კვირა, მაისი 24, 2026
Google search engine
მთავარიგანათლებარაზე არ უნდა ესაუბროთ ChatGPT-ს - იურისტი და OpenAI-ს აღმასრულებელი დირექტორი მომხმარებლებს...

რაზე არ უნდა ესაუბროთ ChatGPT-ს – იურისტი და OpenAI-ს აღმასრულებელი დირექტორი მომხმარებლებს აფრთხილებს

წარმოიდგინეთ, დანაშაული რომ ჩაიდინოთ და კანონთან დაკავშირებული რჩევისთვის ChatGPT-ს მიმართოთ — დეტალებსა და მტკიცებულებებს გაუზიარებთ, ჩატბოტთან ეს მიმოწერა კი შეიძლება სასამართლოში თქვენ წინააღმდეგ გამოიყენონ.

სემ ალტმანმა, OpenAI-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, ცოტა ხნის წინ თეო ვონის პოდკასტში ისაუბრა და კონფიდენციალურობის საფრთხეებსაც გაუსვა ხაზი.

მისი თქმით, მსგავს თემებზე ჩატბოტთან საუბარი დიდი შეცდომაა, რადგან ადვოკატთან კომუნიკაციისგან განსხვავებით კონფიდენციალურობას ამ შემთხვევაში კანონი არ იცავს.

ალტმანის თქმით, თუკი სასამართლო მოითხოვს, OpenAI ვალდებული იქნება, მას თქვენი ჩატი მიაწოდოს.

“თუკი ახლა ფსიქოთერაპევტს, ადვოკატს ან ექიმს ესაუბრებით, იურიდიული პრივილეგია გაქვთ. ამ შემთხვევაში ექიმისა და პაციენტის კონფიდენციალურობა არსებობს. ეს კანონით დაცული კონფიდენციალურობაა. ChatGPT-სთან საუბრის შემთხვევაში ეს საკითხი ჯერჯერობით არ მოგვიგვარებია”, — თქვა ალტმანმა.

საკითხს ჯესი ბანდი, იურიდიული ფირმის Creative Counsel ადვოკატი, გამოეხმაურა. მისი თქმით, თავად და სხვა ადვოკატები “წელზე მეტია” აფრთხილებენ ხალხს, რომ იურიდიული მიზნებისთვის ChatGPT-ს გამოყენებამ შეიძლება სავალალო შედეგები გამოიღოს.

“თუკი ჩატბოტს კონტრაქტებს აწვდით, იურიდიულ კითხვებს უსვამთ ანდა სტრატეგიას სთხოვთ, რეალურად იურიდიულ რჩევებს არ იღებთ”, — დაწერა იურისტმა X-ზე — “ამ დროს მტკიცებულებებს ქმნით, რომელთა აღმოჩენაც შესაძლებელი იქნება. არანაირი ადვოკატი-კლიენტის პრივილეგია არ გაქვთ, არანაირი კონფიდენციალურობა, არანაირი ეთიკური ვალდებულება, ვერავინ დაგიცავთ”.

მისი თქმით, ჩატბოტთან საუბარი პირადი, უსაფრთხო და მოსახერხებელი შეიძლება ჩანდეს, თუმცა ჩვენი დაცვა ადვოკატებს ევალებათ და არა ChatGPT-ს. მეტიც, ეს ჩატბოტი შეიძლება ჩვენ წინააღმდეგაც იქნას გამოყენებული.

ბანდის საპასუხოდ განსხვავებული მოსაზრებებიც გაჩნდა. მალტე ლანდვერმა, AI-ს მიმართულებით მომუშავე სპეციალისტმა, დაწერა: “ვფიქრობ, ორივეა, არა? სამართლებრივ რჩევასაც იღებ და მტკიცებულებებსაც ქმნი, თუმცა ერთი მეორეს არ გამორიცხავს”.

იურისტი ამ მხრივ ChatGPT-ს “მომსახურებას” სამართლებრივ რჩევას მაინც არ უწოდებს და ამას შემდეგნაირად ასაბუთებს:

“სამართლებრივ რჩევას ლიცენზირებული პროფესიონალი გასცემს, რომელსაც თქვენი კონკრეტული ფაქტები, მიზნები, რისკები და იურისდიქცია ესმის. იგი ამაზე პასუხისმგებელიცაა”, — განმარტავს ბანდი — “ChatGPT ენობრივი მოდელია. იგი ისეთ სიტყვებს აგენერირებს, რომლებიც კანონზომიერებების საფუძველზე სწორი ჩანს, თუმცა არ იცის თქვენი სიტუაცია და არც იმაზე აგებს პასუხს, თუ შეცდება”.

READ  ელექტრონულ ჟურნალში კორექტირების შეტანა მასწავლებლებს 12 იანვრის ჩათვლით შეუძლიათ

ცნობისთვის, OpenAI-ს ამჟამად სასამართლო დავა აქვს The New York Times-თან. კომპანია ცდილობს, ამ გაზეთსა და სხვა მოსარჩელეებს საშუალება არ მისცეს, მომხმარებელთა ჩატები მოიპოვონ — მათ შორის უკვე წაშლილი ჩატებიც. ალტმანის თქმით, სანამ სასამართლო საპირისპიროს არ გადაწყვეტს, კანონიერად ამ საუბრების მოთხოვნა შესაძლებელია.

წინასწარ ვერავინ ვიტყვით, როგორ შეძლებს OpenAI ჩვენი მონაცემების დაცვას, თუმცა ერთი რამის გათვალისწინება მაინც შეგიძლიათ: ChatGPT-ს ყველაფერზე ნუ დაელაპარაკებით. წყარო

ასევე წაიკითხეთ:  სულ მეშინია, ჩემი მოგონებებიდან მამაჩემის სახე არ წაიშალოს.. უშეცდომო ცხოვრება ძალიან უინტერესო იქნებოდა“ – ნანკა კალატოზიშვილი

4 ქალის ისტორია, რომელთა საფლავებთან მიახლოება დღემდე ეშინიათ

დაგაინტერესებთ: არ მოტყუვდეთ❗️Greentest-ის მსგავსი ტესტერები არ ზომავს ნიტრატების რაოდენობას – გიორგი ფხაკაძის სკანდალური განცხადება

ასევე ნახეთ: რა ემართება თქვენს ორგანიზმს, თუ 7 დღის განმავლობაში ნივრისა და თაფლის ნარევს მიირთმევთ

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

 

 

author avatar
SheniGanatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
SheniGanatleba.ge
SheniGanatleba.gehttps://sheniganatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები

[fetch_posts]

spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.