ხუთშაბათი, აპრილი 30, 2026
Google search engine
მთავარიგანათლებამსხვილი ბიზნესისთვის 500 ლარიანი ჯარიმა „პრევენციულ ძალას“ კარგავს - „თამბაქოს კონტროლის ალიანსი“

მსხვილი ბიზნესისთვის 500 ლარიანი ჯარიმა „პრევენციულ ძალას“ კარგავს – „თამბაქოს კონტროლის ალიანსი“

საქართველოში თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონის აღსრულება საზოგადოებრივი ჯანდაცვის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად უნდა დარჩეს. ამიტომაც უმნიშვნელოვანესია კანონის აღსრულების მონიტორინგის სახელმწიფო პროგრამა გაგრძელდეს და გაძლიერდეს როგორც ფინანსური, ისე გეოგრაფიული მოცვითა და ადამიანური რესურსებით,- ამის შესახებ ნათქვამია „თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

როგორც გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, 2025 წლის მონიტორინგის შედეგები მოწმობს, რომ კანონის აღსრულების პროცესი გარკვეული გამოწვევების წინაშე დგას. ყოველწლიურად,  სხვადასხვა რეგულაციის აღსრულების მიზნით, დაახლოებით 10000-მდე ობიექტი მოწმდება.

„ბიზნეს სუბიექტების უმრავლესობა (95%) კანონს იცავს. თუმცა, დარღვევების კერები მაინც ფიქსირდება:

• სამასპინძლო სექტროში, კაფეებში, რესტორნებსა და ბარებში, ძირითადად ზამთრის სეზონზე კვლავ მთავარ პრობლემად რჩება  ე.წ. „შუშაბანდები“ და მოძრავი კონსტრუქციები. ობიექტების მფლობელები ხშირად ბოროტად იყენებენ „ღია სივრცის“ განსაზღვრებას და დახურულ ფართებს ფიქტიურად ღიად აცხადებენ.

• სამწუხაროდ, სავალალო მდგომარეობაა საჯარო (სახელმწიფო) სამსახურებში, სადაც  კანონiს სამაგალითოდ დაცვის ნაცვლად, მოწევის რეგულაციას სისტემატურად არღვევენ, რაც აღნიშნულ სექტორში თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის აღსრულების გასაუმჯობესებლად საგანგებო ზომების გატარებას საჭიროებს.

• კვლავაც აქტუალურია ტაქსებსა და მიკროავტობუსებში მოწევის ფაქტების კონტროლი. კანონდარღვევის ფაქტზე მოქალაქეების ინერტულობის გამო, სამწუხაროდ, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლები ბოროტად სარგებლობენ. ტაქსებში,  მძღოლების განცხადებით, მგზავრები, ძირითადად ქალბატონები ეწევიან და მოწევის შეწყვეტის მოწოდებაზე მძღოლებს ტაქსის აპლიკაციაში ნეგატიური შეფასებებით ემუქრებიან.

2025 წლის წლის ერთ-ერთი მთავარი მიღწევა სტანდარტული (სადა) შეფუთვის სრული ამოქმედებაა. 1 აპრილიდან ბაზარი გადავიდა სიგარეტის კოლოფების ერთგვაროვან შეფუთვაზე, რაც მიზნად ისახავს თამბაქოს მიმზიდველობის შემცირებას. დეკემბრის მონაცემებით, სავაჭრო ობიექტებში მნიშვნელოვნად შემცირდა ძველი შეფუთვის სიგარეტების მოცულობა, თუმცა  კარგა ხანია საერთოდ აღარ უნდა არსებობდეს.

მონიტორინგის შედეგებით, მაისიდან შესამჩნევი იყო რეგულაციის დარღვევათა კლება, მაგრამ შემდგომში აღმასრულებელი სტრუქტურების მხრიდან უყურადღებობის გამო, სადისტრიბუციო კომპანიებმა სავაჭრო ობიექტებში კვლავ ძველი შეფუთვის სიგარეტის კოლოფები შეიტანეს.  სექტემბრიდან განსაკუთრებით მოიმატა დარღვევათა რაოდენობამ. დეკემბერში შესამჩნევია კლება, რაც არამხოლოდ აღმასრულებლების მხრიდან რეაგირების, ე.წ. „ბუნებრივი განლევის“ პროცესის შედეგია. დასანანია, რომ მონიტორინგის სამსახურს აღმასრულებელი უწყებისთვის გამუდმებით უწევდა შეეხსენებინა მოვალეობის პირნათლად შესრულების ვალდებულება და 9 თვე გაიწელა რეგულაციის არასრულფასოვნად აღსრულების პროცესი.  შედეგად უამრავი კანონდარღვევა დარჩა რეაგირების გარეშე და ბიუჯეტმაც იზარალა და მოსახლეობის (განსაკუთრებით მოზარდების) ჯანმრთელობაც კვლავ საფრთხის ქვეშ დარჩა.

უაღრესად აქტუალურია ახალი გამოწვევა: Vape-ებისა და გასახურებელი თამბაქოს (HTP) მოხმარება დახურულ სივრცეებში. მომხმარებელთა ნაწილს  ჰგონია, რომ კანონი ამ მოწყობილობებზე არ ვრცელდება, რაც ხშირად ხდება დაჯარიმების მიზეზი.

READ  რატომ აქვს პურს თავზე ზოლები ან რატომ დებენ ნაყინს ვაფლის კონუსში? - კითხვები, რომელზე პასუხიც ბევრმა არ იცის

ამ პრობლემის ერთ-ერთი მნიშვენლოვანი მიზეზი არის 2025 წელს თამბაქოს პრევენციის საინფორმაციო-საკომუნიკაციო კამპანიის ჩაშლა. მიუხედავად იმისა, რომ რესურსები ბიუჯეტიდან გამოყოფილი იყო, მთელი წლის განმავლობაში პროგრამა არ ამოქმედებულა. კამპანიის არაარსებობის გამო საზოგადოებაში ინფორმაციული ვაკუუმის შედეგად:

1. იმ სამასპინძლო დაწესებულებების ხელმძღვანელები, რომლებიც თამბაქოს ინდუსტრიის გავლენის ქვეშ იმყოფებიან,  მოქალაქეებში ამკვიდრებენ  მითს,  თითქოს მოქმედი კანონმდებლობა არ ვრცელდება ელექტრონულ სიგარეტსა და გასახურებელი თამბაქოს ნაწარმზე და მათი მოწევა შენობაში დასაშვებია. ეს სრული სიცრუეა. მოწევის აკრძალვის რეგულაცია ჩვეულებრივად მოქმედებს თამბაქოსა და ნიკოტინის ნებისმიერ ნაწარმზე.

2. კვების ობიექტების ადმინისტრაციებმა ხშირად არ იციან, რომ მათ ეკისრებათ თანაბარი პასუხისმგებლობა როგორც ტრადიციულ, ისე თამბაქოს ან ნიკოტინის ნებისმიერი პროდუქტის მოწევის დაშვებაზე მათ ფართში.

3. მსხვილი ბიზნესისთვის 500 ლარიანი ჯარიმა აშკარად „პრევენციულ ძალას“ კარგავს და საჯარიმო რეგულაციები ჯარიმის გაზრდის კუთხით გადახედვას საჭიროებს.

4. მოზარდებში ელექტრონული სიგარეტების მოხმარება მზარდია.

მიუხედავად იმისა, რომ კანონმა უკვე მოიტანა მთელი რიგი დადებითი შედეგები და გულ-სისხლძარღვთა და სასუნთქი სისტემის მწვავე დაავადებების გამო ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი შეამცირა, მიღწეული წარმატება საფრთხის ქვეშაა. სახელმწიფო პროგრამების, როგორც მონიტორინგის, ისე მედია-კამპანიის  ჩავარდნა ნიშნავს, რომ კანონის  რეალურ ცხოვრებაში გატარება გართულდება.

მთავარი გამოსავალი მონიტორინგის პროგრამის უწყვეტობა და გაძლიერებაა. ამასთან, აუცილებელია  მძალავრი მედია-კამპანიის წარმოება და ჯარიმების ზრდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, თამბაქოს ინდუსტრიის აგრესიული მარკეტინგი და საზოგადოებრივი ნიჰილიზმი მიღწეულ შედეგებს საფრთხეს შეუქმნის“, – ნათქვამია განცხადებაში..

author avatar
SheniGanatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
SheniGanatleba.ge
SheniGanatleba.gehttps://sheniganatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები

[fetch_posts]

spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.