შაბათი, სექტემბერი 27, 2025
spot_img
მთავარიგანათლებაპირველი დღე უნივერსიტეტში: როგორ ვადაპტირდეთ ახალ გარემოში

პირველი დღე უნივერსიტეტში: როგორ ვადაპტირდეთ ახალ გარემოში

მეგობრების და ახალი ნაცნობების შეძენა ხანდახან შესაძლებელია, რთული იყოს. არ აქვს მნიშვნელობა რა ასაკის ხართ, პირველკურსელი სტუდენტები ამ მხრივ მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე დგებიან. ახალი გარემო, ახალი მეგობრები და თავის დამკვიდრების სხვადასხვა შესაძლებლობები. იმის მიხედვით, რომ ყოველივე ეს არც თუ ისე მარტივი საქმეა, გთავაზობთ რჩევებს, რომლებიც დაგეხმარებათ ადამიანებთან მარტივად კომუნიკაციასა და სტრესის მოხსნაში.

პირველკურსელებისთვის კოლეჯის პირველი დღე ხშირად იწვევს ნერვიულობას, მაგრამ ამის დაძლევა შესაძლებელია მცირე ხრიკებით: შეეცადეთ წინასწარ მოამზადოთ საჭირო ნივთები და ჩაიცვათ კომფორტულად, რათა თავიდან აიცილოთ ზედმეტი სტრესი; იფიქრეთ იმაზე, რომ ყველა თქვენსავით ახალი გარემოს წინაშე დგას და ბევრს იგივე შიში აქვს; მიეცით თავს უფლება, გაიცნოთ ახალი ადამიანები მცირე მისალმებითა და ღიმილით, რაც დაგეხმარებათ სწრაფად დაამყაროთ კონტაქტი; და ბოლოს, შეინარჩუნეთ პოზიტიური ფოკუსი — ეს მხოლოდ დასაწყისია და ყოველდღე უფრო მარტივი გახდება.

იყავით მეგობრულები, გაიცანით თქვენი კურსელები – თქვენი ჯგუფელების გაცნობა ერთ-ერთი საუკეთესო გზაა ახალი კონტაქტების დასამყარებლად. თქვენი უნივერსიტეტის გამოცდილების პირველი რამდენიმე დღის დაუფლება საკვანძოა კარგი დასაწყისისთვის, როგორც საგანმანათლებლო, ისე პიროვნულად. სცადეთ, გაიღიმოთ, იყავით მეგობრული და ბედნიერი – ეს არის მეცნიერულად დადასტურებული გზა, რომ გახდეთ უფრო საყვარელი და ეს ასევე წაახალისებს სხვებს, რომ გიპასუხონ სწორედ იგივე დამოკიდებულებით, რასაც თქვენ გასცემთ.

ეცადეთ იყოთ კომუნიკაბელურები, წახვიდეთ ყველგან სადაც დაგპატიჟებენ – ასე შეძლებთ ახალ წრეებში მოხვედრას, საინტერესო კონტაქტების დამყარებას. გაიცნობთ ახალ ადამიანებს და დააგროვებთ საინტერესო გამოცდილებას. ამის შემდეგ გართობის პარალელურად შეძლებს, კარგად წარმოაჩინოთ საკუთარი თავი და შემდგომ გაფილტროთ წრე და სიტუაცია თქვენი ინტერესების მიხედვით.

მუდამ მზად იყავით ახალი, საინტერესო გამოწვევებისთვის – გამოცდილება, ახალი გარემო და ურთიერთობები დაგეხმარებათ მოგონებების დაგროვებაში. ახალი სიტუაციები და გამოწვევები , მეტად სხარტს გაგხდით და თქვენს საზოგადოებასთან ადაპტირებასაც ხელს შეუწყობს. იარეთ საჯარო შეხვედრებზე, ინფორმაციულ საღამოებზე. სცადეთ ყველა ახალი ჯგუფი რათა საკუთარი თავისა თუ ინტერესების პოვნა მეტად გაგიმარტივდეთ.

READ  ადამიანური სამუშაო ძალა ჯერ კიდევ ბევრად იაფია, ვიდრე ხელოვნური ინტელექტი - MIT-ის აღმოჩენა

მუდამ თან იქონიეთ ბლოკნოტი და საწერი კალამი – ეს ქმედება დაგეხმარებათ იყოთ მეტად მობილიზებული, გააკეთეთ მნიშვნელოვანი ღონისძიებებისა თუ საგნების შესახებ ჩანაწერები, რადგან შემდგომში არ გამოგრჩეთ ან არ დაგავიწყდეთ.

ეცადეთ შეიძინოთ, ერთი კარგი მეგობარი – ახალი არ არის,რომ ადამიანი რომელიც მუდამ შენს გვერდითა, მხარს გიჭერს ცხოვრებისეულ გადაწყვეტილებებში და გიმსუბუქებს რთულ პერიოდებს, ყველა ადამიანის ცხოვრებაში საჭირო და მნიშვნელოვანია. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ცხოვრების ახალ ეტაპზე გადადიხართ. იპოვეთ ისეთი ადამიანი ვისთანაც საკუთარი თავის რეალური ვერსია იქნებით, ის ვინც ნამდვილად ხართ. ორივეს ერთად ბევრად გაგიმარტივდებათ ახალ გარემოში ადაპტირება და მეგობრებისა თუ საერთო წრის შექმნა, შეძენა.

იმედია, მოცემული რჩევები დაგეხმარებათ სტრესის დაძლევაში და ახალი მეგობრების გაჩენაში.

ასევე ნახეთ: „მარტივი რიტუალი პრობლემებისგან თავის დასაღწევად…“ – რას გვირჩევს ასტროლოგი

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
author avatar
SheniGanatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
SheniGanatleba.ge
SheniGanatleba.gehttps://sheniganatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები

[fetch_posts]

spot_img

ხშირად ნახვადი