ხუთშაბათი, აპრილი 30, 2026
Google search engine
მთავარიგამოცდებირა შეიცვალა 2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების პროგრამებში

რა შეიცვალა 2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების პროგრამებში

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის საგამოცდო პროგრამები გამოაქვეყნა. ინფორმაციაში თითოეული საგნის მიხედვით დეტალურადაა ის საკითხები აღნიშნული, რომელთა ცოდნაც აბიტურიენტებს გამოცდაზე მოეთხოვებათ.

აბიტურიენტებს განსაკუთრებით აინტერესებთ ცვლილებები, რომლებიც ძირითადი საგნების პროგრამებში განხორციელდა. მაგალითად, 2026 წლის ქართული ენისა და ლიტერატურის ერთიანი ეროვნული გამოცდის პროგრამაში დაბრუნდა ის საკითხები, რომლებიც შარშან პროგრამიდან ამოიღეს და ამ ფაქტმა ძალიან დიდი და ნეგატიური გამოხმაურება გამოიწვია.

“ის მნიშვნელოვანი საკითხები, რაც შარშან პროგრამიდან ამოიღეს და რის გამოც უკმაყოფილოები ვიყავით, 2026 წლის საგამოცდო პროგრამაში კვლავ დაბრუნდა, რაც, რა თქმა უნდა, მისასალმებელია. გარდა ამისა, პროგრამას ლეო ქიაჩელის “ჰაკი აძბა” დაემატა.

2025 წლის პროგრამიდან ამოიღეს ისეთი მნიშვნელოვანი ნაწარმოებები, როგორებიცაა: “ბახტრიონი”, “ბედნიერი ერი”, გრიგოლ ორბელიანის “საღამო გამოსალმებისა”, “პასუხი შვილთა”. პროგრამაში აღარ იყო ალექსანდრე ყაზბეგის”ხევისბერი გოჩა”, რაც, ვფიქრობ, არასწორი იყო. პრაქტიკა აჩვენებს, რომ თუ აბიტურიენტი ტექნიკური მიმართულებით აბარებს, შესაძლოა, მან ისეთ ნაწარმოებებს, რომლებიც საგამოცდო პროგრამაში არ შედის, ყურადღება აღარ დაუთმოს.

ვფიქრობ, კარგი სიახლეებია, პროგრამა უფრო მეტად დატვირთულია და აბიტურიენტებსაც მეტი სერიოზულობითა და პასუხისმგებლობით მოუწევთ მუშაობა.” – გვეუბნება ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ელზა აბლოთია.

შეგახსენებთ, რომ შარშან საგამოცდო პროგრამიდან ამოიღეს ალექსანდრე ჭავჭავაძისლექსი “გოგჩა”. ასევე, გრიგოლ ორბელიანის ლექსებიდან მხოლოდ “თამარ მეფის სახე ბეთანიის ეკლესიაში” დარჩა. 2025 წლის პროგრამაში შემცირებული იყო ლექსებიც. ილია ჭავჭავაძის ლექსები: “ბედნიერი ერი”, “პასუხის პასუხი”, “ჩემო კალამო”; პოემები: “განდეგილი”, “აჩრდილი” ასევე ამოიღეს. 2025 წელს აკაკი წერეთლის პროგრამიდან ლექსებიც შეამცირეს. ვაჟა-ფშაველას პოემა “ბახტრიონი”, მოთხრობა “ამოდის, ნათდება”; პუბლიცისტური წერილი “კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი” 2025 წელს პროგრამიდან ასევე ამოიღეს. აღარ იყო “ყვარყვარე თუთაბერი” და სხვა ნაწარმოებები. ზემოთ ჩამოთვლილი საკითხები 2026 წლის პროგრამაში კვლავ დაბრუნდა.

მცირე ცვლილებებია მათემატიკის 2026 წლის საგამოცდო პროგრამაშიც.

“პროგრამაში რადიკალურად არაფერი შეცვლილა. თუმცა, მცირე დეტალები გასათვალისწინებელია. ეს გეომეტრიის ნაწილს ეხება. 2025 წლის პროგრამაში 3 საკითხი აღარ შედიოდა. ესენია: კოსინუსების თეორემა, სინუსების თეორემა და სამკუთხედის ამოხსნა. 2026 წლის პროგრამაში საკითხი გამოსწორდა და ამჯერად სამივე თემა შესულია.

READ  ესპანეთში ქალი სამსახურში ადრე მისვლის გამო გაათავისუფლეს

ვფიქრობ, ეს ძალიან სწორი ცვლილებაა, იმიტომ, რომ მიუხედავად იმისა, რომ პროგრამაში არ შედიოდა, ჩვენ, პედაგოგები, არა მარტო აბიტურიენტებს, არამედ სკოლაში, მოსწავლეებს დამატებითი სახელმძღვანელოს გამოყენებით მაინც ვასწავლიდით. ეს საკითხები მათემატიკის პრაქტიკული ამოცანების ამოხსნისთვის იმდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ, როგორც გითხარით, მაინც ვასწავლიდით, ვიტყოდი, რომ წლევანდელ პროგრამაში ეს შეცდომა გამოსწორებულია.

მათემატიკის 2025 წლის საგამოცდო პროგრამაში სამი მართობის თეორემა, სტერეომეტრიის ნაწილში დაზუსტებული არ იყო. 2026 წლის პროგრამაში ხაზგასმით დაზუსტებულია. ესეც მისასალმებელია. ჩვენ მაინც ვასწავლიდით, რადგან ამ ინსტრუმენტის საშუალებით სტერეომეტრიულ ამოცანებს ვხსნით.

კიდევ ერთი ცვლილება ალგებრას უკავშირდება – ირაციონალური უტოლობებია დამატებული. მოთხოვნებში და დაზუსტებებში ერთუცნობიან, წრფივ და კვადრატულ უტოლობათა სისტემაზე დაყვანადი ირაციონალური უტოლობის ამოხსნაა შეტანილი. 2025 წლის პროგრამაში არ იყო. სხვა 2026 წლის პროგრამაში არაფერი შეცვლილა.” – გვითხრა მათემატიკის პედაგოგმა, ლია აბაშიძემ.

გარკვეული ცვლილებებია ისტორიის 2026 წლის საგამოცდო პროგრამაშიც. მაგალითად, 2025 წლის პროგრამიდან ცალკე საკითხი – „საქართველო რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში” ამოიღეს. ამ საკითხის ქვესაკითხები კი იყო:

  • რუსეთის მიერ ქართული სამეფო-სამთავროების დაპყრობა;
  • აჯანყებები საქართველოში ცარიზმის წინააღმდეგ XIX საუკუნის პირველ ნახევარში;
  • საქართველო მეფისნაცვლობის პერიოდში;
  • ალექსანდრე II-ის რეფორმები;
  • რუსეთ-ოსმალეთის ომები და საქართველო.

2026 წლის პროგრამაში ეს საკითხი კვლავ ცალკე თავად და ქვესაკითხებად გვხვდება.

სრულად 2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების პროგრამები შეგიძლიათ, იხილოთ ბმულზე.

ასევე ნახეთ: „მარტივი რიტუალი პრობლემებისგან თავის დასაღწევად…“ – რას გვირჩევს ასტროლოგი

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
author avatar
SheniGanatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
SheniGanatleba.ge
SheniGanatleba.gehttps://sheniganatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები

[fetch_posts]

spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.