„პლასტმასის ბოთლის მრავალჯერადი გამოყენება ქალის და მამაკაცის ორგანიზმში შვილოსნობასთან დაკავშირებით მნიშვნელოვან პრობლემებს ქმნის“ – ამის შესახებ ექიმი მარი მალაზონია საუბრობს.
„სწორედ ბისფენოლ A-ს აქვს ასეთი უცნაური თვისება – ის ძალიან ჰგავს ქალის სასქესო ჰორმონს, ესტროგენს. ამიტომ ის მიმსგავსებულია ქალის სასქესო ჰორმონთან და ამ მიზეზით ახერხებს ჩვენს ორგანიზმში უამრავი პროცესი შეცდომაში შეიყვანოს და ამით პრობლემები შექმნას – როგორც ქალის, ისე მამაკაცის ორგანიზმში, შვილოსნობასთან დაკავშირებით. ერთი უმცირესი დეტალი, ერთი ნივთიერება, შესაძლოა გადამწყვეტი იყოს ჩვენს გამრავლებაში. თითქოს უწყინარ პროდუქტში – ერთჯერადი გამოყენების პლასტმასის ბოთლში, რომელსაც მრავალჯერადად გამოვიყენებთ, არ გადავაგდებთ და არ შეველევით.
მაგალითად, ძმრის ჩასასხმელად, ტყემლის ან ღვინის შესანახად. ასეთ შემთხვევაში ბისფენოლი აუცილებლად მოხვდება ჩვენს ორგანიზმში“, – ამბობს მარი მალაზონია.
ასევე ნახეთ:
რომელ დღეებში ჯობს ნაძვის ხის დადგმა, რომ სახლში ფინანსური წარმატება მოიზიდოთ
როდის ენიშნება არასრულწლოვანს პენსია და ვინ ითვლება მარჩენალდაკარგულად
ქალი მასწავლებელი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi


