ორშაბათი, მაისი 19, 2025
spot_img
მთავარიგანათლებამსოფლიოს 6 ყველაზე ხელსაყრელი ადგილი ყინულქვეშა დაივინგისთვის

მსოფლიოს 6 ყველაზე ხელსაყრელი ადგილი ყინულქვეშა დაივინგისთვის

ზღვის ან­გე­ლო­ზე­ბი, თეთ­რი ვე­შა­პე­ბი, სე­ლა­პე­ბი, ალ­პუ­რი ღამე ის მო­ტი­ვია, რის გა­მოც ყი­ნულ­ქვე­შა და­ი­ვინ­გი პო­პუ­ლა­რუ­ლი ხდე­ბა. სპორ­ტის ეს ექ­სტრე­მა­ლუ­რი სა­ხე­ო­ბა გან­სა­კუთ­რე­ბულ ცოდ­ნა­სა და ამ­ტა­ნო­ბას მო­ი­თხოვს. ის ძლი­ერ გან­სხვავ­დე­ბა კლა­სი­კუ­რი წყალ­ქვე­შა ყვინ­თვის­გან. ამ­ბო­ბენ, ყი­ნუ­ლო­ვან წყალ­ში ბა­ნა­ო­ბა და­უ­ვი­წყა­რი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბაა. გარ­და ამი­სა, ხილ­ვა­დო­ბის მიღ­წე­ვა ცივ წყალ­ში 300 მეტ­რის სიღ­რმე­ზეც შე­საძ­ლე­ბე­ლია. წარ­მო­გიდ­გენთ ყი­ნულ­ქვე­შა და­ი­ვინ­გის­თვის მსოფ­ლი­ოს 6 სა­უ­კე­თე­სო ად­გილს:

ვალ­ნორდ სქაი რე­სორ­ტი (არ­კა­ლი­სი, ან­დო­რა)

სე­ზო­ნი: თე­ბერ­ვა­ლი-მა­ი­სი.

სირ­თუ­ლის დონე: დამ­წყე­ბი და გა­მოც­დი­ლი მყვინ­თა­ვე­ბის­თვის, რომ­ლებ­საც თხი­ლა­მუ­რებ­ზე დგო­მის გა­მოც­დი­ლე­ბა აქვთ.

მო­ტი­ვი: სა­უ­კე­თე­სო გა­სარ­თო­ბია თხი­ლა­მუ­რე­ბით სრი­ა­ლის დაშ­ვე­ბის შემ­დეგ.

ტრის­ტა­ი­ნის ტბა ზღვის დო­ნი­დან 2305 მეტრზე მდე­ბა­რე­ობს, და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ად­გილ­ზე მოხ­ვედ­რა მხო­ლოდ ვერ­ტმფრე­ნით არის შე­საძ­ლე­ბე­ლი. და­ი­ვე­რე­ბი მთის მწვერ­ვა­ლი­დან გზას ფე­ხით აგ­რძე­ლე­ბენ, სა­ნამ ან­დო­რის ერთ-ერთ ულა­მა­ზეს ად­გილ­თან არ აღ­მოჩ­ნდე­ბი­ან.

თხი­ლა­მუ­რე­ბი და სნო­უ­ბორ­დე­ბი ჰიდ­რო­კოს­ტუ­მით იც­ვლე­ბა. ჯგუ­ფი ყვინ­თვას იწყებს. დაშ­ვე­ბა 25 მეტრზეა შე­საძ­ლე­ბე­ლი. შე­სა­ნიშ­ნა­ვი წყალ­ქვე­შა ხილ­ვა­დო­ბა მრა­ვალ სი­ურპრიზს და სა­სი­ა­მოვ­ნო შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას გპირ­დე­ბათ. იქ­ვეა შე­და­რე­ბით მცი­რე სიღ­რმის ლა კა­ნა­ლე­ტას წყალ­სა­ცა­ვი, სა­დაც ჩაშ­ვე­ბა 12 მეტრ სიღ­რმე­ზეა შე­საძ­ლე­ბე­ლი.

