რომის იმპერიის დაარსების თარიღად ძვ. წ. აღრ. 27 წელი ითვლება, როდესაც ოქტავიანე ავგუსტუსი იმპერატორი გახდა, ხოლო რომი, შესაბამისად იმპერიად გადაიქცა. თუმცა, ეს მხოლოდ სახელის ცვლილება იყო და მანამდე, რომის რესპუბლიკა უკვე არსებობდა. დღეს ბევრს კამათობენ ევროპის რომაულ პერიოდზე, თუმცა ისტორიკოსების უმრავლესობა თანხმდება, რომ ის ძვ. წ. აღრ. 750 წ-ს დაიწყო და ახ. წ. აღრ. V საუკუნის 70-იან წლებამდე გრძელდა. ეს კი, დაახლოებით 1200 წელია, რაც კაცობრიობის ისტორიაში, ძალიან შთამბეჭდავი ხანგრძლივობის პერიოდია.
ასე, რომ, გასაკვირი არ არის, რომ რომაელებმა უდიდესი გავლენა მოახდინეს კაცობრიობის განვითარებაზე და ზოგიერთი რამ, იმ ეპოქიდან დღემდე აქტუალურია:
I. ძველი რომი მანჰეტენზე მჭიდროდ იყო დასახლებული. დღეს ნიუ-იორკის ამ რაიონში 1, 6 მლნ-ზე მეტი კაცი ცხოვრობს და 1 კმ²-ზე სიმჭიდროვე, დაახლოებით, 27846 -ს ტოლია, რაც აშშ-ს მასტაბით ყველაზე მაღალია. თუმცა, ამ მაჩვენებლით, მანჰეტენს, ძველ რომამდე, ბევრი უკლია – ექსპერტების შეფასებით, ავრელიანეს კედელით შემოფარგლულ ტერიტორიაზე, 1 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობდა, ხოლო სიმჭიდროვე, 1 კმ²-ზე — 72150 ადამიანი იყო. ამიტომ, გასაკვირი არ არის, რომ ძველი რომაელები, პირველები იყვნენ, რომლებიც მრავალბინიან სახლებში ცხოვრობდნენ.
II. ძვ. წ. აღრ. I საუკუნისთვის რომაელები აქტიურად იყენებდნენ წყლის ენერგიას — აკვადუკები და წყლის უზარმაზარი ბორბლები, ხშირად გამოიყენებოდა წისქვილის ქვების მოძრაობაში მოსაყვანად. რომის დაცემის შემდეგ, წყლის ენერგიის გამოყენების ცოდნის დიდი ნაწილი დაიკარგა. თუმცა, ჰიდროტექნოლოგია დარჩა და ის ჰიდროენერგეტიკად გარდაიქმნა, რომელზეც დღეს, მსოფლიოში წარმოებული ელექტროენერგიის 16, 4 % და აღდგენადი ენერგიის 71 % მოდის.
III. პარტიული სენატი
თავდაპირველად სენატს მხოლოდ დამკვვირვებლის სტატუსი ჰქონდა და ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესებს (არჩევნები, სასამართლო გარჩევები, კანონის აღსრულება და ა. შ) აკვირდებოდა. მაგრამ, ძვ. წ. აღრ. 146 წ. კართაგენის დამარცხების შემდეგ, სენატი ვიწრო კონსერვატულ პარტიად ჩამოყალიბდა, რომელიც საშინაო და საგარეო პროცესებს აკონტროლებდა. სენატორები თვლიდნენ, რომ ყოველთვის იმას აკეთებდნენ, რაც რესპუბლიკისთვის იყო სასარგებლო და კომპრომისზე არასდროს მიდიოდნენ.
IV. ყველაზე პირველი სავაჭრო ცენტრი, კაცობრიობის ისტორიაში, I საუკუნეში შეიქმნა. ის 150-მდე კერძო მაღაზიას და ოფისს აერთიანებდა და იმპერატორი მარკუს ულპიუს ტრაიანეს საპატივცემულოდ, ტრაიანეს ცენტრის სახელით იყო ცნობილი.
