ოქროსფერი კაბა და ბრჭყვიალა წვეულება – როგორია ინგა გრიგოლია ბებიის ამპლუაში

თამარ გოგოლაძე
1 წუთიანი წაკითხვა

ჟურნალისტი ინგა გრიგოლია გასული წლის 4 იანვარს ბებია გახდა. მის შვილს, მარიამ გრიგოლიას, გოგონა შეეძინა, რომელსაც ნინია დაარქვეს. “ნინია გავიცანი, საოცარი გოგოა, ბებია გავხდი და ცოტა შოკშიც ვარ. ჩემი ახალი წელი და ახალი ცხოვრება დაიწყო ახლა”, – წერდა ინგა გრიგოლია.

ამჯერად ინგა გრიგოლია პატარა ნინიას დაბადების დღეს აღნიშნავს:

„ჩემთვის ახალი წელი ახლა დადგა.  დებიკო ერთი წლისაა. გაუმარჯოს ჩვენი ფორთოხლისფერი ნინიას დაბადების დღეს. გამაფერადა და გამაბედნიერა ამ  გოგომ.

ნინიას პირველი ზეიმი  ჩემი ცხოვრების ისტორიაში საპატიო პირველ ადგილზე დამკვიდრდა, სხვა ყველა ამბავი გადააჩოჩა უკან. ამ ფორთოხალზე მნიშვნელოვანი  ჩემთვის მართლა აღარაფერია. უამრავი მადლობა, ძალიან დიდი მადლობა ყველას მოლოცვისა და კეთილი სურვილებისთვის!.. მიყვარხართ!““, – წერს ინგა გრიგოლია და შვილიშვილთან ერთად გადაღებულ ვიდეოს აქვეყნებს.

- Advertisement -
shenivacancia.geshenivacancia.ge

#drpkhakadze #sheniambebi #sheniganatleba

გაუზიარეთ ეს სტატია
უმაღლესი განათლების კორესპონდენტი. სპეციალიზდება უნივერსიტეტების, სტუდენტთა ცხოვრებისა და პროფესიული განვითარების სფეროში.
კომენტარები ჯერ არ არის