კვირა, მაისი 24, 2026
Google search engine
მთავარიინტერვიუ„ძალიან მაღალია ალბათობა, სკოლაში შესულ 5-წლიან ბავშვებს სხვადასხვა პრობლემები ჰქონდეთ“ – რა...

„ძალიან მაღალია ალბათობა, სკოლაში შესულ 5-წლიან ბავშვებს სხვადასხვა პრობლემები ჰქონდეთ“ – რა საფრთხეებზე მიუთითებს დაჩი ნანობაშვილი

საქართველოს სახალხო დამცველის უახლეს ანგარიშში, რომელიც პარლამენტს 20 ოქტომბერს წარედგინა ვკითხულობთ: “2022 წელს გამოიკვეთა პირველკლასელი ბავშვების მშობლების მიერ მოსწავლის სტატუსის შეჩერების შესახებ განცხადებების წარდგენის ტენდენცია, რომლის მიხედვით, მათ შვილებს არ ჰქონდათ სასკოლო მზაობა”.

მასწავლებლობის 24-წლიანი გამოცდილების მქონე დაწყებითი კლასების პედაგოგი კი EDU.ARIS.GE-სთან ამბობს, რომ ის არ შეხვედრია პედაგოგს ან ფსიქოლოგს, რომელიც მხარს უჭერს და ეთანხმება სკოლაში 5 წლის ასაკის ბავშვის შესვლას, რადგან არსებობს კონკრეტული საფრთხეები და მეტიც, “ამ ბავშვებს შუბლზე აწერიათ, რომ ისინი მზად არ არიან სკოლისათვის, მათ თამაში უნდათ”.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მშობელმა იცოდეს იმ საფრთხეების შესახებ, რომელიც ხუთწლიანი ბავშვის სკოლაში შესვლასთან მიმართებით არსებობს“,  – ასეთია დაწყებითი კლასებისა და “ტელესკოლის” მასწავლებლის, მასწავლებლის ეროვნული ჯილდო 2018-ის ფინალისტის, დაჩი ნანობაშვილის პოზიცია სასკოლო ასაკის ცვლილებასთან დაკავშირებით, რომელსაც განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო იმ არგუმენტით ამყარებს, რომ გადაწყვეტილების მიღებამდე კონსულტაციები გაიარეს ფსიქოლოგებთან, სპეციალისტებთან და თანაც, 5-წლიანი ბავშვის სკოლაში შესვლა არა სავალდებულო, არამედ ნებაყოფლობითი იქნება მშობლებისთვის.

დაჩი ნანობაშვილი დეტალურად გვიხსნის, როგორც მოსალოდნელ საფრთხეებს, ასევე გვთავაზობს ამ პრობლემის გადაწყვეტის საკუთარ ხედვასაც და მშობლებს ხისტ, მაგრამ კონკრეტულ რჩევას აძლევს.

– განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, ბოლო წლებში რამდენჯერმე უკვე შეიცვალა ბავშვის სასკოლო ასაკი და გვპირდებიან, რომ „ბოლო გაჩერება“ 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებული ბავშვების სკოლაში შესვლის უფლების დაკანონება იქნება. თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ, არსებობს საამისო საფუძვლები, თუ ეს გადაწყვეტილება „მონდომებული“ მშობლების მოთხოვნამ უფრო განაპირობა?

– სასკოლო ასაკის 31 დეკემბრამდე გადაწევა, ეს არახალი ამბავია და რამდენიმე ათეული წლის წინ ჩვენ ეს ეტაპი უკვე გავიარეთ. მაშინაც ასე იყო, რომ მშობლების დიდი ნაწილი, ვისი შვილებიც დაბადებული იყვნენ 2, 3, 5, 10 სექტემბერს, ითხოვდნენ, რომ მათი შვილები მიეღოთ სკოლაში. მათი არგუმენტი იყო, რომ „ორი-სამი დღე ან ერთი კვირა რას ცვლის“. როდესაც დაუშვეს ასეთი ბავშვები სკოლაში, ამის შემდეგ, ადვილი გამოსაცნობია ალბათ, რომ მოთხოვნა უკვე იმ მშობლებისგან წამოვიდა, ვისი შვილებიც დაბადებული იყვნენ ოქტომბერში, ნოემბერში და მათი არგუმენტი იყო ის, რომ „ერთი და ორი თვე რას ცვლის“. დაახლოებით იგივე ეტაპს გავდივართ ახლაც. მშობლები ისევ ითხოვენ, რომ მათი შვილები მიიღონ სკოლაში და არ მინდა დავიჯერო, რომ სამინისტრო მხოლოდ ამიტომ იღებს ამ გადაწყვეტილებას. ალბათ არსებობს მყარი არგუმენტები, უბრალოდ მე ჯერ ეს არგუმენტები არ მომისმენია.

