„დიდება და მადლობა უფალს, რომ 19 წელი ჩვენთან იყავი და გვაბედნიერებდი“ – თამუნა მდივანი გარდაცვლილ შვილზე ემოციურ პოსტს აქვეყნებს

Georgian update logo: white 'ag60' icon inside a rounded white square on an orange background, with the Georgian word 'განახლება' beneath.
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

დრამისა და კინოს მსახიობ, ინფლუენსერ თამუნა მდივანს, 29 აპრილს ვაჟი გიორგი მდივანი გარდაეცვალა.

გარდაცვალების მიზეზზე გარდაცვლილის ნათლია სოციალურ ქსელში წერდა და ამბობდა, რომ გიორგიმ ნასვამმა დაიძინა, ღამე ღებინება დაეწყო და გაიგუდა.

სამწუხარო ამბიდან 40 დღეზე მეტი გავიდა. ახლახან თამუნა მდივანმა სოციალურ ქსელში ემოციური პოსტი გაავრცელა, რაც მის გარდაცვლილ შვილს უკავშირდება:

„ბოლო ზარი ჰქონდა იმ დღეს. საოცარი იუმორის პატრონი და ნიჭიერი. სახლიდან გასვლის წინ დამიძახებდა: დე გავდივარ! რაც იმას ნიშნავდა, რომ უნდა მეთქვა: ღვთისმშობელს ებარებოდე დე, ახლა სამუდამოდ ყველაზე საუკეთესო დედასღვთისმშობელს ჩაგაბარე დე, დიდება და მადლობა უფალს, რომ 19 წელი ჩვენთან იყავი და გვაბედნიერებდი“, – წერს თამუნა მდივანი.

- Advertisement -
shenivacancia.geshenivacancia.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის