოლო წლებში, თავის ტვინის დაზიანებათა შესაზღუდად, მეცნიერები მოდელად ღორებს იყენებენ. ჩინეთის სან იატ-სენის უნივერსიტეტის მკვლევრებმა სიაუშენ ჰეს ხელმძღვანელობით, ღორზე ცდებით გადაწყვიტეს გაერკვიათ ღვიძლის როლი გულის გაჩერებით გამოწვეული იშემიის შემდეგ ტვინის აღდგენაში.

ლაბორატორიაში გაზრდილი 17 ტიბეტური მინიღორის გამოყენებით, ჯგუფმა შეადარა ღვიძლის ჩართულობა სისხლის მიმოქცევის შეჩერებაში. ექსპერიმენტთა ერთ სერიაში, თავის ტვინის 30-წუთიანი იშემიის ქვეშ ღორების ორი ჯგუფი მოაქციეს; ერთ-ერთი ჯგუფი ღვიძლის იშემიის ქვეშაც მოაქციეს, მეორე კი არა. ამასობაში, საკონტროლო ჯგუფს იშემია არ გადაუტანია.

როდესაც ღორებს ევთანაზია გაუკეთეს და მათი თავის ტვინი შეისწავლეს, საკონტროლო ჯგუფს ტვინის ყველაზე ნაკლები დაზიანება ჰქონდა; მაგრამ ჯგუფს, რომელსაც ღვიძლის იშემია არ გადაუტანია, თავის ტვინის მნიშვნელოვნად ნაკლები დაზიანება აღენიშნებოდა, ვიდრე ღვიძლის იშემიის გადატანილ ჯგუფს.

კვლევის შემდეგი ეტაპი მოიცავდა დაუზიანებელი ღვიძლის ჩართვის მცდელობას სიცოცხლის მხარდამჭერ სისტემაში, ევთანაზირებული ღორიდან მთლიანად ამოღებული თავის ტვინის გასაცოცხლებლად. ამ სცენარით ადამიანთა მკურნალობა გამორიცხულია, მაგრამ ასეთი ცდა მეცნიერებს ეხმარება დროის იმ ფანჯრის შესწავლაში, რომელშიც შესაძლებელია ტვინის გაცოცხლება.

სიცოცხლის მხარდამჭერ საბაზისო სისტემებს შორის იყო ხელოვნური გული და ფილტვები, რომლებსაც სითხე ტვინში გადაჰქონდა. ერთ ჯგუფში, ღორის ღვიძლი სისტემაში ჩართეს, რასაც ღვიძლის დახმარებით ტვინის ნორმათერმული აპარატის პერფუზიას უწოდებენ.

პირველ რიგში, ტვინი სიცოცხლის მხარდამჭერ სისტემას შეუერთეს სიცოცხლის მხარდამჭერი პროცედურის დაწყებიდან ათი წუთის შემდეგ. ღვიძლის გარეშე სისტემაში, თავის ტვინში ელექტრული აქტივობა ნახევარ საათში გამოჩნდა, შემდეგ კი თანდათან შესუსტდა.

ჯგუფმა ექსპერიმენტი ჩაატარა სხვადასხვა ვადებზეც – ღვიძლით მხარდაჭერილ სისტემაში ტვინი ჩართო 30-წუთიან, 50-წუთიან, 60-წუთიან და 240-წუთიანი ინტერვალებით. ყველაზე გრძელი ინტერვალი, რომელმაც ყველაზე იმედის მომცემი შედეგი აჩვენა, იყო 50 წუთი სისხლის მიმოქცევის შეჩერების შემდეგ — ტვინმა განაახლა ელექტრული აქტივობა და ეს მდგომარეობა ექვსი საათის განმავლობაში შეინარჩუნა, იქამდე, ვიდრე ექსპერიმენტი არ გამორთეს.

მნიშვნელოვანია, რომ ტვინში, რომელსაც ჟანგბადი 60 წუთის განმავლობაში არ მიეწოდებოდა, აქტივობა მხოლოდ სამი საათით დაბრუნდა და შემდეგ შეწყდა; ეს კი მიუთითებს იმ კრიტიკულ ინტერვალზე, რომელშიც გაცოცხლება შეიძლება წარმატებული იყოს ღვიძლის ფუნქციის დამატებით.

