სამშაბათი, მაისი 5, 2026
Google search engine
მთავარიგანათლებარა არის ჰანტავირუსი, რომლითაც საკრუიზო გემზე სამი ადამიანი დაიღუპა

რა არის ჰანტავირუსი, რომლითაც საკრუიზო გემზე სამი ადამიანი დაიღუპა

ჰანტავირუსის სავარაუდო გავრცელების გამო, არგენტინასა და კაბო-ვერდეს შორის მოძრავ საკრუიზო გემზე სამი ადამიანი დაიღუპა..

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თანახმად, პოტენციურად სასიკვდილო ვირუსის ერთი შემთხვევა უკვე დადასტურდა.

თუმცა, სავარაუდო გავრცელებამ გააჩინა კითხვები იმის თაობაზე, ვრცელდება თუ არა ადამიანიდან ადამიანზე ვირუსი, რომელიც როგორც წესი, მღრღნელებთან კონტაქტით ვრცელდება.

რამდენად გავრცელებულია ჰანტავირუსები

ეს ვირუსები მთელ მსოფლიოში გვხვდება, ინფიცირების შემთხვევები მთელი წლის განმავლობაში ფიქსირდება. მაგალითად, წელიწადში რამდენიმე ათასი შემთხვევა ფიქსირდება ჩინეთში, რუსეთსა და სამხრეთ კორეაში.

ამერიკის კონტინენტზე, ფინეთსა და საფრანგეთში ფიქსირდება წელიწადში რამდენიმე ასეული შემთხვევა.

ჰანტავირუსების გარკვეული შტამები, რომლებიც მხოლოდ მღრღნელებში გვხვდება — ვირთხებში, თაგვებსა და მემინდვრიებში — ადამიანებშიც ვრცელდება.

რამდენად სახიფათოა

ჰანტავირუსები ორ ჯგუფად იყოფა: ძველი მსოფლიოს ვირუსებად (ევროპა, აზია და აფრიკა) და ახალი მსოფლიოს ვირუსებად (ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკა).

ძველი მსოფლიოს ვირუსების შემთხვევაში, სიკვდილიანობის მაჩვენებელი შეიძლება 14 პროცენტი იყოს. თუმცა, ისეთ განვითარებულ ქვეყნებში, როგორიცაა საფრანგეთი, ფატალური შემთხვევები უკიდურესად იშვიათია და ძირითადად ეხება ადამიანებს, რომლებსაც უკვე აქვთ ჯანმრთელობის პრობლემები.

ზოგიერთი შემთხვევა უსიმპტომოა ან მხოლოდ ტკივილით შემოიფარგლება, მაგალითად, მუცლის ტკივილით ან მსუბუქი ხველით. თუმცა, იშვიათ შემთხვევაში შეიძლება თან ახლდეს თირკმლის პრობლემები, რამაც შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის მწვავე, მაგრამ შექცევადი უკმარისობა.

ახალი მსოფლიოს ვირუსების შემთხვევაში, სიკვდილიანობის მაჩვენებელმა შეიძლება 40 პროცენტს გადააჭარბოს. ინფექცია სწრაფად ვრცელდება ფილტვებში და იწვევს სუნთქვის და ზოგჯერ გულის პრობლემებს.

მკურნალობა

რაც უფრო სწრაფად იმკურნალებს ადამიანი, მით უკეთესია პროგნოზი.

ვინაიდან არ არსებობს კონკრეტულად ჰანტავირუსის სამკურნალო საშუალება, ექიმები მხოლოდ სიმპტომებს მართავენ.

თუკი ვირუსი მძიმედ აზიანებს ფილტვებს, საჭირო ხდება ჟანგბადით თერაპია ინტენსიურ მზრუნველობის განყოფილებაში.

განსაკუთრებული რისკის ქვეშ არიან კონკრეტულ სფეროებში მომუშავე ადამიანები, მაგალითად, სატყეო საქმესა და სოფლის მეურნეობაში.

სხვა ნებისმიერი ინფექციის მსგავსად, ყველაზე მეტად რისკის ქვეშ არიან ხანდაზმულები, შესუსტებული იმუნური სისტემის მქონენი და ადამიანები, რომლებსაც უკვე აქვთ ჯანმრთელობის პრობლემები.

READ  საქართველოში, სკოლებში გოგოების მიღწევები აღემატება ბიჭებისას

არის თუ არა გადამდები

ჯერჯერობით უცნობია, იყო თუ არა გემზე მომხდარი შემთხვევა ანდების ვირუსის გავრცელება.

ანდების ვირუსი ჰანტავირუსის ერთადერთი შტამია, რომლის შემთხვევაშიც დადასტურებულია ადამიანიდან ადამიანზე გადადება, მაგრამ ამისათვის საჭიროა ახლო და ხანგრძლივი კონტაქტი — მაგალითად, ოჯახში.

ადამიანები ძირითადად ინფიცირდებიან ცხოველთა ნერწყვით, ექსკრემენტებით ან შარდით დაბინძურებული აეროზოლების შესუნთქვით, მათ ფეკალიებთან პირდაპირი კონტაქტით, ნაკბენით ან ნაკაწრით.

საკრუიზო გემის შემთხვევაში, არსებობს ორი შესაძლო სცენარი — ადამიანიდან ადამიანზე გადადება ან ცალკეული ინფიცირება გემზე ასვლამდე, მაგალითად, თუ მათ იქამდეც ერთად იმოგზაურეს.

რა შეიძლება გამოავლინოს ვირუსის სეკვენირებამ

გემზე ინფიცირებულ ადამიანთა ვირუსის სეკვენირება (გენომის თანმიმდევრობის გაშიფვრა) გამოავლენს, ჰანტავირუსის რომელი შტამით იყვნენ ისინი ინფიცირებული.

ვინაიდან გემი არგენტინის სამხრეთში მდებარე კუნძულ უშუაიადან იყო გამოსული, მეცნიერებს ეჭვი ანდების ვირუსზე აქვთ, რადგან იქ სწორედ ის ცირკულირებს.

თუმცა, თუკი ის ახალი მსოფლიოს სხვა რომელიმე შტამია, მაგალითად, სახელად სინ-ნომბრე, რომელიც მხოლოდ ჩრდილოეთ ამერიკაში ცირკულირებს — შეიძლება გამოვრიცხოთ ინფიცირება სამხრეთ ამერიკაში.

თუკი ახალი მსოფლიოს ჰანტავირუსი გემზე ადამიანებს შორის გავრცელდა, შემთხვევა უპრეცედენტო იქნება.

მომზადებულია Agence France-Presse-ის მიხედვით.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
author avatar
SheniGanatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
SheniGanatleba.ge
SheniGanatleba.gehttps://sheniganatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები

[fetch_posts]

spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.