შაბათი, სექტემბერი 27, 2025
spot_img
მთავარიგანათლებარისთვის არის კარგი მარსიანჩიკი ინულინით და არის თუ არა რეკომენდირებული - დეტალები

რისთვის არის კარგი მარსიანჩიკი ინულინით და არის თუ არა რეკომენდირებული – დეტალები

ინულინი – პრებიოტიკების საკვანძო თვისება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მიკროორგანიზმების, განსაკუთრებით ლაქტობაცილების და ბიფიდობაქტერიების სელექციური გაზრდის უნარია.

ბიფიდობაქტერიები პათოგენური ბაქტერიების ანტაგონისტებია და უმნიშვნელოვანესი როლი აქვს ნაწლავის ჯანმრთელობის შენარჩუნებაში.

პრებიოტიკებს გააჩნია გამოხატული ანტიალერგიული მოქმედებაც. ლაქტო- და ბიფიდო ბაქტერიების ნაკლებობა ხელს უწყობს ალერგიული რეაქციის განვითარებას, ხოლო პრებიოტიკების მიღება ხელს უშლის ამ პროცესს.

ინულინი ეფექტურად ხსნის შეკრულობას. მონაწილეობს მინერალების მეტაბოლიზმში. ზრდის Ca-ის და Mg-ის შეწოვას. ასევე, მონაწილეობს ძვლოვანი ქსოვილის სწორი ფორმირების პროცესში და იმუნური სისტემის გაძლიერებაში.

პოლივიტამინები და მინერალები – პოლივიტამინური კომპლექსი იდეალურადაა დაბალანსებული ბავშვის ოპტიმური ზრდა-განვითარებისთვის. ორი აუცილებელი ელემენტის – თუთიის და სელენის შემცველობა ინულინთან კომბინაციაში უზრუნველჰყოფს მდგრადი იმუნიტეტის ჩამოყალიბებას, ხოლო ვიტამინ C და E-თან კომბინაცია – ოქსიდაციური სტრესისგან დაცვას. რკინა და იოდი გონებრივი განვითარების აუცილებელი კომპონენტებია, ხოლო ვიტამინი D – ძვლის ჩამოყალიბებისთვის. B ჯგუფის ვიტამინები ფოლიუმის მჟავასთან ერთად მონაწილეობს მრავალი უჯრედის გაყოფის და ქსოვილების ფორმირების პროცესში, ხოლო ვიტამინი A შეუცვლელია მხედველობის ჩამოყალიბებასა და შენარჩუნებისთვის.

ჩვენებები
3 წლიდან ბავშვებში კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციის ნორმალიზება; დისბაქტერიოზი; შეკრულობა; ჰიპო და ავიტამინოზები; მიკრო და მაკროელემენტების დეფიციტის პროფილაქტიკა და მკურნალობა ბავშვებში და მოზარდებში; სწორი ზრდა-განვითარებისათვის; იმუნური სისტემის გაძლიერება; სოკოვანი, ბაქტერიული და ვირუსული ინფექციებისას კომპლექსურ თერაპიაში (ფლუკონაზოლთან,  ანტიბიოტიკებთან და სხვა). მისი უსაფრთხოების შესახებ დეტალები ნახეთ ბმულზე 

author avatar
SheniGanatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
READ  როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ
SheniGanatleba.ge
SheniGanatleba.gehttps://sheniganatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები

[fetch_posts]

spot_img

ხშირად ნახვადი