V. რა თქმა უნდა, ასეთ რამეს, ადრე, თუ გვიან, მაინც მოიგონებდნენ. თუმცა, იმისთვის, რომ დღეს საკანალიზაციო სისტემა არსებობს, ძველი რომაელი ინჟინრების მადლიერები უნდა ვიყოთ. მაგრამ, უნდა აღინიშნოს, რომ ის სრულყოფილი ნამდვილად არ ყოფილა: მაგ., საპირფარეშო, ჩვეულებრივ, სამზარეულოში იყო. ხოლო, კედლებიდან გამოშვერილი ტყვიის მილებით, მოწამვლის შემთხვევებიც ხშირი იყო. და მაინც, რომაელები პირველები იყვნენ, ვინც სახლებში საკანალიზაციო მილები შეიყვანეს, რომლებიც პირდაპირი დანიშნულების გარდა, ცხელ სეზონებზე, წყლის ცირკულირებით, ოთახების გასაგრილებლადაც გამოიყენებოდა.
VI. თანამედროვე სტადიონები რომაული პროექტით შენდება
დღეს სტადიონები და სპორტული არენები ისევეა მოწყობილი, როგორც ძველ რომში იყო და აქვე უნდა აღინიშნოს, რომ რომაული სტადიონები, დიზაინით, ძველბერძნული ამფითეატრებისგან განსხვავდებოდა.
VII. რომაელებმა, წყლის წისქვილების გამოყენებით, ფქვილის წარმოებაში, ნამდვილი რევოლუცია მოახდინეს. მათ ასევე, პირველებმა ისტორიაში, საფუარიანი პური ძირითად საკვებ პროდუქტად აქციეს და მცხობელთა გილდიაც კი დაარსეს. ხოლო, როდესაც პურზე მოთხოვნილება გაიზარდა, ცომის მოსაზელი აპარატი გამოიგონეს, რომლის მექანიზმი მოძრაობაში სახედრებით და ცხენებით მოჰყავდათ.
VIII. რომაელები ძალიან მოხერხებული და კარგი მშენებლები იყვნენ და არა მარტო არქიტექტორული მიგნებების, არამედ სამშენებლო მასალების გამოგონების თვალსაზრისითაც. მასალებს შორის, განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ბეტონი, რომლის რეცეპტი, რომის იმპერიის დაშლის შემდეგ, დაიკარგა. მიუხედავად იმისა, რომ დღეს საკმაოდ მსკიცე სამშენებლო მასალები არსებობს, როგორც ექსმერტები ამბობენ, რომის ბეტონი მაინც შეუდარებელი იყო, — ვულკანური ფერფლით შექმნილი ბეტონი, წარმოუდგენლად მტკიცე და ნეიტრალური იყო სხვა ნივთიერებებისადმი და ამინდისა, თუ ბუნებრივი ეროზიებისადმი, დიდი სიმდგრადით გამოირჩეოდა.
IX. ქუჩაში მოძრაობის წესები და სატრანსპორტო ქსელი
პირველი პოლიტიკოსი, ვინც ქალაქის ქუჩებში, წესრიგის დამყარება გადაწყვიტა იულიუს კეისრი იყო. მისი ბრძანებით, ძვ. წ. აღრ. I საუკუნის 50-იან წლებში, ქალაქის ზოგიერთ ქუჩაში ცალმხრივი მოძრაობა შემოიღეს. ხოლო, მზის ამოსვლიდან, – «სამუშაო დღის» (მზის ჩასვლამდე 2 სთ-ით ადრე) ბოლომდე, კერძო ეტლებით გადაადგილება იკრძალებოდა. ქალაქის სტუმრები ვალდებულები იყვნენ საკუთარი სატრანსპორტო საშუალებები ქალაქის მისადგომებთან დაეტოვებინა და ქალაქში ფეხით ევლთ ან ტახტრევანი ექირავებინათ. აკრძალილი იყო ეტლებით მოძრაობა ღამის საათებშიც (კერძო ტრგარსპორტს გადაადგილება მხოლოდ საღამოს საათებში შეეძლო), რადგან ქვაფენილზე ეტლების მოძრაობა ხმაურს იწვევდა და მოსახლეობას დასვენების საშუალებას არ აძლევდა. გარდა ამისა, არსებობდა სპეციალური სამსახური, რომელიც კანონის აღსრულებას აკონტროლებდა. და კიდევ, ზებრა გადასასვლელი, რომლითაც ჩვენ ვსარგებლობთ, ასევე რომაელების მოგონილია.
ამ სფეროში, რომაელების კიდევ ერთი დიდი მიღწევა, გზის ქსელის შექმნა იყო. ეს შეიძლება დაუჯერებლადაც ჟღერდეს, მაგრან ანტიკური ეპოქის დასრულებისას, 1 500 წლის წინ, შეიძლებოდა რომიდან ათენში ან ესპანეთიდან – ეგვიპტეში, გზატკეცილიდან გადაუსვლელად ჩასვლა. ძველმა რომაელებმა ხმელთაშუა ზღვის სანაპიროებთან საგზაო კომუნიკაციის სისტემა შექმნეს და 3 ქვეყნის ნაწილი (ევროპა, აზია, აფრიკა) ერთმანეთთან დააკავშირეს.
