ორშაბათი, აპრილი 7, 2025
spot_img
მთავარიUncategorizedპატრიარქი სამძიმრის წერილს აქვეყნებს

პატრიარქი სამძიმრის წერილს აქვეყნებს

საპატრიარქო რეჟისორ ოთარ იოსელიანის გარდაცვალების გამო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმარს აქვეყნებს.

„დიდად ვწუხვართ მსოფლიო დონის ქართველი რეჟისორის, უდიდესი ხელოვანის, ბატონ ოთარ იოსელიანის გარდაცვალების გამო. მართალია, მან ცხოვრების დიდი ნაწილი საფრანგეთში გაატარა, მაგრამ სამშობლოზე ზრუნვა ყოველთვის მისი ცხოვრების მიზანს წარმოადგენდა; ამიტომაც წერდა: „ამქვეყნად ყველა ეროვნების ადამინი მიყვარს, თუმც აღმატებულად მიყვარს ჩემი ერი.“თავისი შემოქმედებით იგი ისეთ თემებზე ამახვილებდა ყურადღებას, რაც იმ დროის საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი იყო და იუმორნარევი რეალობის მისთვის დამახასიათებელი ხელწერით ისე ძლიერად ამბობდა სათქმელს, – პრობლემა სახალხო მსჯელობის საგანი ხდებოდა.უნდა ითქვას ისიც, რომ საზღვარგარეთ მოღვაწეობის პერიოდშიც, უცხო მასალის საფუძველზე, იგი მაინც ქართულ ფილმებს იღებდა.ბატონ ოთარის უნიკალურმა ხედვამ და სტილმა, სიკეთისა და მარადიული ადამიანური ღირებულებების დამკვიდრების სურვილით აღბეჭდილმა მისმა შემოქმედებამ, გამორჩეული წვლილი შეიტანა არა მხოლოდ ქართული, არამედ ევროპული და მსოფლიო კინოსა და კულტურის საგანძურში.მეტად სიმბოლურია და მნიშვნელოვანი, რომ იგი თბილისში გარდაიცვალა და მისი ნეშტი მშობლიურ მიწას მიებარება.აღვავლენთ ლოცვებს ბატონი ოთარის უკვდავი სულისათვის, რათა მან სავანე მართალთა დაიმკვიდროს, ხოლო მისი ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და გულშემატკივართ მოჰმადლოს მისთვის ლოცვის ძალა“, – აღნიშნა ილია მეორემ.

#drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi

მასალის გამოყენების პირობები
READ  ძილის დარღვევა - ამას მრავალი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს
მსგავსი პოსტები
იბიცის განსხვავებული მხარე: ევროპის ხმაურიანი კუნძულის მშვიდი არეალი

იბიცის განსხვავებული მხარე: ევროპის ხმაურიანი კუნძულის მშვიდი არეალი

6 April, 2025
პაციენტთა საბჭოს მორიგი შეხვედრა კლინიკა “პინეოში” – პაციენტთა განათლებისა და ჩართულობის გაძლიერებისკენ გადადგმული ნაბიჯი

პაციენტთა საბჭოს მორიგი შეხვედრა კლინიკა “პინეოში” – პაციენტთა განათლებისა და ჩართულობის გაძლიერებისკენ გადადგმული ნაბიჯი

აპრილი 6, 2025
“ერთი გაბრაზებული თაობა თუ დამხვრეტს, მეორე მკვდრეთით აღმადგენს” – 6 აპრილს გენერალი გიორგი მაზნიაშვილი დაიბადა

“ერთი გაბრაზებული თაობა თუ დამხვრეტს, მეორე მკვდრეთით აღმადგენს” – 6 აპრილს გენერალი გიორგი მაზნიაშვილი დაიბადა

6 აპრილი 2025
პრაქტიკული და სასარგებლო თვისებები, რაც ხალიჩის შესახებ არ იცოდით

პრაქტიკული და სასარგებლო თვისებები, რაც ხალიჩის შესახებ არ იცოდით

აპრილი 1, 2025
“ყვარლის ბაგა” მიზნობრივი ჯგუფებისთვის ღია კარის დღეებს მოაწყობს – განცხადება

“ყვარლის ბაგა” მიზნობრივი ჯგუფებისთვის ღია კარის დღეებს მოაწყობს – განცხადება

აპრილი 4, 2025
სად გავისეირნოთ, ბავშვებთან ერთად თბილისში?

სად გავისეირნოთ, ბავშვებთან ერთად თბილისში?

აპრილი 3, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
როგორ შევინახოთ ხილი და ბოსტნეული რათა დარჩეს სუფთა და გემრიელი?

როგორ შევინახოთ ხილი და ბოსტნეული რათა დარჩეს სუფთა და გემრიელი?

აპრილი 4, 2025
როგორ დავთრგუნოთ შიმშილი? – როცა წონის დაკლება გინდათ

როგორ დავთრგუნოთ შიმშილი? – როცა წონის დაკლება გინდათ

აპრილი 4, 2025
საუკეთესო ქართული ემიგრანტული ჯგუფები და ფორუმები

საუკეთესო ქართული ემიგრანტული ჯგუფები და ფორუმები

3 აპრილი 2025
ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტი თბილისში — ბილეთების გაყიდვა იწყება

ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტი თბილისში — ბილეთების გაყიდვა იწყება

აპრილი 4, 2025
როგორია ვალუტის კურსი დღეს — დოლარი, ევრო, გირვანქა სტერლინგი, ლირა და სხვა ვალუტები

როგორია ვალუტის კურსი დღეს — დოლარი, ევრო, გირვანქა სტერლინგი, ლირა და სხვა ვალუტები

აპრილი 4, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
spot_img

ხშირად ნახვადი