ინულინი – პრებიოტიკების საკვანძო თვისება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მიკროორგანიზმების, განსაკუთრებით ლაქტობაცილების და ბიფიდობაქტერიების სელექციური გაზრდის უნარია.
ბიფიდობაქტერიები პათოგენური ბაქტერიების ანტაგონისტებია და უმნიშვნელოვანესი როლი აქვს ნაწლავის ჯანმრთელობის შენარჩუნებაში.
პრებიოტიკებს გააჩნია გამოხატული ანტიალერგიული მოქმედებაც. ლაქტო- და ბიფიდო ბაქტერიების ნაკლებობა ხელს უწყობს ალერგიული რეაქციის განვითარებას, ხოლო პრებიოტიკების მიღება ხელს უშლის ამ პროცესს.
ინულინი ეფექტურად ხსნის შეკრულობას. მონაწილეობს მინერალების მეტაბოლიზმში. ზრდის Ca-ის და Mg-ის შეწოვას. ასევე, მონაწილეობს ძვლოვანი ქსოვილის სწორი ფორმირების პროცესში და იმუნური სისტემის გაძლიერებაში.
პოლივიტამინები და მინერალები – პოლივიტამინური კომპლექსი იდეალურადაა დაბალანსებული ბავშვის ოპტიმური ზრდა-განვითარებისთვის. ორი აუცილებელი ელემენტის – თუთიის და სელენის შემცველობა ინულინთან კომბინაციაში უზრუნველჰყოფს მდგრადი იმუნიტეტის ჩამოყალიბებას, ხოლო ვიტამინ C და E-თან კომბინაცია – ოქსიდაციური სტრესისგან დაცვას. რკინა და იოდი გონებრივი განვითარების აუცილებელი კომპონენტებია, ხოლო ვიტამინი D – ძვლის ჩამოყალიბებისთვის. B ჯგუფის ვიტამინები ფოლიუმის მჟავასთან ერთად მონაწილეობს მრავალი უჯრედის გაყოფის და ქსოვილების ფორმირების პროცესში, ხოლო ვიტამინი A შეუცვლელია მხედველობის ჩამოყალიბებასა და შენარჩუნებისთვის.
ჩვენებები
3 წლიდან ბავშვებში კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციის ნორმალიზება; დისბაქტერიოზი; შეკრულობა; ჰიპო და ავიტამინოზები; მიკრო და მაკროელემენტების დეფიციტის პროფილაქტიკა და მკურნალობა ბავშვებში და მოზარდებში; სწორი ზრდა-განვითარებისათვის; იმუნური სისტემის გაძლიერება; სოკოვანი, ბაქტერიული და ვირუსული ინფექციებისას კომპლექსურ თერაპიაში (ფლუკონაზოლთან, ანტიბიოტიკებთან და სხვა). მისი უსაფრთხოების შესახებ დეტალები ნახეთ ბმულზე
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი განათლება. (2025). რისთვის არის კარგი მარსიანჩიკი ინულინით და არის თუ არა რეკომენდირებული – დეტალები. 23 სექტემბერი, 2025. https://sheniganatleba.ge/რისთვის-არის-კარგი-მარსი/

