მე განა მეწყერსა ვჩივი, ხალხსა ვტირი დამარხულსა – ბესიკ ხარანაული

SheniGanatleba.ge
1 წუთიანი წაკითხვა
ბესიკ ხარანაული

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველების მიერ, განხორციელებული ინტენსიური ძებნა-შველის ღონისძიების შედეგად, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში, მეწყერში მოყოლილი ყველა ცხედარი ნაპოვნია. ამის შესახებ ინფორმაციას შსს-ის პრესსამსახური ავრცელებს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 200-ზე მეტი მაშველი, სტიქიის ეპიცენტრში, შესაბამისი აღჭურვილობით, ტექნიკით, მცურავი საშუალებებით და დრონებით უწყვეტ რეჟიმში ახორციელებდა სამძებრო სამუშაოებს.

ძებნა-შველის ღონისძიებაში ჩართული იყო კინოლოგთა ჯგუფი. სამაშველო ღონისძიებას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, იოსებ ჭელიძე და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი, თემურ მღებრიშვილი ხელმძღვანელობდნენ.

დატრიალებულ ტრაგედიას ეხმიანება პოეტი ბესიკ ხარანაული:

- Advertisement -
shenivacancia.geshenivacancia.ge

მე განა მეწყერსა ვჩივი,
ხალხსა ვტირი დამარხულსა,
ქარს და ავდარს კი არ ვჩივი,
ხალხსა ვტირი დაკარგულსა,
ზამთარი რომ დამთავრდება,
რით წარვუდგე გაზაფხულსა,
ყვავილი ვის მოვუწყვიტო,
არვინ ჩაიკონებს გულსა.

READ  ვინ არის ცნობილი ზუგდიდელი ქორეოგრაფი, რომელიც მუსერიძის ბიოლოგიური მამა აღმოჩნდა
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის