რატომ აქვს პურს თავზე ზოლები ან რატომ დებენ ნაყინს ვაფლის კონუსში? – კითხვები, რომელზე პასუხიც ბევრმა არ იცის

რატომ აქვს პურს თავზე ზოლები ან რატომ დებენ ნაყინს ვაფლის კონუსში? – კითხვები, რომელზე პასუხიც ბევრმა არ იცის | შენი განათლება
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

იცით, რატომ არის მოთავსებული ნაყინი ვაფლის კონუსში? ან ის თუ იცით რატომ აქვს ბატონის პურს თავზე ზოლები? მოკლედ პასუხებს ამ და სხვა არანაკლებ საინტერესო კითხვებზე დღევანდელი სტატიიდან შეიტყობთ.

რატომ აქვს პურს თავზე ზოლები

2024082320554386669-1724486153.jpg

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

ამ კუთხით მოსაზრებები მცხობელებს შორისაც კი იყოფა. ზოგი ამბობს, რომ ბატონის პური თავზე ჭრილის გარეშე შეიძლება რომ ცხობისას გასკდეს, ხოლო ზოგის აზრით ზოლები სილამაზისთვის და ასევე, სხვადასხვა სახეობის პურის ერთმანეთისგან გარჩევის მიზნით კეთდება. მეორე ვერსია უფრო დამაჯერებლად გამოიყურება, ვინაიდან სხვა სახის პურები თავზე ზოლების გარეშეც არ სკდება.

- Advertisement -
shenivacancia.geshenivacancia.ge

რატომ ათავსებდნენ ნაყინს ვაფლის ჭიქებში

2024082321095286669-1724486257.jpg

 

მე-19 საუკუნის ბოლოს ნაყინი ქუჩებში მრავალჯერადი გამოყენების შუშის ჭიქებში იყიდებოდა, რომლებიც საუკეთესო შემთხვევაში ყოველი მომხმარებლის შემდეგ მხოლოდ წყალში ივლებოდა, მაგრამ 1904 წელს გენიალური გამოსავალი იქნა ნაპოვნი: სიცხის გამო მენაყინესთან უზარმაზარი რიგები დგებოდა, ხოლო მინის ჭიქები ყველასთვის საკმარისი არ იყო, იქვე მდგარი ვაფლის გამყიდვლის ჯიხური კი სულ ცარიელი იყო, სწორედ მას გაუჩნდა ჭიქების ნაცვლად ნაყინის, ვაფლის კონუსში მოთავსების იდეაც, შედეგით ყველა კმაყოფილი იყო, განსაკუთრებით კი ექიმები, ვინაიდან ჭიქებში მოთავსებული ნაყინი ტუბერკულოზის გავრცელებას უწყობდა ხელს.

სკანირება
QR კოდი
sheniganatleba.ge

სტატიის ციტირება

შენი განათლება. (2024). რატომ აქვს პურს თავზე ზოლები ან რატომ დებენ ნაყინს ვაფლის კონუსში? – კითხვები, რომელზე პასუხიც ბევრმა არ იცის. 23 სექტემბერი, 2024. https://sheniganatleba.ge/რატომ-აქვს-პურს-თავზე-ზოლ/

სტატიის ციტირება
შენი განათლება. რატომ აქვს პურს თავზე ზოლები ან რატომ დებენ ნაყინს ვაფლის კონუსში? – კითხვები, რომელზე პასუხიც ბევრმა არ იცის [Internet]. თბილისი: Sheniganatleba.ge; 2024 [ციტირებულია: 2026 სექ 17]. ხელმისაწვდომია: https://sheniganatleba.ge/%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%a2%e1%83%9d%e1%83%9b-%e1%83%90%e1%83%a5%e1%83%95%e1%83%a1-%e1%83%9e%e1%83%a3%e1%83%a0%e1%83%a1-%e1%83%97%e1%83%90%e1%83%95%e1%83%96%e1%83%94-%e1%83%96%e1%83%9d%e1%83%9a/
sheniganatleba.ge
READ  მნიშვნელოვანი სიახლე გაზის და შუქის ტარიფებთან დაკავაშირებით - სემეკის განცხადება
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი განათლება — სწავლა და სკოლები · PHIG · Sheni Network