„იმას რასაც 19 იანვარს გააკეთებ, მთელ 2026 წელს იმუშავებს“,- ამის შესახებ მინეროლოგი სოციალურ ქსელში წერს და პრაქტიკას გვიზიარებს:
„პრაქტიკა, რომელიც ერთ წუთზე ნაკლებ დროს მოითხოვს, მაგრამ შედეგი კარგია. ეს არ არის შელოცვა. ეს მიმართულების დადგენაა.
პრაქტიკა სრულდება 19 იანვარს, თქვენთვის მოსახერხებელ ნებისმიერ დროს. მთავარია, გააზრებულად გააკეთოთ.
დაიბანეთ სახე ცივი წყლით. ეს გამოღვიძების, სიცხადისა და გარდამავალი პერიოდის სიმბოლოა.
ნაზად გაიმშრალეთ პირსახოცით.
ფანჯარასთან მიდით. ორივე ხელი მინაზე დადეთ. უბრალოდ იგრძენით შეხება და ერთხელ – თქვით სიტყვები:„ყველაფერი კარგად ლაგდება, სიუხვე შემოდის ჩემს სახლში. დაე, არს ესე“.
ამ დღის ენერგია არ არის ვედრება, არამედ მშვიდი მიღება. შენ ეუბნები შენს თავს – მე მზად ვარ სხვაგვარად ვიცხოვრო.რიტუალი მუშაობს, რადგან თქვენ განსაზღვრავთ მიმართულებას და სამყაროც ისმენს მას.
• გააკეთეთ ეს მხოლოდ 19 იანვარს
• სიტყვები მხოლოდ ერთხელ იკითხება
• დასრულების შემდეგ, არანაირი დისკუსია, პოსტი ან კითხვა იმის შესახებ, იმუშავებს თუ არა
• უბრალოდ განაგრძეთ თქვენი ცხოვრება
• ნუ იფიქრებთ იმაზე – რაც გააკეთეთ.მიჩნეულია, რომ ისინი, ვინც ზედმეტ კითხვებს არ სვამენ, უფრო სწრაფად იღებენ მხარდაჭერას სამყაროსგან“,- წერს ნუმეროლოგი.