მკვლევართა განცხადებით, ასეთი შედეგები მიუთითებს იმაზე, რომ ღვიძლი მნიშვნელოვან როლს ასრულებს გულის გაჩერებით გამოწვეულ ტვინის დაზიანების განვითარებაში. აღმოჩენა ახალ გზას უხსნის ტვინის დაზიანების კვლევას და შესაძლოა, არც თუ ისე შორეულ მომავალში, მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს პაციენტთა გადარჩენის მაჩვენებელი.

წყარო

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniGanatleba.ge
#drpkhakadze
მსგავსი პოსტები
ათენი: 5 ადგილი ტურისტული ხალხმრავლობის მიღმა

ათენი: 5 ადგილი ტურისტული ხალხმრავლობის მიღმა

16 January, 2025
“ახალი სიტყვა შიზოფრენიის მკურნალობაში: ათწლეულების შემდეგ ინოვაციური პრეპარატი”

“ახალი სიტყვა შიზოფრენიის მკურნალობაში: ათწლეულების შემდეგ ინოვაციური პრეპარატი”

იანვარი 17, 2025
შელოცვა გოგონებისთვის, რომლებსაც ჯერ არ შეხვედრიათ თავიანთი მონათესავე სული

შელოცვა გოგონებისთვის, რომლებსაც ჯერ არ შეხვედრიათ თავიანთი მონათესავე სული

17 იანვარი 2025
რა არის ვაბი-საბი და როგორ შევქმნათ იგი ჩვენს ინტერიერში

რა არის ვაბი-საბი და როგორ შევქმნათ იგი ჩვენს ინტერიერში

იანვარი 17, 2025
თუ წელს კიტრის დათესვას აპირებთ, აუცილებლად წაიკითხეთ ეს რჩევები

თუ წელს კიტრის დათესვას აპირებთ, აუცილებლად წაიკითხეთ ეს რჩევები

იანვარი 17, 2025
რატომ გახდა მზე ცისფერი – მეცნიერებმა ამოხსნეს საიდუმლო, რომელიც, დაახლოებით, 200 წლის წინათ მოხდა

რატომ გახდა მზე ცისფერი – მეცნიერებმა ამოხსნეს საიდუმლო, რომელიც, დაახლოებით, 200 წლის წინათ მოხდა

იანვარი 17, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
რომელი ბოსტნეული არ შეიძლება დათესოთ ერთმანეთის გვერდით

რომელი ბოსტნეული არ შეიძლება დათესოთ ერთმანეთის გვერდით

იანვარი 17, 2025
“ყველაზე მეტად მენატრება ჩემი სვანეთი…” – ექსკლუზიური ინტერვიუ “პატარა გოგოს დიდი ამბების” შემქმნელ მარიამ ჩოფლიანთან

“ყველაზე მეტად მენატრება ჩემი სვანეთი…” – ექსკლუზიური ინტერვიუ “პატარა გოგოს დიდი ამბების” შემქმნელ მარიამ ჩოფლიანთან

იანვარი 17, 2025
“პატარა გოგოს დიდი ამბები” – როგორია ბლოგერ მარიამ ჩოფლიანის ემიგრანტული ცხოვრება

“პატარა გოგოს დიდი ამბები” – როგორია ბლოგერ მარიამ ჩოფლიანის ემიგრანტული ცხოვრება

17 იანვარი 2025
„ლაგუნა ვერეს“ მიმდებარე ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა ორი თვის განმავლობაში ნაწილობრივ შეიზღუდება

„ლაგუნა ვერეს“ მიმდებარე ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა ორი თვის განმავლობაში ნაწილობრივ შეიზღუდება

იანვარი 17, 2025
„აწარმოე საქართველოში“ ექსპორტიორების გრანტების განაცხადების მიღება განახლებული პირობებით გრძელდება

„აწარმოე საქართველოში“ ექსპორტიორების გრანტების განაცხადების მიღება განახლებული პირობებით გრძელდება

იანვარი 17, 2025
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

spot_img

ხშირად ნახვადი