შაბათი, აპრილი 19, 2025
spot_img
მთავარიგანათლებარა სახის სამედიცინო შემოწმებას გაივლის წვევამდელი ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის დროს

რა სახის სამედიცინო შემოწმებას გაივლის წვევამდელი ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის დროს

საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით სამხედრო სამსახურისთვის სამხედრო-სამედიცინო შემოწმების/ექსპერტიზის ორგანიზებისა და განხორციელების წესი დამტკიცდა, რომელიც წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის დროს ჩასატარებელი სამედიცინო შემოწმების წესსაც მოიცავს.

შემოწმებისას წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გასაწვევ პირებს უტარდებათ შემდეგი გამოკვლევები:

  • გულმკერდის ორგანოების რენტგენოლოგიური გამოკვლევა;
  • სისხლის საერთო ანალიზი (ედს, ჰემოგლობინის, ლეიკოციტების განსაზღვრა);
  • სისხლის გამოკვლევა (ჯგუფზე და რეზუს ფაქტორზე, ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსზე, B ჰეპატიტის ვირუსზე, C ჰეპატიტის ვირუსზე, ათაშანგზე);
  • შარდის საერთო ანალიზი (ხვედრითი წონა, PH, ცილა, გლუკოზა);
  • სიმაღლისა და სხეულის მასის გაზომვა (საჭიროების შემთხვევაში კისრის, მუცლის, თეძოს გარშემოწერილობა და საჭიროების შემთხვევაში, სხვა ანთროპომეტრიული გამოკვლევები);
    საჭიროების შემთხვევაში სხვა გამოკვლევები.

წესის თანახმად, შესამოწმებელ პირს უტარდება ქირურგის, თერაპევტის, ნევროპათოლოგის, ფსიქიატრის, ოფთალმოლოგის, ოტორინოლარინგოლოგის, სტომატოლოგის, და დერმატოვენეროლოგის კონსულტაცია. საჭიროების შემთხვევაში სხვა სპეციალობის ექიმების კონსულტაციები.

გამოკვლევების, ექიმ-სპეციალისტთა კონსულტაციების, ანთროპომეტრიული მონაცემების, მედიკამენტებისა და სხვა ნივთიერებათა გადაუტანლობაზე (აწეულ მგრძნობელობაზე) მონაცემების შედეგები ფიქსირდება/აისახება წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გასაწვევი პირის სამედიცინო შემოწმების ბარათში.

რაც შეეხება შემოწმების შედეგების ასახვას და დასკვნას, განსაზღვრულია, რომ ექიმ-სპეციალისტის მიერ წვევამდელთა ეროვნულსამხედრო სამსახურში გასაწვევი პირის სამედიცინო შემოწმების ბარათის (დანართი №7) შესაბამის გრაფაში კეთდება ჩანაწერი დიაგნოზის შესახებ (დაავადების არარსებობის შემთხვევაში, კეთდება ჩანაწერი „ნორმის ფარგლებში”), აგრეთვე სამხედრო სამსახურისათვის შესაბამისობის კატეგორიის დასკვნა და სამხედრო სამსახურისათვის განკუთვნის მაჩვენებელი.

ექიმ-სპეციალისტს გამოაქვს დასკვნა სამხედრო სამსახურისათვის შესაბამისობის კატეგორიის შესახებ შემდეგი ფორმულირებით:

„ა“ – შესაბამისია სამხედრო სამსახურისათვის;
„ბ“ ‒ შესაბამისია სამხედრო სამსახურისათვის უმნიშვნელო შეზღუდვებით;
„გ“ – შეზღუდულად შესაბამისია სამხედრო სამსახურისათვის;
„დ“ – დროებით შეუსაბამოა სამხედრო სამსახურისათვის;
„ე“ – შეუსაბამოა სამხედრო სამსახურისათვის.

იხილეთ წესი დეტალურად

author avatar
SheniGanatleba.ge
#drpkhakadze
READ  ფინანსური განათლების გაკვეთილები ბავშვებისგან - გამოიყენე ფული ბევრად უსაფრთხოდ
მსგავსი პოსტები

[fetch_posts]

spot_img

ხშირად ნახვადი