თეთ­რი ზღვა (პო­ლა­რუ­ლი წრე, რუ­სე­თი)

სე­ზო­ნი: თე­ბერ­ვა­ლი-აპ­რი­ლი.

სირ­თუ­ლის დონე: მხო­ლოდ გა­მოც­დი­ლი და­ი­ვე­რე­ბის­თვის.

მი­ზა­ნი: თეთ­რი ვე­შა­პე­ბის ნახ­ვა.

თეთ­რი ზღვა ევ­რო­პა­ში ერ­თა­დერ­თი ზღვაა, რო­მე­ლიც ზამ­თარ­ში ყი­ნუ­ლით იფა­რე­ბა. ეს წყალ­ქვე­შა და­ი­ვინ­გის­თვის სა­უ­კე­თე­სო ად­გი­ლია, მი­უ­ხე­და­ვად მძი­მე პი­რო­ბე­ბი­სა, ზამ­თარ­ში აქ ტემ­პე­რა­ტუ­რა მი­ნუს 40 გრა­დუსს აღ­წევს. ყი­ნუ­ლის სის­ქე 1 მეტ­რი და 50 სან­ტი­მეტ­რია.

სწო­რედ ამი­ტომ, წყალ­ქვე­შა რო­მან­ტი­კის მა­ძი­ებ­ლე­ბი უსაფრ­თხო­ე­ბის ნორ­მებ­ში უნდა ერ­კვე­ოდ­ნენ და ჩა­საყ­ვინ­თი ად­გი­ლის მომ­ზა­დე­ბაც უნდა შე­ეძ­ლოთ.

ამ ად­გი­ლის სა­ვი­ზი­ტო ბა­რა­თი სა­უ­კე­თე­სო ხილ­ვა­დო­ბაა – 30-დან 50 მეტ­რამ­დე. წყალ­ქვე­შა სამ­ყა­რო იმ­დე­ნად მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნია, 1 კვი­რაც რომ ჩაყ­ვინ­თოთ, ყვე­ლაფ­რის ნახ­ვას მა­ინც ვერ მო­ას­წრებთ. ყვინ­თვის ყვე­ლა შემ­თხვე­ვას ინ­სტრუქ­ტო­რე­ბი აკ­ვირ­დე­ბი­ან.

კუნ­ძუ­ლი შპიც­ბერ­გე­ნი (ჩრდი­ლო-ყი­ნუ­ლო­ვა­ნი ოკე­ა­ნე, ნორ­ვე­გია)

სე­ზო­ნი: მთე­ლი წელი.

სირ­თუ­ლის დონე: მხო­ლოდ გა­მოც­დი­ლი და­ი­ვე­რე­ბის­თვის.

მი­ზა­ნი: მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე ლა­მა­ზი წყალ­ქვე­შა ყი­ნუ­ლის ქან­და­კე­ბე­ბის ნახ­ვა.

ჩრდი­ლო-ყი­ნუ­ლო­ვა­ნი ოკე­ა­ნის წყლე­ბი მხო­ლოდ გა­მოც­დი­ლი და­ი­ვე­რე­ბის­თვის არის გან­კუთ­ვნი­ლი. მრა­ვა­ლი ადა­მი­ა­ნი ამ სფე­როს პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მხო­ლოდ შპიც­ბერ­გე­ნის არ­ქი­პე­ლა­გის ფლო­რი­სა და ფა­უ­ნის ნახ­ვის მიზ­ნით ხდე­ბა.

READ  ადამიანური სამუშაო ძალა ჯერ კიდევ ბევრად იაფია, ვიდრე ხელოვნური ინტელექტი - MIT-ის აღმოჩენა

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ აქ ყვინ­თვა მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­შია შე­საძ­ლე­ბე­ლი, სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ყვე­ლა­ზე ხელ­საყ­რელ პე­რი­ო­დად ივ­ნისს მი­იჩ­ნე­ვენ. ამ დროს ხილ­ვა­დო­ბა იდე­ა­ლუ­რია. გარ­და ამი­სა, ივ­ნის­ში მზი­ა­ნი დღე­ე­ბია და სა­შუ­ა­ლე­ბა მო­გე­ცე­მათ სა­კუ­თა­რი თვა­ლით იხი­ლოთ, რო­გორ აღ­წე­ვენ მზის სხი­ვე­ბი წყალ­ქვეშ და რო­გორ ეცე­მი­ან ყი­ნუ­ლო­ვან ქან­და­კე­ბებ­ზე.

