კვირა, აპრილი 6, 2025
spot_img
მთავარიპირადი ისტორიებირა იყო ვერონიკა კალანდარიშვილისთვის დიდი სტრესი და რა შეცდომებს იმეორებს ის მუდმივად

რა იყო ვერონიკა კალანდარიშვილისთვის დიდი სტრესი და რა შეცდომებს იმეორებს ის მუდმივად

მსახიობი ვერონიკა კალანდარიშვილი სერიალ „მსხვერპლის” მთავარი პერსონაჟის როლს ასახიერებს, რომელსაც საკუთარი მტკივნეული სიმართლის დასამტკიცებლად ბევრი სირთულის გადატანა უწევს.

ვერონიკა კალანდარიშვილი: ძალიან რთულია, როცა საკუთარ სიმართლეს ვერ ამტკიცებ. ამის მცირე გამოცდილებები მეც მქონია, თუმცა, საბედნიეროდ, იმხელა ამბავზე, როგორიც სერიალშია – არა. როცა ასეთი რაღაც შეგემთხვევა და საზოგადოებას შენ ჰგონიხარ დამნაშავე, ეს ურთულესია. რა უნდა ქნა ამ დროს – ბოლომდე იბრძოლო და შენი სიმართლე დაამტკიცო თუ ყველაფერი გვერდზე გადადო და ცხოვრება გააგრძელო? არ ვიცი, ძალიან ინდივიდუალურია, თუმცა, კარგია, თუ სამართალი იზეიმებს. სამწუხაროდ, ძალიან ხშირად ადამიანები ვერ ამტკიცებენ თავიანთ სიმართლეს.

– როგორ მოხვდი ამ სერიალში?

– ქასთინგის მეშვეობით. ამ გუნდთან მანამდეც მქონდა ერთ სერიალზე ნამუშევარი და რატომღაც, დარწმუნებული ვიყავი, რომ როლზე არ ამიყვანდნენ, რადგან წინა პროექტიდან დიდი დრო არ იყო გასული. ძალიან სასიამოვნო სიურპრიზი იყო ჩემთვის, როცა გავიგე, რომ არჩევანი ჩემზე შეაჩერეს.

– ერთგვარი იღბალია, როცა ასეთი აქტიური ხარ პროფესიაში. ზოგადად, რამდენად იღბლიანი ხარ?

– მადლობა ღმერთს, ნამდვილად იღბლიანი ადამიანი ვარ. ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე ეს სხვადასხვა ასპექტში მიგრძნია. ისეც მომხდარა, რომ რაღაც უარყოფითის მომტანი მგონებია ჩემთვის, მაგრამ დრო გასულა და მივმხვდარვარ, რომ ეს გაკვეთილი იყო, რომელსაც სამომავლოდ კიდევ სხვა რამისთვის უნდა შევემზადებინე.

– კონკრეტულად რა არის ის, რაც გაფიქრებინებს, რომ იღბლიანი ხარ?

– პირველ რიგში, ის ადამიანები, ვინც გარშემო მყავს: ჩემი ოჯახის წევრები, ჩემი ქმარი, ჩემი მეგობრები. ძალიან იღბლიანი ვარ, რომ მათ შევხვდი. ჩვენს საქმეში ძალიან დიდ როლს ზუსტად იღბალი თამაშობს. ჩემი აზრით, იღბალი სწორად გადადგმული ნაბიჯების შედეგია. ანუ, შანსი რომ მოგეცემა, მისთვის მზად უნდა იყო. არ უნდა იჯდე და ელოდო, როდის გადმოგიგდებს ცხოვრება ძღვენს. შენს საქმეს ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა მიჰყვე, მასში შრომა ჩადო და შედეგად აუცილებლად მიიღებ ძღვენს, თუმცა, ამ მომენტსაც მზად უნდა დახვდე. უნდა შეგეძლოს იმის გაცნობიერება, რომ ეს შენთვის შანსია.

READ  „საბედისწერო შეცდომა იყო სტურუას რომ ვუთხარი უარი „მეფე ლირში“ თამაშზე…იმ წამს ისე მოიქცა ერთი პიროვნება, ახალგაზრდა რეჟისორი, თვითონ სტურუას მოყვანილი… ამ ახალგაზრდა რეჟისორმა მაშინ ჩემი კარიერა დაღუპა”- ია ნინიძე

– შრომისმოყვარე ხარ?

– სამწუხაროდ, უნდა ვაღიარო, რომ მინდა, ბევრად უფრო შრომისმოყვარე ვიყო. როდესაც საქმე მაინტერესებს, იმხელა მოტივაცია მაქვს, შემიძლია, 24 საათი შეუსვენებლად ვიმუშაო, მთელი ჩემი ენერგია მისკენ მივმართო, მაგრამ როდესაც რაღაც დიდად არ მაინტერესებს, მაშინ ძალიან მიჭირს შრომისმოყვარეობის გამოვლენა. ეს ჩემი მინუსია.

– როდის ზარმაცობ?

– არ ვზარმაცობ. თუ რამე ჩემი გასაკეთებელია, აუცილებლად ვაკეთებ, მაგრამ შრომისმოყვარეობა კიდევ სხვანაირად მესმის – როცა რაღაცისთვის მთელი დროისა და ენერგიის დათმობა შეგიძლია. სიზარმაცის უფლება თავს შეიძლება, მაშინ მივცე, როცა დასვენების დრო მაქვს. მაგალითად, მთელი დღე ვიწვე, რაღაცას ვუყურო და საქმე არ გავაკეთო. ეს იმ შემთხვევაში, როცა ვიცი, რომ ჩემი სიზარმაცით არაფერს გავაფუჭებ.