READ  როდის უნდა დავდგათ ნაძვის ხე, რომ სიყვარული, იღბალი და ფინანსები მოვიზიდოთ

– რამდენი წელია, რაც დაწყებითი კლასების მასწავლებელი ხართ? არის თუ არა პრობლემა არასრული სასკოლო ასაკის პირველკლასელებში სასკოლო მზაობა და რაში გამოიხატება აღნიშნული, თქვენი დაკვირვებითა და მაგალითებით რომ აგვიხსნათ… განათლების მინისტრს ასეთი სიტყვებიც უთხარით, „ბავშვების უმეტესობას შუბლზე აწერია, რომ არ არის სკოლისთვის მზად“…

– 24-ე წელია, რაც დაწყებით კლასებს ვასწავლი. მე როცა დავიწყე სკოლაში მუშაობა, მაშინ 31 დეკემბრამდე დაბადებული ბავშვების სკოლაში შესვლა დაშვებული იყო. თავიდანვე მიჭირდა 5-წლიანებთან საერთო ენის გამონახვა და გაცილებით უფრო ადვილად ვამყარებდი კომუნიკაციას 6-წლიან ბავშვებთან. მე ამას საკუთარ გამოუცდელობას ვაბრალებდი, თუმცა კოლეგებთან კონსულტაციის, ფსიქოლოგებთან გასაუბრებისა და სხვადასხვა ლიტერატურის წაკითხვის შემდეგ მივხვდი, რომ ძალიან მაღალია ალბათობა, 5-წლიან ბავშვებს სხვადასხვა ტიპის პრობლემები ჰქონდეთ. ხაზგასმით მინდა ვთქვა, ეს არ ნიშნავს, რომ აუცილებლად აკადემიური კუთხით იქნება პრობლემები, არა. აქ სხვა მზაობაზეა საუბარი, ბავშვებს, რომლებიც ჯერ კიდევ პატარები არიან, უჭირთ დიდხანს ერთ ადგილზე გაჩერება, ხშირად ყურადღება ეფანტებათ, ძნელად აკონტროლებენ თავიანთ ემოციებს და ა.შ.

ეს პრობლემები არ არის მხოლოდ პირველ კლასში. სასწავლო წლის დასაწყისში მე შევსულვარ ახალ კლასშიც, მაგალითად მეოთხე ან მეხუთე კლასში ბავშვებთან, რომელებსაც იქამდე არ ვიცნობდი და იქაც კი, ერთ კვირაში შემეძლო მეთქვა, გამომეცნო, რომელი ბავშვი იყო სკოლაში მისული 5 წლის, რადგან მათ მართლა შუბლზე აწერიათ, რომ ისინი პატარები არიან და თამაში უნდათ. მათი ქცევა პირდაპირ გვეუბნება ამას. ასე რომ, მე, როგორც პედაგოგს, მქონდა შეხება ასეთ მოსწავლეებთან და თვითონ შემიძლია ვთქვა, ძალიან მაღალია ალბათობა იმისა, რომ ბავშვს სხვადასხვა ტიპის პრობლემა ჰქონდეს. კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ, შეიძლება, ეს არ იყოს აკადემიური კუთხით, მაგრამ სხვა ბევრი პრობლემა არსებობს, რის გამოც მშობლებს ვურჩევ, რომ 5 წლის ასაკში ბავშვები სკოლაში არ მიიყვანონ.

– განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ამბობს, რომ არასრული ექვსი წლის ბავშვის სკოლაში შესვლა არ იქნება სავალდებულო და მშობელს/მეურვეს არჩევანის უფლება ექნება. როგორ ფიქრობთ, გაუძლებენ მშობლები ცდუნებას, მათი შვილი დროზე ადრე გახდეს პირველკლასელი?

READ  სისხლიანი დაპირისპირება გორის სკოლის მოსწავლეებს შორის – „უნდა გვიშველოს ვინმემ, აქ ქუჩური მენტალიტეტის მოსწავლეები სწავლობენ“

– ის ფაქტი, რომ ხუთწლიანი ბავშვების სკოლაში მისვლა სავალდებულო არ არის, ეს ძალიან კარგია, თუმცა მშობლების ინფორმირება უნდა მოხდეს იმ საფრთხეების შესახებ, რომელიც არსებობს ხუთწლიანი ბავშვების სკოლაში შესვლასთან ერთად. მნიშვნელოვანია, რომ არა მხოლოდ ჩვენგან, პედაგოგებისგან, ფსიქოლოგებისაგან იგებდნენ ამას, არამედ სამინისტრომაც უთხრას ამ საფრთხეების შესახებ. როგორც მე ვიცი, სამინისტროში შეიკრიბა ჯგუფი ფსიქოლოგების, მეთოდისტების, რომლებმაც ისაუბრეს ამ საკითხთან დაკავშირებით და მიიღეს გადაწყვეტილება. იქ აუცილებლად იქნებოდა საუბარი იმ საფრთხეების შესახებ, რომელიც თან ახლავს ხუთწლიანი ბავშვების სკოლაში მისვლას, უბრალოდ, როგორც ჩანს, საპირწონედ უფრო მყარი არგუმენტები იყო. ამ შემთხვევაში, მე ვფიქრობ, რომ ზუსტად იმ საფრთხეების შესახებ უნდა ისაუბროს სამინისტრომ, რომლებიც არსებობს და უთხრას მშობელს, რომ მათ არ ეგონოთ, რადგან სამინისტრომ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო, საფრთხეები არ არსებობს. ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია მშობლების ინფორმირება როგორც პედაგოგების, სპეციალისტებისა და ფსიქოლოგების მხრიდან, ასევე სამინისტროსგანაც.