გარ­და ქან­და­კე­ბე­ბი­სა, აქ ზღვის ვარ­სკვლა­ვე­ბის, ობო­ბას­მაგ­ვა­რი კი­ბორჩხა­ლე­ბის და ზღვის პეპ­ლე­ბის – ლი­მა­სი­ნას ხილ­ვა შე­გეძ­ლე­ბათ. აქვე ზღვის კა­ტე­ბი­სა და გრენ­ლან­დი­უ­რი ვე­შა­პე­ბის სიმ­ღე­რა­საც მო­ის­მენთ.

1000 კუნ­ძუ­ლი (ონ­ტა­რიო, კა­ნა­და)

სე­ზო­ნი: თე­ბერ­ვა­ლი-აპ­რი­ლი.

სირ­თუ­ლის დონე: გა­მოც­დი­ლი და­ი­ვე­რე­ბის­თვის.

მი­ზა­ნი: და­ი­ვინ­გის სრულ­ყო­ფი­ლად შეგ­რძნე­ბა.

და­ი­ვინ­გის კურ­სე­ბი, რომ­ლებ­საც კომ­პა­ნია “არ­კტიკ კინგდო­მი” ახორ­ცი­ე­ლებს, ყვე­ლა­ზე გა­მოც­დი­ლი და­ი­ვე­რის კვა­ლი­ფი­კა­ცი­ას აა­მაღ­ლებს. სწავ­ლე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას ვერ მი­ი­ღებთ, თუკი ყი­ნულ­ქვე­შა და­ი­ვინ­გის უფ­ლე­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი სერ­ტი­ფი­კა­ტი არ გექ­ნე­ბათ.

სწავ­ლე­ბის მთა­ვა­რი მი­ზა­ნი ყი­ნულ­ქვე­შა სკუბ და­ი­ვინ­გის ყვე­ლა ას­პექ­ტის შეს­წავ­ლაა.

რამ­დე­ნი­მე დღე­ში მო­ნა­წი­ლე­ებ­მა უკვე ზუს­ტად იცი­ან, რო­გორ უნდა მო­იქ­ცნენ ამა თუ იმ ექ­სტრე­მა­ლურ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში. სწავ­ლე­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ ორ­გა­ნი­ზა­ცია სპე­ცი­ა­ლურ სერ­ტი­ფი­კატს გად­მოგ­ცემთ, რომ და­მო­უ­კი­დებ­ლად ყვინ­თვა შეძ­ლოთ.

“არ­ქტიკ კინგდო­მის” მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ სწავ­ლე­ბა­ში ძა­ლი­ან ბევ­რი წყალ­ქვე­შა გა­და­ღე­ბის მოყ­ვა­რუ­ლი მო­ნა­წი­ლე­ობს, რად­გან ამის მთა­ვა­რი მი­ზე­ზი ფე­ნო­მე­ნა­ლუ­რი ხილ­ვა­დო­ბაა. ყვინ­თვის მაქ­სი­მა­ლუ­რი სიღ­რმე 35 მეტ­რია. სწავ­ლე­ბის კურ­სი 4-დან 9 დღემ­დე გრძელ­დე­ბა. აქ ყვინ­თვა დღე­ში 4-5-ჯერ მო­გი­წევთ.

ტბა ტინი (ტინი, საფ­რან­გე­თი)

სე­ზო­ნი: დე­კემ­ბე­რი-აპ­რი­ლი.

სირ­თუ­ლის დონე: დამ­წყე­ბი და­ი­ვე­რე­ბის­თვის.

მი­ზა­ნი: ზამ­თრის და­ი­ვინ­გის სწავ­ლა და ღა­მით ყვინ­თვა.