– მებრძოლი ხასიათი გაქვს? წინააღმდეგობების მიუხედავად ჯიუტად ცდილობ სასურველი შედეგის მიღწევას?

– ალბათ, მაქვს. თუმცა არ ვარ ის ადამიანი, რომელსაც წინააღმდეგობები მეტ აზარტს უჩენს და მერე უფრო მეტი ხალისით იბრძვის, მაგრამ როდესაც ზუსტად ვიცი, რისთვის ვიბრძვი, ეს ჩემთვის ყველაზე დიდი მოტივაციაა. მარტო იმიტომ, რომ რაღაც დავამტკიცო, ბრძოლის დასაწყებად ყველას და ყველაფერს გვერდზე არ გადავდებ. თუ ძალიან მინდა რაღაც, შემიძლია, ყველაფერი გავაკეთო მისთვის, მაგრამ იმიტომ არა, რომ ვინმეს რამე დავუმტკიცო. ეს პერიოდიც მქონდა, მაგალითად, თინეიჯერობის ასაკში და მაშინ ვიღაცისთვის რაღაცის დამტკიცებისთვის ბრძოლა, ჩემთვის დიდი ტვირთი იყო. ეს არ იყო შედეგიანი, პირიქით, დიდი სტრესი მქონდა. თითქოს, ახლა ამ ყველაფრისგან თავისუფალი ვარ. უფრო მეტად გავიცანი ჩემი თავი, ჩემი სურვილები და საკუთარი სურვილებისთვის ბრძოლას ბრძოლადაც არ აღვიქვამ, პირიქით, ძალიან სასიამოვნო პროცესია. ამ გზაზე მუდმივად ვსწავლობ, ვვითარდები, უფრო თავისუფალი და ბედნიერი ვარ.

– გქონია განცდა, რომ შრომა წყალში ჩაგეყარა?

– არა. თუ რაღაც ძალიან გინდა, ამისთვის ბევრს მუშაობ და მაინც არ გამოდის, ეს არ არის დასასრული, ესე იგი, ჯერ გზის შუაში ხარ და უბრალოდ, შრომა უნდა გააგრძელო. ამ შემთხვევაში შედეგამდე აუცილებლად მიხვალ. თუმცა, ეს იმ შემთხვევაში, როცა მართლა შენი სურვილია და არა გარემოსგან თავსმოხვეული მოჩვენებითი წარმატებისკენ სიარული. სრულად

READ  ვინ არის ქართველი ფლორისტი ბექა ცერცვაძე, რომელსაც პარიზის გამორჩეულ უბანში საკუთარი ყვავილების მაღაზია აქვს
მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniGanatleba.ge
#drpkhakadze
მსგავსი პოსტები
მისორე: სასახლეების ქალაქი სამხრეთ ინდოეთში

მისორე: სასახლეების ქალაქი სამხრეთ ინდოეთში

3 April, 2025
აფლატოქსინის შემოწმების მსოფლიოში არსებული უმაღლესი სტანდარტით ვხელმძღვანელობთ – სეს

აფლატოქსინის შემოწმების მსოფლიოში არსებული უმაღლესი სტანდარტით ვხელმძღვანელობთ – სეს

აპრილი 4, 2025
საქართველოში მიწისძვრა მოხდა – ეპიცენტრი თბილისიდან 4 კმ-ში იყო

საქართველოში მიწისძვრა მოხდა – ეპიცენტრი თბილისიდან 4 კმ-ში იყო

6 აპრილი 2025
პრაქტიკული და სასარგებლო თვისებები, რაც ხალიჩის შესახებ არ იცოდით

პრაქტიკული და სასარგებლო თვისებები, რაც ხალიჩის შესახებ არ იცოდით

აპრილი 1, 2025
“ყვარლის ბაგა” მიზნობრივი ჯგუფებისთვის ღია კარის დღეებს მოაწყობს – განცხადება

“ყვარლის ბაგა” მიზნობრივი ჯგუფებისთვის ღია კარის დღეებს მოაწყობს – განცხადება

აპრილი 4, 2025
სად გავისეირნოთ, ბავშვებთან ერთად თბილისში?

სად გავისეირნოთ, ბავშვებთან ერთად თბილისში?

აპრილი 3, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
როგორ შევინახოთ ხილი და ბოსტნეული რათა დარჩეს სუფთა და გემრიელი?

როგორ შევინახოთ ხილი და ბოსტნეული რათა დარჩეს სუფთა და გემრიელი?

აპრილი 4, 2025
როგორ დავთრგუნოთ შიმშილი? – როცა წონის დაკლება გინდათ

როგორ დავთრგუნოთ შიმშილი? – როცა წონის დაკლება გინდათ

აპრილი 4, 2025
საუკეთესო ქართული ემიგრანტული ჯგუფები და ფორუმები

საუკეთესო ქართული ემიგრანტული ჯგუფები და ფორუმები

3 აპრილი 2025
ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტი თბილისში — ბილეთების გაყიდვა იწყება

ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტი თბილისში — ბილეთების გაყიდვა იწყება

აპრილი 4, 2025
როგორია ვალუტის კურსი დღეს — დოლარი, ევრო, გირვანქა სტერლინგი, ლირა და სხვა ვალუტები

როგორია ვალუტის კურსი დღეს — დოლარი, ევრო, გირვანქა სტერლინგი, ლირა და სხვა ვალუტები

აპრილი 4, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
spot_img

ხშირად ნახვადი