როდის შეგვიძლია თევზის მიღება შობის მარხვაში

SheniGanatleba.ge
2 წუთიანი წაკითხვა
თევზი

შობის მარხვა დაიწყო. მორწმუნე მართლმადიდებლები უკვე ხორცის, რძის პროდუქტებისა და კვერცხის მიღებაზე უარს ამბობენ. მეტად მობილიზებულნი არიან მოყვასის დასახმარებლად, სხვადასხვა კეთილი საქმეების საკეთებლად, თუნდაც სიტყვიერად, გამხნევებით, რადგან უფალი ჩვენს კეთილ ნებასაც და სურვილსაც კი შეიწირავს… მარხულს არამარხულისგან თავისი თავმდაბლობითა და სინანულის განცდით გამოვარჩევთ…

მარხვა წმენდს მორწმუნეს როგორც სულიერად, ასევე ხორციელად. ეს ის პერიოდია, როდესაც ჩვენს სხეულს ცხოველური ცხიმებისგან გაწმენდა ესაჭიროება.

მეტად ვილოცოთ, მოყვასნო…

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

ხშირად შეგვიძლია ამ დიდი ენერგიის მატარებელი ძველი ლოცვის თქმა – “უფალო იესო, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი.” დღეში ასჯერ თქმით ვიწმინდებით, უფალს ვუერთდებით და ვერაფერი გვერევა. ვამბობთ ნებისმიერ ადგილას და დროს.

- Advertisement -
shenivacancia.geshenivacancia.ge

***

საშობაო მარხვა დაწესებულია იმისთვის, რომ ქრისტეშობის დღესასწაულისათვის თავი სინანულით, ლოცვითა და მარხვით განვიწმინდოთ, რათა წმინდა გულით, სულითა და სხეულით შევძლოთ მოწიწებით მივეახლოთ ამქვეყნად მოვლენილ ძე ღვთისას; გარდა ჩვეულებრივი ძღვენისა და მსხვერპლისა, მას ჩვენი წმინდა გული მივუძღვნათ…

მარხვა საშუალებაა, რომელიც აღადგენს ადამიანის ჭეშმარიტ სულიერ ბუნებას. ეშმაკმა მოახერხა დავერწმუნებინეთ, რომ ჩვენ მხოლოდ ხორციელი საზრდელი გვჭირდება. მარხვა ამხელს ამ ტყუილს. ორმოცდღიანი მარხვის დასრულების შემდეგ მაცხოვარმა გაგვაფრთხილა: “ესე ნათესავი ვერ შესაძლებელ არს განსლვად, გარნა ლოცვითა და მარხვითა” (მარკ. 9:29). მარხვა ნამდვილი ომია ეშმაკის წინააღმდეგ.

მარხვა სინანულის, თავშეკავების და სულიერი ზრდის საშუალებაა.

***

- Advertisement -
SheniAmbebi.geSheniAmbebi.ge

შობის მარხვაში თევზის მიღება შეგიძლიათ (ოთხშაბათისა და პარასკევის გარდა) 25 დეკემბრამდე; შემდეგ კი, პატრიარქის კურთხევით, 1 და 2 იანვარს.

ასევე ნახეთ:

როდის ენიშნება არასრულწლოვანს პენსია და ვინ ითვლება მარჩენალდაკარგულად

- Advertisement -
sheniekimi.gesheniekimi.ge

ქალი მასწავლებელი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

📍 საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სასახლე

© OpenStreetMap contributors · PHIG

READ  სირიის რკინის ლედი ასმა ასადი - ორჯერ დამარცხებული სიმსივნე და სანქციები ევროპისგან და ამერიკისგან
სტატიის ციტირება
SheniGanatleba.ge. როდის შეგვიძლია თევზის მიღება შობის მარხვაში [Internet]. თბილისი: Sheniganatleba.ge; 2025 [ციტირებულია: 2026 სექ 4]. ხელმისაწვდომია: https://sheniganatleba.ge/%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%93%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%a8%e1%83%94%e1%83%92%e1%83%95%e1%83%98%e1%83%ab%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%90-%e1%83%97%e1%83%94%e1%83%95%e1%83%96%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%9b/
sheniganatleba.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი განათლება — სწავლა და სკოლები · PHIG · Sheni Network