სპორტის უნივერსიტეტს ახალი რექტორი ჰყავს

სპორტის უნივერსიტეტს ახალი რექტორი ჰყავს | შენი განათლება
1 წუთიანი წაკითხვა

სპორტის უნივერსიტეტის რექტორად პროფესორი ტრისტან გულბიანი აირჩიეს. უნივერსიტეტის ცნობით, აკადემიური საბჭოს ექვსი წევრიდან მას მხარი ხუთმა წევრმა დაუჭირა.

რექტორის არჩევნები საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში 2024 წლის 12 მარტს გაიმართა.

არჩევნებში ორი კანდიდატი მონაწილეობდა: უნივერსიტეტის პროფესორი, ტრისტან გულბიანი და საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს სპორტის დეპარტამენტის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი, ალექსანდრე კოპალიანი.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

“არჩევნების დაწყებამდე, ტრისტან გულბიანმა, როგორც აკადემიური საბჭოს თავმჯდომარემ, უარი განაცხადა კენჭისყრაში მონაწილეობაზე, რადგან ორივე კანდიდატს თანაბარ პირობებში მიეღო არჩევნებში მონაწილეობა. არჩევნები, სამართლიან და მშვიდ გარემოში წარიმართა. პროცესის მიმდინარეობას ესწრებოდნენ დამკვირვებლები, მათ შორის საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენელი”, – აღნიშნულია უნივერსიტეტის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

- Advertisement -
shenivacancia.geshenivacancia.ge

საქართველოს რაგბის კავშირი კი სპორტის უნივერსიტეტში ჩატარებულ რექტორის არჩევნებს გაუმჭირვალეს უწოდებს და როგორც სპორტულ ფედერაციებს, ისე სპორტისა და კულტურის მინისტრს მიმართავს, რომ “ბიძგი მივცეთ საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ჯანსაღ პროცესებს, მათ შორის რექტორის დაჩქარებული და სპორტის სამყაროსთვის გაუმჭვირვალედ ჩატარებული არჩევნების გაბათილების პროცესს”.

სკანირება
QR კოდი
sheniganatleba.ge

სტატიის ციტირება

შენი განათლება. (2024). სპორტის უნივერსიტეტს ახალი რექტორი ჰყავს. 13 მარტი, 2024. https://sheniganatleba.ge/სპორტის-უნივერსიტეტს-ახა/

სტატიის ციტირება
შენი განათლება. სპორტის უნივერსიტეტს ახალი რექტორი ჰყავს [Internet]. თბილისი: Sheniganatleba.ge; 2024 [ციტირებულია: 2026 სექ 17]. ხელმისაწვდომია: https://sheniganatleba.ge/%e1%83%a1%e1%83%9e%e1%83%9d%e1%83%a0%e1%83%a2%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%a3%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%95%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%a1%e1%83%98%e1%83%a2%e1%83%94%e1%83%a2%e1%83%a1-%e1%83%90%e1%83%ae%e1%83%90/
sheniganatleba.ge
READ  შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ინფორმაციას ავრცელებს
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი განათლება — სწავლა და სკოლები · PHIG · Sheni Network