ხუთშაბათი, აპრილი 17, 2025
spot_img
მთავარიგანათლებაპირველად მსოფლიო ისტორიაში NASA-მ ქართველი მხატვრის ნახატის ციფრული ასლი მთვარეზე გაგზავნა

პირველად მსოფლიო ისტორიაში NASA-მ ქართველი მხატვრის ნახატის ციფრული ასლი მთვარეზე გაგზავნა

პირველად მსოფლიო ისტორიაში NASA-მ ქართველი მხატვრის ნახატის ციფრული ასლი მთვარეზე გაგზავნა.
საუბარია ბრუნო ვეფხვაძის ნახატის – „რომაული გაზაფხულის“ ციფრულ ასლზე. თავად ნახატი Sotheby’s აუქციონზე 30 000 დოლარად გაიყიდა.

ბრუნო ვეფხვაძემ „რომაული გაზაფხული” ორი წლის წინ თბილისში დახატა და როგორც თავად აღნიშნა, მაშინ არც კი უფიქრია, რომ მის ნამუშევარს მთვარეზე გაუშვებდნენ.

„ყოველ გაზაფხულზე აყვავებულ ხეებს როცა ვუყურებდი, ყოველთვის მინდოდა ამ სილამაზის ტილოზე აღბეჭდვა და დავხატე ეს აყვავებული ნუშის ტოტები… სურათი სახელად „რომაული გაზაფხული“, საერთოდ არ არის კავშირში იტალიასთან. ლარნაკში მოთავსებულია თბილისის გარეუბანში შეგროვებული ყვავილები”, – განაცხადა ვეფხვაძე.

მისი თქმით, ნახატს მთვარისკენ გზა გაუხსნა ამერიკული საერთაშორისო სახელოვნებო და საგანმანათლებლო ორგანიზაცია „ხელოვნების აღორძინების ცენტრის” მიერ ჩატარებულ კონკურსში გამარჯვებამ.

„ხელოვნების აღორძინების ცენტრი” ყოველ წელს ატარებს მსოფლიოში ყველაზე მასშტაბურ და პრესტიჟულ კონკურსს რეალისტური სახვითი ხელოვნების დარგში, რომელშიც სხვადასხვა ქვეყნის მხატვრები მონაწილეობენ.

READ  "ჰობიტონი", საბავშვო ბაღი ლისის ტბასთან - თქვენი შვილების თავგადასავლებით სავსე სამყარო ეკომეგობრულ გარემოში
მსგავსი პოსტები

[fetch_posts]

spot_img

ხშირად ნახვადი