– რა შეუძლია მშობელს გააკეთოს იმის დასადგენად არის თუ არა პატარა მზად სკოლაში შესვლისთვის, რა ქმედითი ნაბიჯების გადადგმაა საამისოდ შესაძლებელი და თქვენ თავად რას ურჩევდით?

– რა თქმა უნდა, შესაძლებელია, რომ მზაობის ტესტი გაიაროს ბავშვმა და ამის საშუალება სკოლაშიც არსებობს, თუმცა ვფიქრობ, ასე ერთჯერადად არასრული სურათი მიიღება და საფრთხეები მაინც არსებობს იმის, რომ გარკვეული პრობლემები ბავშვს ჰქონდეს. ამიტომ, ჩემი რჩევა იქნება, რომ უბრალოდ არ მიიყვანონ 5 წლის ასაკში ბავშვები სკოლაში. ალბათობა არის ძალიან მაღალი, რომ ბავშვს ჰქონდეს სხვადასხვა ტიპის პრობლემები.

– ხომ არ იყავით ჩართული სასკოლო ასაკის ცვლილების გადაწყვეტის პროცესში, როგორც მასწავლებელი? ან იქნებ იმ ფსიქოლოგებსა და ჯგუფის წევრებს იცნობთ/ინფორმაცია გაქვთ, ვისთანაც განათლების მინისტრის თქმით, აქტიური კონსულტაციები გაიარეს…

– არა, მე არ ვყოფილვარ ამ პროცესებში ჩართული და არ ვიცნობ არავის, ვინც ამაში იღებდა მონაწილეობას. მეტიც, მე არ ვიცნობ ისეთ დაწყებითი კლასების პედაგოგს და არც ფსიქოლოგს, ვინც იტყვის, რომ ცალსახად, ხუთწლიანი ბავშვის სკოლაში მისვლა არ არის პრობლემური. პირიქით, მე ყოველთვის ვიგებ ერთსა და იმავეს, რომ ძირითადი ქცევითი პრობლემები არის ზუსტად ამ ხუთწლიანი ბავშვების შემთხვევაში და ზოგადად, იმ ბავშვებისგან მოდის პრობლემები ვისი მზაობას არ არის სკოლისთვის სათანადო.

READ  ელექტრონულ ჟურნალში კორექტირების შეტანა მასწავლებლებს 12 იანვრის ჩათვლით შეუძლიათ

– და ბოლოს, თქვენ როგორ გადაწყვეტდით აღნიშნულ პრობლემას თუ საკითხს, რა იქნებოდა თქვენი მიდგომა ან ხომ არ გეგულებათ საერთაშორისო პრაქტიკის მაგალითი, რომელსაც გამოიყენებდით?

– დიახ, მიფიქრია ამ პრობლემის მოგვარებაზე და ერთ-ერთი გამოსავალი მგონია ის, რომ ხუთწლიან ბავშვებზე სწავლის დაწყების შემდეგ დაკვირვება მოხდეს. ვთქვათ სამი კვირის, ან ერთი თვის განმავლობაში დაკვირვება და ის ბავშვები დარჩნენ სკოლაში, რომლებიც მზად ჩაითვლებიან სკოლისთვის. ასეთი კი ვფიქრობ, რომ ძალიან ცოტა იქნებიან. ხოლო ის დიდი ნაწილი, ვისთვისაც ჯერ ადრეა სკოლაში მისვლა, დაბრუნდნენ ბაღში. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რომ ბავშვების თავიდანვე შემზადება იმისათვის, რომ ისინი შეიძლება ბაღში დაბრუნდნენ. აქ ფსიქოლოგის ჩართულობა იქნება საჭირო, სწორად მიწოდება ბავშვებისთვის იმ ინფორმაციის, თუ სად მიდიან, რისთვის მიდიან და ეს უნდა მოხდეს ისე, რომ ბავშვებისთვის არ იყოს ტრავმული, აქაც მშობლებს აუცილებლად დასჭირდებათ დახმარება.

author avatar
SheniGanatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
SheniGanatleba.ge
SheniGanatleba.gehttps://sheniganatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები

[fetch_posts]

spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.