პროექტ – „პროფესია პოლიციელის“ ფარგლებში, სკოლის მოსწავლეები საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს ეწვივნენ

პროექტ – „პროფესია პოლიციელის“ ფარგლებში, სკოლის მოსწავლეები საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს ეწვივნენ | შენი განათლება
2 წუთიანი წაკითხვა
#image_title

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს, პროექტ – „პროფესია პოლიციელის“ ფარგლებში, განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს ბაზაზე, ქ. თბილისის N190-ე და N181-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ.

ვიზიტის მიზანი იყო მოსწავლეებისთვის სამსახურის საქმიანობის, მისი ფუნქციური სტრუქტურისა და ქვეყნის უსაფრთხოების სისტემაში მისი როლის გაცნობა. მოსწავლეებმა ადგილზე გაიგეს, როგორ მუშაობენ მეხანძრე-მაშველები სხვადასხვა ტიპის საგანგებო სიტუაციაში.

ღონისძიების ფარგლებში მათთვის მოწყობილი იყო სხვადასხვა მიმართულების საჩვენებელი სწავლება: ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიაციულ და ბირთვულ ინციდენტებზე რეაგირება, სამთო-სამაშველო და ურბანული ოპერაციები, ასევე,მანქანის ხანძრის ქრობის პროცესი. გარდა ამისა, მოეწყო სამაშველო ბატუტის შესაძლებლობების დემონსტრირებაც. საჩვენებელი ღონისძიება მაშველი ძაღლის მიერ სიმულაციური სამაშველო ოპერაციის ჩატარების ჩვენებით დასრულდა.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

ვიზიტის ფარგლებში მოსწავლეებმა დაათვალიერეს სახანძრო-სამაშველო ტექნიკისა და აღჭურვილობის გამოფენაც, რომელიც სპეციალურად მათთვის იყო მოწყობილი.

- Advertisement -
shenivacancia.geshenivacancia.ge

შინაგან საქმეთა სამინისტრო, განათლების სამინისტროსთან თანამშრომლობით, აგრძელებს კამპანიას „პროფესია პოლიციელი“. მისი მიზანია ახალგაზრდებისთვის საპოლიციო საქმიანობაზე ინფორმაციის მიწოდება და პროფესიის პოპულარიზაცია. კამპანია წლის ბოლომდე გაგრძელდება და მასში 4000-მდე მოსწავლე ჩაერთვება.

ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

სევე ნახეთ:

რომელ დღეებში ჯობს ნაძვის ხის დადგმა, რომ სახლში ფინანსური წარმატება მოიზიდოთ

როდის ენიშნება არასრულწლოვანს პენსია და ვინ ითვლება მარჩენალდაკარგულად

- Advertisement -
SheniAmbebi.geSheniAmbebi.ge

ქალი მასწავლებელი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
სკანირება
QR კოდი
სტატიის ციტირება · HOW TO CITE

შენი განათლება. (2025). პროექტ – „პროფესია პოლიციელის“ ფარგლებში, სკოლის მოსწავლეები საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს ეწვივნენ. 2 დეკემბერი, 2025. https://sheniganatleba.ge/პროექტ-პროფესია-პოლიცი/

© 2025 შენი განათლება  ·  Public Health Institute of Georgia (PHIG)  ·  კონფიდენციალობა  ·  Cookie
სკანირება
QR კოდი
sheniganatleba.ge

სტატიის ციტირება

READ  თბილისის ერთ-ერთ სკოლაში „წიწაკის სპრეი“ გაუშვეს – ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარება და პოლიცია

შენი განათლება. (2025). პროექტ – „პროფესია პოლიციელის“ ფარგლებში, სკოლის მოსწავლეები საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს ეწვივნენ. 2 დეკემბერი, 2025. https://sheniganatleba.ge/პროექტ-პროფესია-პოლიცი/

სტატიის ციტირება
შენი განათლება. პროექტ – „პროფესია პოლიციელის“ ფარგლებში, სკოლის მოსწავლეები საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს ეწვივნენ [Internet]. თბილისი: Sheniganatleba.ge; 2025 [ციტირებულია: 2026 სექ 13]. ხელმისაწვდომია: https://sheniganatleba.ge/%e1%83%9e%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%94%e1%83%a5%e1%83%a2-%e1%83%9e%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%a4%e1%83%94%e1%83%a1%e1%83%98%e1%83%90-%e1%83%9e%e1%83%9d%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%aa%e1%83%98/
sheniganatleba.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი განათლება — სწავლა და სკოლები · PHIG · Sheni Network