ჟე­ნე­ვი­დან 220 კი­ლო­მეტრზე მდე­ბა­რე სამ­თო-სა­თხი­ლა­მუ­რო კუ­რორ­ტი ტინი შე­სა­ნიშ­ნა­ვი მარ­შრუ­ტე­ბით არის ცნო­ბი­ლი, მაგ­რამ ბოლო დროს ინფრას­ტრუქ­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბას­თან ერ­თად, ის სხვა გან­ხრი­თაც გან­ვი­თარ­და. ერთ-ერთი გა­სარ­თო­ბი, რო­მე­ლიც აქ ბოლო დროს დიდი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს – ყი­ნუ­ლო­ვან ტბა­ში, ტინ­ში ყვინ­თვაა. ის ზღვის დო­ნი­დან 2100 მეტრზე მდე­ბა­რე­ობს და წე­ლი­წად­ში 5 თვე ყი­ნუ­ლით არის და­ფა­რუ­ლი. და­ი­ვინ­გის სწავ­ლა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად და ჯგუფ­თან ერ­თა­დაც შე­გიძ­ლი­ათ.

გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პო­პუ­ლა­რუ­ლია აქ ღა­მით ყვინ­თვა და მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ წყალ­ში დაშ­ვე­ბა მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე მეტრზე შე­გეძ­ლე­ბათ, წყალ­ქვე­შა სამ­ყა­როს სი­ლა­მა­ზე მა­ინც და­გა­ტყვე­ვებთ.

READ  ბავშვის გაჩენა ღილაკზე თითის დაჭერით იქნება შესაძლებელი

მშრა­ლი ხე­ო­ბე­ბი ( მაკ-მერ­დო, ან­ტარ­ქტი­კა)

სე­ზო­ნი: თე­ბერ­ვა­ლი.

სირ­თუ­ლის დონე: დამ­წყე­ბი და­ი­ვე­რე­ბის­თვის.

მო­ტი­ვი: 3 მეტ­რი სის­ქის ყი­ნუ­ლის ქვეშ ჩაყ­ვინ­თვა.

თა­ვი­დან შე­იძ­ლე­ბა მო­გეჩ­ვე­ნოთ, რომ დე­და­მი­წის ამ კუ­თხე­ში ყი­ნუ­ლი­სა და პინგვი­ნე­ბის გარ­და, არა­ფე­რი არ არის, მაგ­რამ ეს გა­მოც­დი­ლი და­ი­ვე­რე­ბის ერთ-ერთი საყ­ვა­რე­ლი ად­გი­ლია. ჰა­ე­რის ტემ­პე­რა­ტუ­რა მი­ნუს 40 გრა­დუ­სია. ყი­ნუ­ლის გა­სახ­ვრე­ტად და­ი­ვე­რებს სპე­ცი­ა­ლუ­რი ხელ­სა­წყო­ე­ბის, ზოგ­ჯერ კი ხელ­ყუმ­ბა­რის გა­მო­ყე­ნე­ბა უწევთ.

წყალ­ქვეშ ტემ­პე­რა­ტუ­რა მუდ­მი­ვად 1.8 გრა­დუ­სია, ამი­ტომ აქ მხო­ლოდ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლებს უშ­ვე­ბენ. წყა­ლი კრის­ტა­ლუ­რად გამ­ჭირ­ვა­ლეა, ხილ­ვა­დო­ბა 300 მეტრზეც სა­უ­კე­თე­სოა. მაკ-მერ­დო­ზე შე­გეძ­ლე­ბათ ზღვის ვარ­სკვლა­ვე­ბი, ზღვის ზღარ­ბე­ბი და არ­ნა­ხუ­ლი ზო­მის მე­დუ­ზე­ბი იხი­ლოთ.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია www.forbes.ru-ს მი­ხედ­ვით.

author avatar
SheniGanatleba.ge
#drpkhakadze
მსგავსი პოსტები

[fetch_posts]

spot_img

ხშირად ნახვადი