პარასკევი, მაისი 1, 2026
Google search engine
მთავარიბავშვები და ფსიქოლოგიარატომ გვეღუტუნება? — ის, რის გარკვევასაც 2000 წელია, ვცდილობთ

რატომ გვეღუტუნება? — ის, რის გარკვევასაც 2000 წელია, ვცდილობთ

სამყაროში ბევრი ამოუცნობი რამაა, მაგრამ მათ რიცხვში ერთი სრულიად მოულოდნელი ფენომენიცაა: ღუტუნის ეფექტი. დიახ, კაცობრიობა მის ამოხსნას 2 ათასწლეულზე მეტია, ცდილობს, მაგრამ ზუსტი ბიო-ფსიქოლოგიური მექანიზმი ჯერ კიდევ გაურკვეველი რჩება.

ღუტუნს მეცნიერულ ენაზე კნისმეზისი ან გარგალეზისი ეწოდება, რომელთაგანაც პირველი მსუბუქი ეფექტის დროს გამოიყენება, მეორე კი — ძლიერისას, როცა სიცილსაც ვერ ვიკავებთ. ორივე შეგრძნება, ალბათ, ყველა ჩვენგანისთვის ნაცნობია. მსგავსი რამ ცხოველებშიც კი გვხვდება, მაგალითად, ვირთხებში, რომლებიც ამ დროს სიცილის მაგვარ ხმებს გამოსცემენ.

ამის მიუხედავად, ბევრი კითხვა არსებობს, რომლებზეც პასუხები ჯერ არ გვაქვს: რატომაა სხეულის კონკრეტული ნაწილები ღუტუნის მიმართ უფრო მგრძნობიარე? რატომ ხალისობს ზოგი ადამიანი ღუტუნით, ზოგი არა, მაგრამ მაინც ორივე იცინის? რატომ ვერ ვუღუტუნებთ საკუთარ თავს?

ამ ყველაფრის გარკვევას საუკუნეები მოანდომეს — დაწყებული ბერძენი ფილოსოფოსებიდან (სოკრატე და არისტოტელე), შედარებით გვიანდელ ეპოქებში მოღვაწე მოაზროვნეებით დასრულებული, როგორიც ფრენსის ბეკონი ან რენე დეკარტი იყო. პასუხების ძიებას ჩარლზ დარვინიც ცდილობდა.

“ღუტუნში მოტორული, სოციალური, ნევროლოგიური, განვითარებითი და ევოლუციური ასპექტების რთული ერთობლიობაა. თუკი გვეცოდინება, როგორ მუშაობს ეს ტვინის დონეზე, ნეირომეცნიერების სხვა საკითხებზეც შეგვექმნება წარმოდგენა”, — აცხადებს ნეირომეცნიერი კონსტანტინა კილტენი, რომელიც Science Advances-ში გამოქვეყნებული ახალი კვლევის ავტორია.

ის ამბობს, რომ ღუტუნს შეუძლია, მშობლებსა და შვილებს შორის კავშირი გააღრმაოს, რადგან ხშირად სწორედ პატარებს ვუღუტუნებთ. აქედან გამომდინარე, საინტერესოა, როგორ აისახება ეს ნერვული სისტემის ჩამოყალიბებასა და ტვინის განვითარებაზე. ამ მხრივ აღსანიშნავია, რომ აუტიზმის დიაგნოზის მქონე ადამიანები შეხებისას ღუტუნს უფრო ხშირად განიცდიან, ვიდრე სხვები. ამის გამოკვლევამ, შესაძლოა, მათი ტვინის განსხვავებებზე მეტის გაგების საშუალება მოგვცეს.

საინტერესოა ისიც, თუ რა დანიშნულება აქვს ღუტუნს ევოლუციურად, რადგან ეს ვირთხების გარდა ისეთ ცხოველებშიც გვხვდება, როგორებიც გორილები და ბონობოები არიან. ცალკე საკითხია, როგორ ასხვავებს ტვინი ღუტუნს სხვისგან და საკუთარი თავისგან (რაზეც ჩვეულებრივ არ რეაგირებს). ტვინმა იცის, როდის და სად მოვუღუტუნებთ საკუთარ თავს, ამიტომ რეფლექსს წინასწარ თიშავს, თუმცა როგორ ხდება ეს, არ ვიცით.

READ  "ეს მეთოდი ყველაზე მეტად უწყობს ხელს ბავშვის ტვინის ზრდა-განვითარებას"

ღუტუნის მექანიზმის შესწავლას ისიც ართულებს, რომ ის ორგვარი სახისაა (მსუბუქი და ძლიერი). ასევე, კვლევებს შორის ამგვარი ქმედებების შედარება გამოწვევებითაა სავსე, რადგან მათი პირდაპირი გამეორება მარტივი არაა.

კონსტანტინა კილტერმა ამისთვის სპეციალური “ღუტუნის ლაბორატორია” შექმნა. იქ სკამია მოთავსებული, რომელსაც ფეხების ჩასაყოფი აქვს. დაჯდომის შემდეგ მექანიკური ჯოხი ფეხებზე ღუტუნს იწყებს. ამგვარად კონტროლდება, რომ ადამიანებს ერთნაირი მაპროვოცირებელი სტიმული ჰქონდეთ. შემდეგ დააკვირდებიან, როგორ აისახება ეს ტვინზე, გულზე, ოფლის გამოყოფაზე, სუნთქვაზე, სიცილსა თუ კივილზე. ექსპერიმენტში ამ ყველაფრის გაერთიანებით ზოგიერთ კითხვაზე პასუხის მიღება შეგვეძლება.

author avatar
SheniGanatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
SheniGanatleba.ge
SheniGanatleba.gehttps://sheniganatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები

[fetch_posts]

spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.