რას აღნიშნავს ქართულ ფულზე გამოსახული ცხოველები – ეს ბევრმა არ იცის

რას აღნიშნავს ქართულ ფულზე გამოსახული ცხოველები – ეს ბევრმა არ იცის | შენი განათლება
2 წუთიანი წაკითხვა
#image_title

ქართული მონეტები და კუპიურები ორიგინალური დიზაინით გამოირჩევა. განსაკუთრებულობით ხასიათდება მონეტები, რომლებზეც ნომინალისა და ეროვნული გერბის გარდა, გამოსახულია ისტორიისა და კულტურის ფრაგმენტები.

ბევრი ქართველი იმდენად არის შეჩვეული ფულის სამომხმარებლო ფუნქციას, რომ ყურადღებას არ აქცევს მის დიზაინს, იმავდროულად კი, ტურისტებს ყოველთვის აინტერესებთ მათზე დატანილი გამოსახულებების ისტორია და მნიშვნელობა.

5 თეთრიანი

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

ნომინალის მონეტის შუბლზე, მის ზედა მონაკვეთში, გამოსახულია ლომის ფიგურა (ალაზნის ველზე ერთ-ერთ გორასამარხში არქეოლოგთა მიერ აღმოჩენილი მცირე ზომის ლომის ოქროს ქანდაკება), რ-ის ქვეშ გამოსახულია ნომინალის აღმნიშვნელი ციფრი 5, ხოლო ქვედა მონაკვეთში წარწერაა – თეთრი. მონეტის დიამეტრია 20 მმ, სისქე – 1,32 მმ, მასა – 2,5 გ.

- Advertisement -
shenivacancia.geshenivacancia.ge

10 თეთრიანი

ნომინალის მონეტის შუბლზე, შუა არეში, გამოსახულია ლომზე ამხედრებული ფეხშიშველა მამაკაცის ფიგურა, წმინდა მამაი (XI ს. დასაწყ. მოოქრული ვერცხლის ტონდო გელათის მონასტრიდან), რ-საც მარჯვ. ხელში ჯვარი უჭირავს, ტანთ ნაოჭებიანი გრძელი სამოსი აცვია; ლომის ფაფარი და აწეული კუდის ბოლო დეკორატიულადაა დამუშავებული; ფიგურის მარჯვ. მონაკვეთში გამოსახულია ნომინალის აღმნიშვნელი რიცხვი 10, ხოლო ქვემოთ წარწერაა – თეთრი. მონეტის დიამეტრია 22 მმ, სისქე – 1,27 მმ მასა – 30 გ.

20 თეთრიანი

ნომინალის მონეტის შუბლზე შუა არეში, გამოსახულია ხარირმის ფიგურა (ფიროსმანის სურათის დეტალი), რ-ის მარცხნივ გამოსახულია ნომინალის აღმნიშვნელი რიცხვი 20, ხოლო ქვეშ წარწერაა – თეთრი. მონეტის დიამეტრია 25 მმ სისქე – 1,62 მმ, მასა – 50 გ.

50 თეთრიანი

- Advertisement -
SheniAmbebi.geSheniAmbebi.ge

2006 წლის გამოშვების ვერცხლისფერი მონეტა შედგება სპილენძ-ნიკელისაგან და მისი დიამეტრი 24 მმ-ი, ხოლო წონა 6,5 გ-ია ავერსზე გამოსახულია საქართველოს სახელმწიფო გერბი, წარწერა “საქართველო“ და გამოშვების წელი “2006”, ხოლო რევერსზე – ნომინალის აღმნიშვნელი ციფრი “50” და წარწერა “თეთრი”.

სკანირება
QR კოდი
sheniganatleba.ge

სტატიის ციტირება

შენი განათლება. (2025). რას აღნიშნავს ქართულ ფულზე გამოსახული ცხოველები – ეს ბევრმა არ იცის. 20 ივნისი, 2025. https://sheniganatleba.ge/რას-აღნიშნავს-ქართულ-ფულ/

READ  რას ურჩევენ ახალბედა მოსწავლეების მშობლებს ფსიქოლოგები
სტატიის ციტირება
შენი განათლება. რას აღნიშნავს ქართულ ფულზე გამოსახული ცხოველები – ეს ბევრმა არ იცის [Internet]. თბილისი: Sheniganatleba.ge; 2025 [ციტირებულია: 2026 სექ 19]. ხელმისაწვდომია: https://sheniganatleba.ge/%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%a1-%e1%83%90%e1%83%a6%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%a8%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%95%e1%83%a1-%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%97%e1%83%a3%e1%83%9a-%e1%83%a4%e1%83%a3%e1%83%9a/
sheniganatleba.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი განათლება — სწავლა და სკოლები · PHIG · Sheni Network