X. რომი პირველი იყო, სადაც ხელისუფლების არჩევნებში, ყველა კლასის და ფენის წარმომადგენელი თანაბარი უფლებით მონაწილეობდა. ეს იმიტომ გაკეთდა, რომ ხელისუფლებას ხალხის ხმა გაეგო და მათი წარმომადგენლები უფრო ახლოს ჰყოლადა, რათა მასებში უკმაყოფილების შემთხვევაში, მოლაპარაკება მარტივი და მოსახერხებელი ყოფილიყო.
XI. რომაელი ჯარისკაცები სავეტერანო შეღავათებით სარგებლობდნენ
ისევე როგორც ჩვენს დროში, რომაელ ლეგიონერებსაც, ქვეყნისთვის გაწეული სამსახურის სანაცვლოდ, პენსია და დამატებითი შეღავათები ენიშნებოდათ. კანონის სახე ამ სისტემამ იულიუს კეისრის მმართველობის დროს მიიღო. მან პირველმა შექმნა საპენსიო სისტემა, რომლის მიხედვით, ვეტერანებს, რომლებმაც, მინიმუმ 20 წელი იმსახურეს ჯარში, ჯარისკაცის ხელფასის 13-ჯერ გაზრდილი პენსია ენიშნებოდათ.
XII. იმის გამო, რომ იმპერია სწრაფად იზრდებოდა და მოსახლეობის რაოდენობა მატულობდა, საჭირო იყო მიწათმოქმედების სტრატეგიის შემუშავება, რომ საკვები პროდუქტების დეფიციტი არ შექმნილიყო… და რომაელმა ფერმერებმა მიწის ნაყოფიერების ასამაღლებლად, საკუთარი მიწების სამ ნაწილად დაყოფა დაიწყეს: ერთი გამოიყენებოდა მოსავლის მისაღებად, მეორე – საძოვრებად იყო განკუთვნილი, ხოლო, მესამეს – ასვენებდნენ.
XIII. დიდი ხნით ადრე, ვიდრე ფეხბურთი პოპულარული სპორტი გახდებოდა და ფანატებით სტადიონები გადაიჭედებოდა, რომაელები საბრძოლო ეტლებით რბოლის სანახავად, 250 000 ადგილიან სტადიონებს ავსებდნენ. ზიგიერთი ათლეტი კი, თანამედროვე ფეხბურთელებზე არანაკლებ ცნობილი და მდიდარი იყო. მაგ., გაი აპულეა დიოკლამ, თავისი 24 წლიანი სპორტული კარიერის მანძილზე, 35 863 120 სესტერცი (15 მლრდ. აშშ დოლარი, 2010 წ. კურსით) გამოიმუშავა.
XIV. რომაელი არქიტექტორების გამოგონებებს დღემდე იყენებენ მშენებლობაში
ძველი რომის გავლენის ყველაზე თვალსაჩინო ნიმუში, თანამედროვე არქიტექტურაში ასახული თაღები არის. სხვა არცერთი არქიტექტურული მიგნება არ ყოფილა ისეთი შთამბეჭდავი, როგორიც რომაული თაღებია. მათში დიდი ზომის გვერდითკუთხოვანი ქვები გამოიყენება, რომლებიც ცენტრში თავსდება და სხვა ქვების წონასწორობას უზრუნველყოფს.
XV. ძველ რომში შხამით უფრო მეტი ადამიანი იღუპებოდა, ვიდრე დღეს გრიპით. ამიტომ, გასაკვირი არ არის, რომ რომის იმპერატორის საფრთხისგან დასაცავად, აცრა გამოიგონეს. ამბობენ, რომ «მითრიდატიზმს», რომლის სახელი მითრიდატე IV ევპატორიელის სახელს უკავშირდებოდა, ადამიანის დაცვა ისეთი მომაკვდინებელი შხამებისგანაც კი შეეძლო, როგორიც დარიშხანი იყო. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ თანამედროვე ეპოქაში, მხოლოდ XVIII საუკუნიდან დაიწყო ვაქცინაციებით ბრძოლა ისეთი დაავადებების წინააღმდეგ, როგორიც ყვავილი იყო.
მასალის გამოყენების პირობები